ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.4k
VIEWS

15 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) მულტფილმ “სიმპსონებიდან” (The Simpsons) კადრები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მთელ ქალაქში სხივით ცეცხლის გაჩენაა ნაჩვენები. ერთ-ერთი პოსტის ავტორის თანახმად, ეს სიმპსონების ჰავაიში მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენილი ხანძრის წინასწარმეეტყველებაა.

sipsonebi da havai ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს, ხოლო მტკიცება, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენა იწინასწარმეტყველეს, მცდარია. რეალურად, სერიაში, რომელსაც ამ მტკიცების არგუმენტად იყენებენ, ქრომირებული ქანდაკება მზის სხივებს ირეკლავს, რომელიც ქალაქში ხანძარს აჩენს. გავრცელებულ მონაკვეთში კი მხოლოდ ხანძრის გამომწვევი სხივი ჩანს, ხოლო ის ნაწილი კი, რომელშიც ქანდაკებაც ჩანს, ამოჭრილია. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიაში ხანძრის გამომწვევი სხივი მიმართული ენერგიის იარაღად მოხსენიებული არ არის. 

გავრცელებული კადრები 2016 წელს გამოსული, 28-ე სეზონის პირველი ეპიზოდიდანაა (Monty Burns’ Fleeing Circus) ამოჭრილი. სცენარის მიხედვით, სპრინგფილდის ცენტრში ახალ ქრომირებულ ქანდაკებას აღმართავენ, რომელიც მოგვიანებით მზის სხივებისთვის სარკის ფუნქციას ასრულებს, მათ ერთ ინტენსიურ სხივად აქცევს და მთელ ქალაქს ცეცხლს უკიდებს. სერიაში ეს მოვლენა არაა წარმოჩენილი, როგორც იარაღი, მათ შორის არც “მიმართული ენერგიის იარაღი”. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ მონაკვეთში საერთოდ არ ჩანს, რომ სხივს, რომელიც ქალაქში ხანძარს აჩენს, ახალდადგმული ქანდაკება მზისგან ირეკლავს, ვიდეოში მხოლოდ ის ნაწილია ნაჩვენები, როცა ქალაქში ხანძარი ჩნდება და ყველაფერი ნადგურდება.

აღნიშნული ვიდეო ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების სააგენტო Snopes-მაც გადაამოწმა. 

sipsonebi da havai1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს

sipsonebi da havai2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს

sipsonebi da havai3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველესჰავაის კუნძულ მაუიზე 8 აგვისტოს დაწყებული ტყის ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე არაერთი კონსპირაციის თეორია გავრცელდა. მათ შორის ერთ-ერთი “მიმართული ენერგიის იარაღს” (Directed energy weapons (DEWs)) უკავშირდება. ოფიციალური ვერსიით, ჰავაის ხანძრები უკიდურესად მაღალმა ტემპერატურამ, მშრალმა, ცხელმა და ქარიანმა ამინდმა გამოიწვია. ჰავაის შტატის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ჯეფ ჰიკმანმა USA TODAY-ს განუცხადა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ გამოძიებულია, მაგრამ არ არსებობს სიმართლე იმ მტკიცებაში, რომ ენერგეტიკული იარაღი იყო ჩართული. 

მიმართული ენერგიის იარაღი (DEW) კონცენტრირებულ ელექტრომაგნიტურ ენერგიას სინათლის სიჩქარით სროლისთვის იყენებს და გაანადგუროს მტრის სამიზნეების განადგურება შეუძლია. სხვადასხვა ტიპის ენერგიის იარაღი ელექტრომაგნიტური სპექტრის ცალკეულ რეგიონებს, როგორიცაა რადიოტალღები და მიკროტალღები იყენებს.

სიმპსონებთან დაკავშირებული სხვა ე.წ. წინასწარმეტყველებების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელებს, რომლებმაც სიმპსონებსა და ჰავაიზე პოსტები გაავრცელეს,  დეზინფორმაციული და კონსპირაციული პოსტები აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებიათ, რომლებიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:

Tamuna Tamo:

ფანტინა ფანტინა:

ნიკა კობერიძე:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist