თქვა თუ არა ნიკა გვარამიამ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დათმოს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

95
VIEWS

1 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას აზრით, როგორც სომხეთმა დათმო ყარაბაღი, საქართველომაც მსგავსად უნდა დათმოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რათა დასავლურ კავშირებში გაწევრიანება გაუადვილდეს. ერთ-ერთ პოსტში გვარამიას ციტატის სქრინშოთიცაა მოცემული, რომელშიც ის ამბობს, რომ სომხეთის ლიდერი ისტორიული ფიგურაა, რადგან მან სომხეთს სიმსივნე, სახელად ყარაბაღი მოკვეთა.

Screenshot 2023 08 02 121106 თქვა თუ არა ნიკა გვარამიამ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დათმოს?

ნიკა გვარამიას განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება. გვარამიას არ უთქვამს, რომ დასავლურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად საქართველომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული რეგიონები უნდა დათმოს. გვარამია ყარაბაღს მსოფლიოში სხვადასხვა კონფლიქტის დიალოგის ფორმატში გადასვლაზე საუბრისას ახსენებს და იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ სხვადასხვა ფორმატის დახმარებით საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს. 

ნიკა გვარამიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კვირის ფორმულაში” სტუმრობისას ისაუბრა. გვარამია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით ბევრი დაპირისპირებული მხარე მოლაპარაკებების რეჟიმშია გადასული. ერთ-ერთმა წამყვანმა მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევა მოიყვანა, რაზეც გვარამიამ თავისი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის დათმობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამით მან ისტორიული ტრავმა დაამარცხა და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ხელი შეუწყო.

გავრცელებული პოსტების ავტორები მანიპულირებდნენ, თითქოს გვარამიას აზრით, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას გაადვილებს. რეალურად კი, გვარამიას ყარაბაღის და მეორე მხრივ, აფხაზეთის ან სამაჩაბლოს შემთხვევების შედარება არ მოუხდენია. მან პირიქით, ის თქვა, რომ ევროკავშირში არაერთი სამართლებრივი ფორმატი არსებობს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთის დაბრუნებაში დაეხმარება.

ნიკა გვარამია: აფხაზებს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, მიღებული აქვთ და არ უნდათ რუსეთში. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ მათ უნდოდეთ საქართველოში და ეს აბსოლუტურად მოხდენადია, მოდი, ასე ვთქვათ, ეს არის გაკეთებადი. ჯერ ეს ერთი, ფორმატები არსებობს განსხვავებული, სამართლებრივი ფორმატებიც არსებობს განსხვავებული, როცა შენ ევროკავშირში ხარ. ხალხო, კვიპროსები ერთიანდება და თურქეთის და საბერძნეთის ლიდერები იწყებენ ერთმანეთთან ლაპარაკს, რომ ევროკავშირის ფარგლებში კვიპროსი ხელახლა გაერთიანდეს. გეოპოლიტიკური რევოლუციაა, უბრალოდ ყველა მიმართულებით და ჩვენ ვართ სად, საერთოდ ვინმემ შეიძლება რომ იცოდეს?

სოფო ზურაბიანი, წამყვანი: სომხები და აზერბაინელებიც აგერ ამდენი ხანია უკვე საუბრობენ, მერამდენე შეხვედრაა

ნიკა გვარამია: სომხეთის ლიდერზე [ნიკოლ ფაშინიანი] მე ვარ უმაღლესი წარმოდგენის. ეს კაცი არის ისტორიული ფიგურა. ძალიან დიდი პოლიტიკური ლიდერიდან გადაიქცა თავისი ერის ისტორიულ ლიდერად. მან სომხეთს მოჰკვეთა სიმსივნე სახელად ყარაბაღი. შეიძლება ცინიკურად გამომდის ეს და სომხებს არ მოეწონოთ, მაგრამ ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

სანამ გვარამია ყარაბაღზე ისაუბრებდა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს ომის გარეშე დაუბრუნდება, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება.

ნიკა გვარამია: საქართველოში ომი არ უნდა იყოს. არც აფხაზეთის დასაბრუნებლად ომი არ უნდა იყოს… აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება მაშინ, როცა ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და აქ “რეუნიონი” მოხდება კვლავ, კვლავ გაერთიანება. პირიქით, მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არის სუსტი, აფხაზეთს წასასვლელი არსად არ აქვს და არ უნდა ამ აფხაზეთს რუსეთში წასვლა. 

წყაროების შესახებ:

Инин Хундадзе, იგივე ნინი ხუნდაძე “კონსერვატიული მოძრაობისა” და ტელეკომპანია ალტ-ინფოს მხარდამჭერია. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია:

რაგნარ ლოთბნელი დეზინფორმაციის ასევე ხშირი გამავრცელებელია, იხილეთ რამდენიმე მაგალითი:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, სომხეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist