Სოციალურ ქსელში ჰოვარდ კატონის ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

85
VIEWS

3 ივნისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ გამოაქვეყნა ექთნების საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, ჰოვარდ კატონის ვიდეო, რომელშიც პოსტის აღწერის მიხედვით, კატონი ამბობს: „მთელი მსოფლიოს მთავრობები ერთდროულად დაიწყებენ კლიმატის გაუთვალისწინებელი შემთხვევების/ჩაკეტვების გამოცხადებას (როგორც ეს მოხდა კოვიდის დროს)… ეს გამოიწვევს ისტორიაში სიმდიდრის უდიდეს განაწილებას ჯანმო-სა და მის დაინტერესებულ მხარეებს შორის… არაფერი გექნებათ და ბედნიერი იქნებით.

მტკიცება, თითქოს  აღნიშნული ტექსტი ჰოვარდ კატონს ეკუთვნის, მცდარია. გავრცელებული ვიდეო ფრაგმენტი ჯანდაცვასა და კლიმატის ცვლილების შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2021 წლის 11 ოქტომბრის ბრიფინგიდან არის,  რომლის ერთ-ერთი სპიკერი ჰოვარდ კატონი იყო. არც გავრცელებულ ფრაგმენტში და არც სრულ ვერსიაში კატონს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ნიკა კობერიძის მიერ გამოქვეყნებული ჰოვარდ კატონის ვიდეოს ფრაგმენტი ზუსტად იგივე რუსულენოვანი აღწერით 3 ივნისს რუსულ ტელეგრამ-ჯგუფში BUYAN – Чё там в мире? გავრცელდა. ვიდეო, სავარაუდოდ, ქართულ წყაროებშიც სწორედ ამ ჯგუფიდან მოხვდა. 

სინამდვილეში,  ვიდეოში კატონი კოვიდისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრში უნდა მოექცეს. არც ამ ნაწილში და სრულ ვერსიაში კატონი ჯანმოსა და მის დაინტერესებულ მხარეებს შორის სიმდიდრის გადანაწილებაზე არ საუბრობს. 16.42-22.14)

გაყალბებული ვერსია Ავთენტური ვერსია
„მთელი მსოფლიოს მთავრობები ერთდროულად დაიწყებენ კლიმატის გაუთვალისწინებელი შემთხვევების/ჩაკეტვების გამოცხადებას (როგორც ეს მოხდა კოვიდის დროს)… ეს გამოიწვევს ისტორიაში სიმდიდრის უდიდეს განაწილებას ჯანმო-სა და მის დაინტერესებულ მხარეებს შორის… არაფერი გექნებათ და ბედნიერი იქნებით. “ჯანდაცვის სპეციალისტები მეუბნებიან, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კოვიდი ცუდია, მაშინ თქვენ ჯერ არაფერი გინახავთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ის [კლიმატის ცვლილება] არის ჯანდაცვის ყველა საფრთხის გამომწვევი. კოვიდი და კლიმატის ცვლილება ამწვავებენ ერთმანეთს და ზრდიან წნეხს, ისედაც სუსტ ჯანდაცვის სისტემასა და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებზე. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე. სწორედ ამიტომ, უნდა მოვაქციოთ ჯანდაცვა ყველა ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების ცენტრში: ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი და საკვები.”

ციტატა, რომელსაც ჰოვარდ კატონს მიაწერენ, ღია წყაროებში არ იძებნება გარდა ბოლო ფრაზისა –  “არაფერი გექნებათ და ბედნიერი იქნებით.ეს ციტატა აღებულია  2016 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოდან.  

სქრინშოთი: World Economic Forum 

ვიდეოში აღწერილია მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის რვა პროგნოზი 2030 წლისთვის. საუბარია სამედიცინო და ტექნოლოგიურ პროგრესზე, მათ შორის, ერთ-ერთ პროგნოზში აღნიშნულია, რომ ადამიანებს ყველა საჭირო ნივთის ქირაობა შეეძლებათ, რომლებსაც მათთან დრონებით მიიტანენ. 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist