“ბოლო ჟამის ქრისტიანები” გასართობი შოუდან ამოჭრილი კადრით ებრაელებზე კონსპირაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

303
VIEWS

28 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით: “ხაზარი ებრაელი ქსენია სობჩაკი თავის ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს – ესაა ქრისტიანი ბავშვების სისხლის რეგულარულად სმა”. 

sobchaki1 “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გასართობი შოუდან ამოჭრილი კადრით ებრაელებზე კონსპირაციას ავრცელებს

ვიდეოს მონაკვეთი, რომელშიც ქსენია სობჩაკი ქრისტიანი ბავშვების სისხლის დალევაზე საუბრობს გასართობი შოუდანაა ამოჭრილი. გავრცელებული ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ სობჩაკი მისი მეგობრის – ულიანა ცეიტლინას ასაკზე ხუმრობს და ამბობს, რომ ის 120 წლისაა და ახალგაზრდობას ამ მეთოდით ინარჩუნებს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო გასართობი რეალითი შოუდან “ქერა შოკოლადში” არის ამოჭრილი. აღნიშნული გადაცემა 2008 წელს რუსულ ტელეარხ Муз-ТВ-ზე გამოვიდა და ის ქსენია სობჩაკის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა

გადაცემის მეოთხე ეპიზოდში სობჩაკი სახლში გამართული ფოტოსესიის შემდეგ მისი მეგობრის – ულიანა ცეიტლინას ასაკის შესახებ ხუმრობით ამბობს, რომ მისი მთავარი საიდუმლო არის პლასტიკური ქირურგია, ბიოდანამატები და ოქროს ძაფები. სწორედ ამის შემდეგ ამბობს სობჩაკი ფეისბუქზე გავრცელებულ ფრაზას, რომელიც სრული სახით ასე გამოიყურება: 

“როგორც წესი, მე მეკითხებიან – მართალია, რომ ულიანა 40, 45, 50 წლისაა? და ასე შემდეგ უსასრულობამდე. პატიოსნად ვამბობ, ულიანა უკვე 120 წლისაა და ჩვენ ვაპირებთ მსოფლიო რეკორდი დავამყაროთ და ჩვენ არ გავჩერდებით. საიდუმლო ძალიან მარტივია და სულ ახლახანს ულიანამ ის მე გამიმხილა და მინდა მისით ვისარგებლო, თორემ დაბერების შეუქცევადი პროცესი იწყება, ესაა უბრალოდ ღამით ქრისტიანი ახალშობილების სისხლის ჭიქა, ასეთი საშუალებაა, ასპროცენტიანი შველა.” 

sobchaki 2 “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გასართობი შოუდან ამოჭრილი კადრით ებრაელებზე კონსპირაციას ავრცელებს

ულიანა ცეიტლინა პოპულარული რუსი ტელეწამყვანი და მოდელია.  ცეიტლინა ახალგაზრდობის შენარჩუნების მეთოდებზე საკუთარ წიგნში “100 წმინდად გამოყენებითი რჩევა სხვადასხვა საკითხზე” წერს. წიგნში აღწერილია სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურა, დიეტა და სპორტული აქტივობა

ბოლო ჟამის ქრისტიანები სობჩაკის ფრაზას ქრისტიანი ბავშვების სისხლის დალევის შესახებ მის ებრაულ წარმოშობას უკავშირებს, რაც ფართოდ გავრცელებული კონსპირაციის “სისხლის ცილისწამების” ნაწილია, რომლის მიხედვითაც ებრაელები ბავშვებს იტაცებენ, რათა მათი სისხლი რიტუალებში, მათ შორის ტრადიციული უმარილო ხმიადის – მაცას გამოსაცხობად გამოიყენონ. 

“სისხლის ცილისწამების” შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist