,,ტერენტი გლდანელი” აგენტების კანონთან დაკავშირებით მორიგ ყალბ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

20 აპრილს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,ტერენტი გლდანელი” გამოაქვეყნა დედის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისათვის მსჯავრდებული, ირმა ყოჩიაშვილის ფოტო, თითქოს ის ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებს. ფოტოს აღწერის მიხედვით ,,კანიბალიც აყვა მოდას.”  

terenti gldaneli1 ,,ტერენტი გლდანელი” აგენტების კანონთან დაკავშირებით მორიგ ყალბ ციტატას ავრცელებს

გავრცელებული ციტატა ყალბია. ირმა ყოჩიაშვილის მიერ ,,აგენტების კანონის” გაპროტესტების შესახებ მხოლოდ ,,ტერენტი გლდანელი” წერს. მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო ქართულენოვან მედიას არ გამოუქვეყნებია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ციტატა რეალური არ არის. მისი ერთადერთი წყარო ,,ტერენტი გლდანელის” სახელის მქონე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშია. ირმა ყოჩიაშვილის მსგავსი ციტატა სანდო მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ. ფეისბუქ ანგარიში ყოჩიაშვილის ყალბ ციტატას ,,აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციის მიზნით იყენებს. 

2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირმა ყოჩიაშვილისა და ბექა შენგელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ირმა ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით). სასჯელის სახედ და ზომად კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ,,ტერენტი გლდანელი” კანიბალიზმზე მიუთითებს. ირმა ყოჩიაშვილის თანამზრახველს, ბექა შენგელიას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის სამი ქვეპუნქტით, რაც მკვლელობის განზრახ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით  და მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით ჩადენას გულისხმობს. 

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორისრასაც ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს: 

წყაროს შესახებ: 

“ტერენტი გლდანელის” ფეისბუქ ანგარიში ამერიკის ელჩის, დასავლეთის და უკრაინის, ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებშია ჩართული, ის ხელისუფლების ოპონენტებზე ყალბ ამბებს და ვიდეო ფაბრიკაციას ადრეც ავრცელებდა

არქივის ბმული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist