ებრაელების მიერ ბავშვების მსხვერპლშეწირვაზე კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

280
VIEWS

17 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “არა შხამქცინას” ებრაელების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს იუთუბ არხი Palestinian Media Watch ავრცელებს და ის ალ-აკსას მეჩეთში შეიხ ხალიდ ალ-მუღრაბის ქადაგებას ასახავს. მუსლიმი სასულიერო პირი რამდენიმე მტკიცებას აჟღერებს: 1) 11 სექტემბრის ტერაქტის უკან ებრაელები დგანან, 2) ებრაელები მაცას გამოსაცხობად ცომს ბავშვების სისხლში ზელენ, რასაც მათ ეშმაკი ავალებთ, 3) ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს რიტუალებში ბავშვების სისხლის გამოყენების გამო ხოცავდნენ. ქადაგება არაბულ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო ვიდეოს თან ერთვის ინგლისური სუბტიტრები.

“არა შხამქცინა” პოსტში დამატებით წერს, რომ ებრაელები 2014 წლიდან ბავშვებს ალ-აკსას მეჩეთში ხოცავენ, ხოლო ომებს ბავშვების გასატაცებლად აწყობენ.

21 აპრილს მსგავსი შინაარსის ვიდეო ფეისბუქ გვერდმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა. ვიდეოში გაჟღერებულია მტკიცება, რომ რიტუალისთვის ებრაელთა მიერ ბავშვების გატაცების შესახებ ათეულობით შემთხვევაა ცნობილი და მსგავსი ფაქტები შუა საუკუნეებიდან ხდება.

Screenshot 11 15 ებრაელების მიერ ბავშვების მსხვერპლშეწირვაზე კონსპირაცია ვრცელდება Screenshot 12 15 ებრაელების მიერ ბავშვების მსხვერპლშეწირვაზე კონსპირაცია ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები კონსპირაციას, ხოლო ვიდეო დამატებით 2 დეზინფორმაციას შეიცავს: 1) მტკიცება, რომ ებრაელები რიტუალებში ბავშვების სისხლს იყენებენ, კონსპირაციაა, რომელიც შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება. 2) მტკიცება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ებრაელებმა განახორციელეს, დეზინფორმაციაა. 3) მტკიცება, რომ ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს ბავშვების გატაცების და მათი სისხლის რიტუალებში გამოყენების გამო ხოცავდნენ, დეზინფორმაციაა.

  • შეთქმულების თეორია ებრალების მიერ ბავშვების გატაცების შესახებ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს

Palestinian Media Watch-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსა და ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით მტკიცებას, რომ ებრაელები არაებრაელ ბავშვებს იტაცებენ და მათ სისხლს პასექის დროს მაცას გამოსაცხობად იყენებენ. 

აღნიშნული მტკიცება შეთქმულების თეორიის გაგრძელებაა, რომელიც “სისხლის ცილისწამების” სახელითაა ცნობილი და სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს. 

ერთ-ერთი პირველი ასეთი გადმოცემა XII საუკუნის ბრიტანეთში დაფიქსირებულ შემთხვევას ეხება, როდესაც ადგილობრივ ებრაელებს ბავშვის გატაცებაში დასდეს ბრალი. მბრალდებლების მტკიცებით, გატაცებულ ბავშვს იესო ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის მიბაძვით თავის არეში ჭრილობა მიაყენეს. ამ და მსგავს დაუდასტურებელ ბრალდებებზე რომის პაპის ინოკენტი IV-ის მიერ გამოძიებაც ჩატარდა, თუმცა მათი ნამდვილობა არ დადასტურდა

მომდევნო საუკუნეებში “სისხლის ცილისწამება” ხშირად გამოიყენებოდა როგორც იარაღი ებრაელთა შევიწროების გასამართლებლად

აღსანიშნავია, რომ “არა შხამქცინას” პოსტსა და ვიდეოში მოცემული ინფორმაცია ნაწილობრივ ერთმანეთს არ ემთხვევა, კერძოდ, პოსტის ავტორის მტკიცებით, ბავშვებს ალ-აკსას მეჩეთში 2014 წლიდან ხოცავენ, მაშინ, როდესაც ხალიდ ალ-მუღრაბი თავად ქადაგებს ალ-აკსას მეჩეთში და მის მიერ აღწერილი მოვლენები 2014 წელს დიდი ხნით უსწრებს წინ. 

  • “სისხლის ცილისწამება” ანტისემიტიზმის გასაღვივებლად ნაცისტურ გერმანიაშიც გამოიყენებოდა 

მუსლიმი სასულიერო პირის ქადაგება ჰოლოკოსტის პერიოდსაც ეხება, ხალიდ ალ-მუღრაბის მტკიცებით, გერმანელები ებრაელებს იმის გამო ხოცავდნენ, რომ მათ მიერ ბავშვების მოტაცების შესახებ შეიტყვეს. 

გასული საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში “სისხლის ცილისწამების” შეთქმულების თეორია მართლაც იყო გავრცელებული და ამას ხელს სახელმწიფო აპარატიც უწყობდა. 1923 წლიდან გამოდიოდა გაზეთი Der Stürmer, რომელიც ხშირად მსგავს ბრალდებებს შეიცავდა. 1934 წლიდან გაზეთი მხოლოდ “სისხლის ცილისწამების” მოტივზე წერდა და ანტისემიტიზმის გაღვივებისკენ მიმართული სამთავრობო პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.  

ფოტოზე მოცემულია Der Stürmer-ის ყველაზე პოპულარული გამოცემის ყდა, რომელიც 1939 წლით თარიღდება. გაზეთის ყდაზე მოცემული ილუსტრაცია ებრაელების მიერ ბავშვის მსხვერპლად შეწირვის რიტუალს ასახავს:

Screenshot 13 15 ებრაელების მიერ ბავშვების მსხვერპლშეწირვაზე კონსპირაცია ვრცელდება
წყარო: encyclopedia.ushmm.org

 

  • 11 სექტემბრის ტერაქტი ებრაელებს არ განუხორციელებიათ

კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელსაც Palestinian Media Watch-ის ვიდეოში ვხვდებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება. ხალიდ ალ-მუღრაბის მტკიცებით, აღნიშნული ტერაქტი ებრაელებმა განახორციელეს და ამის დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ რიცხვი 11 ებრაელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. 

სინამდვილეში, 11 სექტემბრის ტერაქტი ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-კაიდამ განახორციელა და მას ჯამში 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტში მონაწილე 19-ვე პირი იდენტიფიცირებულია და არც ერთი მათგანი არ არის დადასტურებულად ებრაელი. 

11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული სხვა შეთქმულების თეორიების შესახებ იხილეთ: 

აღსანიშნავია, რომ ეს არაა ხალიდ ალ-მუღრაბის ერთადერთი ანტისემიტური განცხადება. 2015 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ქადაგებაში სასულიერო პირი განკითხვის დღეს ყველა ებრაელის სიკვდილზე საუბრობდა. ამავე წლის ნოემბერში ისრაელის პოლიციამ ალ-მუღრაბი ძალადობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist