წალენჯიხა თუ მონტენეგრო? – სად დადგეს 2202 წლის განათება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

28
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა სარკრაზმელები ქუჩაში დადგმული საახალწლო განათების ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დროს გაუსწრეს.” განათებაში 2022-ის ნაცვლად შეცდომით 2202-ია გამოსახული.

"
ფოტოს აღწერა ყალბია, რეალურად ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ მონტენეგროს ქალაქ ულცინშია გადაღებული.

ციფრების არასწორი თანმიმდევრობით დადგმული საახალწლო დეკორაციის ფოტო პირველად 18 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა Neverovali ILI DA-მ შემდეგი წარწერით გაავრცელა: “ბედნიერი ახალი წელი ულცინიდან.”

"
ფოტო მოგვიანებით სხვადასხვა გასართობმა ფეისბუქ გვერდმა და რამდენიმე მედიასაშუალებამაც გაავრცელა.

"

გამოცემა RTV21 ულცინის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის დირექტორს დაუკავშირდა. გეზიმ ჰაიდინაგას განმარტებით, დეკორაციის დამონტაჟებისას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ მოგვიანებით წარწერის ციფრები ბავშვებმა გადაადგილეს.

ფეისბუქ გვერდი “სარკრაზმელები” ალტ-ინფოსთანაა დაკავშირებული, ვცრლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მონტენეგრო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist