ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5k
VIEWS

23 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “Fantina Georgian” რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ებრაელების ინტერესების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ომის უკან რეალურად ებრაელები დგანან და მათი მიზანი უკრაინის ახალ “ზეციურ იერუსალიმად” ქცევაა. 

პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის: პირველ მათგანზე უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი “ზეციური იერუსალიმის” რუკაა წარმოდგენილი, მეორე ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში ნაციზმის სიმბოლოს, სვასტიკის გამოსახულების მქონე მაისური უჭირავს. მესამე ფოტოზე მსოფლიოს ლიდერების მიერ უკრაინის  გაყოფის სცენის ილუსტრაციას ვხედავთ, ლიდერებს მკერდზე დავითის ვარსკვლავი აქვთ, რაც მათ ებრაულ წარმოშობაზე მიანიშნებს, ფოტოზე ვხედავთ წარწერას khazar khaganate (ხაზარული ხაკანი), დანარჩენი ფოტოები ზელენსკის რაბინებთან შეხვედრებსა და უკრაინაში ებრაელების ინტერესებს ეხება.

Screenshot 1 15 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

გამოქვეყნებული პოსტი შეთქმულების 2 თეორიასა და 1 გაყალბებულ ფოტოს შეიცავს:

1) მტკიცება, რომ ებრაელები უკრაინის ტერიტორიაზე “ზეციური იერუსალიმის” აშენებას აპირებენ, შეთქმულების თეორიაა. გავრცელებული რუკა კი პრორუს უკრაინელ პოლიტიკოსს იგორ ბერკუტს ეკუთვნის.  2) ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურით გაყალბებულია. უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ავთენტურ მაისურზე 95 ნომერია გამოსახული. 3) “ხაზარი ებრაელების” შესახებ შეთქმულების თეორია მსოფლიოში VIII-IX საუკუნიდან ვრცელდება.

ანტისემიტური შინაარსის შეთქმულების თეორიების არსებობა მრავალ წელს ითვლის. თეორიების ძირითადი ნაწილის მიხედვით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უკან ის ძლევამოსილი ებრაელები დგანან, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ და სამყაროს საკუთარი შეხედულებებისამებრ მართავენ. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად ანტისემიტური შეთქმულებები ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება. ფანტინას პოსტში მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომი ებრაელების ინტერესებში შედის და მისი რეალური მიზანი უკრაინის “ზეციურ იერუსალიმად” ქცევაა, შინაარსობრივად ანტისემიტური შეთქმულების თეორიების იმ ნაწილს განეკუთვნება, რომელთა მიხედვითაც, ებრაელებს მთელი მსოფლიოს დაპყრობა და მასზე გაბატონება სურთ. თეორია სათავეს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში 1905 წელს გამოქვეყნებული “სიონის უხუცესთა ოქმების” “საიდუმლო ჩანაწერებიდან” იღებს. დოკუმენტის სიყალბე არაერთხელ დადასტურდა, თუმცა თეორიის მიმდევრებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ებრაელების სამყაროზე გაბატონების სურვილს სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს. 

  • ვის ეკუთვნის “ზეციური იერუსალიმის” რუკა?

რაც შეეხება პოსტში გამოყენებული რუკის ფოტოს, რომელზეც უკრაინის ტერიტორია “ზეციურ იერუსალიმადაა” მონიშნული, რუკის ეს და სხვა ვერსიები ინტერნეტში 2018 წლიდან ვრცელდება. რუკის პირვანდელი ვერსიის და უკრაინის ტერიტორიაზე “ახალი ისრაელის” მოწყობის იდეის პრეზენტაცია რუსულენოვანი ინტერნეტ არხის РАССВЕТ-ის ეთერში უკრაინული პრორუსული პოლიტიკური პარტიის “დიდებული უკრაინის” ლიდერმა იგორ ბერკუტმა (გეკკომ) 2018 წლის 7 ივნისს გააკეთა.

Screenshot 2 15 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

2019 წელს პოლიტიკოსმა ამავე არხის ეთერში უკრაინის ზეციური იერუსალიმის განახლებული რუკა წარმოადგინა.

Screenshot 3 15 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

РАССВЕТ-ის ეთერში გარი ბერკუტმა უკრაინული ქალაქებისთვის “ზეციური იერუსალიმის” შესაბამისი სახელების დარქმევაზე კონკურსიც კი გამოაცხადა. Youtube არხმა კი ვიდეოს კომენტარებში ამ ქალაქების სიაც გამოაქვეყნა. 

Screenshot 4 15 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

აღსანიშანვია, რომ იგორ ბერკუტი და მისი პარტია “დიდებული უკრაინა” უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებობას ეწინააღმდეგება, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარს უჭერს. ბერკუტი რუსეთის მიერ “ნოვოროსიის” ისტორიულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენასაც ემხრობა, ამის შესახებ მან სწორედ РАССВЕТ-ის ეთერში 2014 წლის სექტემბერში ისაუბრა. ბერკუტს ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით “ძმა,” რომელიც რუსეთ-უკრაინულ ურთიერთობებს უკავშირდება

Screenshot 5 14 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

  • ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო გაყალბებულია

Fantina Georgian-ის პოსტში გამოყენებული ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, სადაც მას სვასტიკის გამოსახულების მქონე მაისური უჭირავს წარწერით “ზელენსკი,” გაყალბებულია. რეალურად, ფოტოს ორიგინალი ვერსია 2021 წლის 8 ივნისს ზელენსკის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და მასზე სვასტიკის ნაცვლად ნომერი 95-ია გამოსახული. 

Screenshot 6 14 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ ეს უკრაინის ეროვნული საფეხბურთო გუნდის 2021 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატისთვის შექმნილი ფორმაა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ფორმაზე რამდენიმე ისეთი სიმბოლოა გამოსახული, რომელიც უკრაინელებს “ლუჰანსკიდან უჟგოროდამდე და ჩერნიგოვიდან სევასტოპოლამდე” აერთიანებთ. 

ზელენსკიმ საფეხბურთო გუნდის ფორმაში გადაღებული ფოტო 9 ივნისსაც გამოაქვეყნა

Screenshot 7 14 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

  • ანტისემიტური შეთქმულების თეორია ხაზარების შესახებ

Fantina Georgian-ის პოსტში გამოყენებულ ილუსტრაციაზე მსოფლიოს ლიდერების მიერ უკრაინის გადანაწილების პროცესი არის ასახული, რაც ნამცხვრის “დაჭრის” სახით არის ილუსტრირებული. ფოტოს წარწერა “ხაზარული ხაკანი” კი ამ მოვლენას აღწერს. 

Screenshot 8 15 ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება

ხაზარების შესახებ ანტისემიტური შეთქმულების თეორია VIII-IX საუკუნეებში ჩამოყალიბდა.  თეორიის მიხედვით, დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხაზარების სახელით ცნობილი ხალხი იუდაიზმზე მოექცა, რათა საიდუმლო იმპერია აეშენებინათ. თეორიის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ებრაელები რეალურად არა ებრაელები, არამედ სწორედ ხაზარები არიან და მსოფლიოზე ბატონობის მოპოვებას ცდილობენ. 

ამ თეორიის პოპულარობა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გაიზარდა. თეორიის მიმდევრების მიხედვით, უკრაინაში სწორედ ხაზარი ებრაელები ცხოვრობენ და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდახმა ქვეყანას მათი ბატონობისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ამ შინაარსის მტკიცებებს განსაკუთრებით აქტიურად მოძრაობა QAnon-ის მიმდევრები ავრცელებენ, ისინი ირწმუნებიან, რომ “ხაზარული მაფიის” უკანასკნელი ცენტრი სწორედ უკრაინაში მდებარეობს და “ღრმა სახელმწიფო (deep state)” სწორედ იქიდან იმართება. QAnon შეთქმულების თეორიის მიმდევართა ჯგუფია, რომელსაც სჯერა, რომ  პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილი ადამიანები სატანისტ პედოფილთა საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან და დონალდ ტრამპი მათ წინააღმდეგ იბრძვის.

QAnon-სა და “ღრმა სახელმწიფოს” შესახებ შეთქმულების თეორიებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (https://www.cantravelwilltravel.com/) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist