20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლის შესახებ მტკიცება Politico-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ეფუძნება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

210
VIEWS

29-30 ივნისს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ პროფილებმა და გვერდებმა (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, უკრაინის ტერიტორიის დასაბრუნებლად 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე იქნება საჭირო. პოსტების ნაწილს Politico-ს სტატიის სქრინშოტიც ახლავს, რომელზეც ვხედავთ სტატიის სათაურს: “20 000 000 სიცოცხლე მშვიდობისთვის”, ხოლო ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს რიცხვი, როგორც აღმოჩნდა, თითქმის მთელი სამუშაო ასაკის მოსახლეობის რაოდენობაა.

20 milioni ukrainelis sitsotskhlis shesakheb mtkitseba Politico s sakhelith gaqhalbebul statias ephudzneba 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლის შესახებ მტკიცება Politico-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ეფუძნება

20 milioni ukrainelis sitsotskhlis shesakheb mtkitseba Politico s sakhelith gaqhalbebul statias ephudzneba1 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლის შესახებ მტკიცება Politico-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ეფუძნება

 

გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია, Politico-ს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას 20 მილიონი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე დასჭირდება, არ გამოუქვეყნებია. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. გამოცემა Politico-ს საიტზე მსგავსი სათაურის ან შინაარსის სტატია არ იძებნება

რაც შეეხება ღია წყაროებს, იდენტური ტექსტი მხოლოდ რუსულენოვან საინფორმაციო საიტებსა (1,2) და ტელეგრამ არხებზე (1,2) იძებნება, რომლებიც წყაროდ ან სხვა ტელეგრამის არხებს უთითებენ, ან მას საერთოდ არ ასახელებენ. 

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-მაც გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ამ შინაარსის სტატია Politico-ს საძიებო სისტემის 2023 წლის ივნისში დაარქივებულ ვერსიებშიც არ იძებნება. 

უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შემდეგ კრემლისტურ მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ნარატივი (1,2), რომ კონტრშეტევა წარუმატებელია, რის საბუთადაც განადგურებული ტექნიკის კადრები და გათავისუფლებული ტერიტორიის რუკები მოჰყავთ. 

წყაროების შესახებ:

მწერალი მერაბ რატიშვილი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის დეზინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” რატიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ქართულენოვანი ფეისბუქ მომხმარებელი Zaqaria Kvirikashvili და რუსულენოვანი ანგარიში Николай Балясников ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ. 

20 milioni ukrainelis sitsotskhlis shesakheb mtkitseba Politico s sakhelith gaqhalbebul statias ephudzneba2 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლის შესახებ მტკიცება Politico-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ეფუძნება

20 milioni ukrainelis sitsotskhlis shesakheb mtkitseba Politico s sakhelith gaqhalbebul statias ephudzneba3 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლის შესახებ მტკიცება Politico-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ეფუძნება

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5, 6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist