“კარფურისა” და “ბეკოს” სახელით გათამაშებაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

498
VIEWS

22 ივნისს სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ “კარფურისა” და ტექნიკის მაღაზია “ბეკოს” სახელით მომხმარებლებისთვის გათამაშებაზე ინფორმაცია გავრცელდა.

ფეისბუკ-გვერდები მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობისთვის გვერდის მოწონებას და გაზიარებას სთხოვენ. მათი თქმით, ინფორმაციას გამარჯვების შესახებ პირად შეტყობინებაში მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პოსტებს ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს. 

Screenshot 3 9 "კარფურისა" და "ბეკოს" სახელით გათამაშებაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია “კარფურისა” და “ბეკოს” გათამაშების შესახებ ყალბია და მას ახლადშექმნილი გვერდები ავრცელებენ. “კარფურის” და “ბეკოს” ოფიციალურ გვერდებზე  გათამაშების შესახებ განცხადება არ გვხვდება. კომპანიის წარმომადგენლენმა  “მითების დეტექტორს” დაუდასტურეს, რომ გათამაშება ყალბია. 

  • კომპანია “კარფურსა” და “ბეკოს” ყალბ გათამაშებასთან კავშირი არ აქვთ

“მითების დეტექტორი” კომპანია “კარფურის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს და “ბეკოს” პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი გათამაშება არ აქვთ და ეს გვერდები ყალბია. კომპანია “კარფურმა” ოფიციალური განცხადება ფეისბუკზეც გამოაქვეყნა. 

Screenshot 4 9 "კარფურისა" და "ბეკოს" სახელით გათამაშებაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

  • ინფორმაციას “კარფურისა”და “ბეკოს”  გათამაშებაზე ახლადშექმნილი ყალბი გვერდები ავრცელებენ

ფეისბუკ-გვერდი 𝘊𝑎𝘳𝑟𝘦𝑓𝘰𝑢𝘳_𝘍𝑎𝘯𝑠 , რომელიც “კარფურის” გათამაშების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, 2023 წლის 19 ივნისს შეიქმნა და გვერდზე ამ კონკრეტული გათამაშების გარდა, მხოლოდ პროფილის და გარეკანის ფოტო იძებნება. ინფორმაცია “კარფურის” პროდუქციის ან კომპანიის რაიმე სხვა სერვისის შესახებ არ დევს. ეს ინდიკატორები კი აჩენს ეჭვს, რომ გვერდი სპეციალურად მოწონებებისა და სხვა სახის ჩართულობის შესაგროვებლად შეიქმნა, რადგან ისინი მონაწილეებს სწორედ პოსტის მოწონებასა და გაზიარებას სთხოვენ. 

Screenshot 5 8 "კარფურისა" და "ბეკოს" სახელით გათამაშებაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

𝘊𝑎𝘳𝑟𝘦𝑓𝘰𝑢𝘳_𝘍𝑎𝘯𝑠 -ის მსგავსად, B𝐄K𝐎_𝐅a𝐧s-ს ახლადშექმნილი გვერდია და 22 ივნისს შეიქმნა. ამ გვერდზეც აღნიშნული გათამაშების გარდა “ბეკოს” სერვისებსა და პროდუქციაზე ინფორმაცია არ იძებნება.  აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს მსგავსი სახელი ჰქვია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 

Screenshot 6 7 "კარფურისა" და "ბეკოს" სახელით გათამაშებაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

“მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთი ყალბი გვერდი და თაღლითური სქემა  გამოავლინა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიების სახელით ყალბ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. კიბერთაღლითები სანდოობის მოპოვების მიზნით ხშირად ქმნიან ცნობილი კომპანიების ანალოგიურ ან მიმსგავსებულ ვებ-გვერდებს.

ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist