“აშკენაცი ხაზარი კაბალისტი” ებრაელების მასობრივი ემიგრაცია უკრაინაში თუ ყოველწლიური ტრადიცია – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

25-28 სექტემბერს ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3) უკრაინაში ჩასული ებრაელების ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს. ანგარიშის ბოლო ჟამის ქრისტიანები აღწერის მიხედვით, უკრაინა უკრაინელებისგან დაცალეს და “აშკენაცმა ხაზარმა კაბალისტმა იუდეველებმა” უკრაინაში ემიგრირება მასიურად დაიწყეს, რათა 2030-2050 წლებამდე “ზეციური იერუსალიმი” ააშენონ. ანგარიში Giorgi Abashidze-ს მტკიცებით, ვიდეოთი მტკიცდება, რომ ებრაელებმა უკრაინელებსა და რუსებს ერთმანეთი გააწყვეტინეს, რათა უკრაინის ტერიტორია მასობრივად დაეკავებინათ, ხოლო ანგარიში თამაზი ოძელაშვილის მიხედვით, ახალი იერუსალიმი უკვე უკრაინაშია.

ukrainashi ebraelebi “აშკენაცი ხაზარი კაბალისტი” ებრაელების მასობრივი ემიგრაცია უკრაინაში თუ ყოველწლიური ტრადიცია - რას ასახავს ვიდეო?

უკრაინაში ჩასული ებრაელების ამსახველი ვიდეო ყალბი და კონსპირაციული აღწერით ვრცელდება. ის არა უკრაინაში ებრაელების მასობრივ ემიგრაციას, არამედ როშ ჰაშანას დღესასწაულის აღსანიშნავად ქალაქ უმანში ჩასულ ებრაელ პილიგრიმებს ასახავს.  აღნიშნული ტრადიცია ყოველწლიურია, დღესასწაული რამდენიმე დღე გრძელდება, რის შემდეგაც მომლოცველები ქალაქს ტოვებენ. ხოლო “ზეციური იერუსალიმის” იდეას იუდაიზმში უკრაინის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს მშენებლობასთან კავშირი არ აქვს და ის ანტისემიტური შეთქმულების თეორიის ნაწილია. 

გავრცელებული ვიდეო საინფორმაციო სააგენტო – Страна.UA-ს ეკუთვნის და ის 2022 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა. ვიდეო იმ სტატიის ნაწილია, რომელიც უკრაინის ქალაქ უმანში რაბინი ნახმანის (ასევე ცნობილი, როგორც ბრაცლაველი ნახმანი ან ნახმანი უმანიდან) საფლავზე ებრაელთა ვიზიტს ეხება. სტატიის მიხედვით, ებრაელი მომლოცველები ქალაქში ებრაული ახალი წლის – როშ ჰაშანას აღსანიშნავად ჩავიდნენ. ვიდეო ერთ-ერთი მომლოცველის ინტერვიუსაც შეიცავს. მამაკაცი Страна.UA-სთან ყვება, რომ უკრაინაში მოხვედრა წელს მარტივი არ იყო, თუმცა გზის სირთულის და ქალაქის დაბომბვის საშიშროების მიუხედავად, ტრადიციის შენარჩუნება მაინც გადაწყვიტა. სტატიის მიხედვით, წლევანდელ დღესასწაულზე დასასწრებად ქალაქში 20 000-ზე მეტი მომლოცველი ჩავიდა, რაც მათი ტრადიციული რაოდენობის ნახევარია. 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით სააგენტო Страна.UA-ს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, გამოცემის მთავარ რედაქტორს, იგორ გუჟვას კი, რომელიც 2018 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობდა,  სანქციები შეეხო. უკრაინული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-ის მიხედვით, ხშირად გამოცემა ინფორმაციას მხოლოდ კრემლისტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებდა და რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებდა. შეზღუდვის მიუხედავად, საინფორმაციო სააგენტოს საიტი  ახალ მისამართზე – ctrana.online დღემდე ხელმისაწვდომია.

Страна.UA-ს სტატიაში მოყვანილი ძირითადი ფაქტები სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ემთხვევა. მაგალითად, რადიო თავისუფლება წერს, რომ ჰაშანას წლევანდელ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 23 000-მდე მომლოცველი დაესწრო. ზოგიერთი ცნობით, ახალი წლის დღესასწაულზე  ქალაქ უმანში ჩასვლის ტრადიცია 1811 წლიდან, ანუ ხასიდური იუდაიზმის მნიშვნელოვანი ფიგურის – რაბინი ნახმანის გარდაიცვალების თარიღიდან  არსებობს

გასულ წლებში დღესასწაული შედარებით მასშტაბურად და ნაკლები შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობდა. 2015 წელს უმანს 30 000-მდე მომლოცველი ესტუმრა. 2020 წელს ისრაელისა და უკრაინის მთავრობებმა მომლოცველებს კორონავიურსის პანდემიის გამო უკრაინაში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს, თუმცა ნაწილმა უმანში მოხვედრა და ახალი წლის აღნიშნვნა მაინც მოახერხა. 

ukrainashi ebraelebi1 “აშკენაცი ხაზარი კაბალისტი” ებრაელების მასობრივი ემიგრაცია უკრაინაში თუ ყოველწლიური ტრადიცია - რას ასახავს ვიდეო?
მომლოცველები რაბინი ნახმანის საფლავთან ახლოს, ტბასთან ლოცულობენ. 2015 წ. ფოტო: theguardian.com

რაც შეეხება “ზეციურ იერუსალიმს” (ასევე ცნობილი, როგორც “ახალი იერუსალიმი”), ამგვარი იდეა იუდაიზმში ნამდვილად არსებობს, ის დაახლოებით ახ.წ. მესამე საუკუნეში გაჩნდა და თავდაპირველად მიწიერი და ზეციური იერუსალიმების გაერთიანებას გულისხმობდა. საუკუნეების მანძილზე იდეამ რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. ხასიდიზმის მიხედვით, “ზეციურ იერუსალიმის” მშენებლობაში თავისი წვლილის შეტანა თითოეულ ებრაელს ღვთის მსახურებით შეუძლია. ზოგიერთი ებრაელისთვის ზეციური და მიწიერი იერუსალიმების გაერთიანება ისრაელის სახელმწიფოს წარმოშობა და 1967 წელს “ექვსდღიან ომში” გამარჯვება იყო. 

იდეა კონსპირაციული თეორიის ნაწილიც გახდა. თეორია ნახევრად-მომთაბარე თურქული წარმოშობის ხალხს – ხაზარებს უკავშირდება. კონსპირაციის მიხედვით, ებრაელთა უდიდესი ნაწილი ხაზარების შთამომავალია და ისინი უკრაინაში ახალი სახელმწიფოს, “ზეციური იერუსალიმის” აშენებას აპირებენ. 

კოსპირაციას საფუძვლად ბრიტანელი მწერლის, არტურ კესლერის წიგნი “მეცამეტე ტომი” უდევს, რომელშიც ავტორმა წარმოადგინა თეზისი, რომ აშკენაზი ებრაელები ხაზარების შთამომავლები არიან, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეზისი  სამეცნიერო წრეებში გაზიარებული არაა, ის აქტიურად გამოიყენება ანტისემიტური კონსპირაციების გასავრცელებლად, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. 

ებრაელებთან დაკავშირებული ანტისემიტური შეთქმულების თეორიები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist