როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

84
VIEWS

ვიზუალური მანიპულაცია მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ხერხია და მტკიცებას მეტ დამაჯერებლობას სძენს – პროგრამულად დამუშავებული, შეცვლილი კონტექსტით წარმოდგენილი, თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებები ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციის მტკიცებულებად. ხოლო კონკრეტულად ვიდეო თამაშების ვიზუალების გამოყენება ვიზუალური მანიპულაციის ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენს.

“მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალებიდან გამოიკვეთა, რომ ვიდეო თამაშების ვიზუალები ხშირად ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ან რუსეთის სიძლიერის წარმოსაჩენად გამოიყენებოდა, ასევე ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომსა და სირიაში სამოქალაქო ომს. “მითების დეტექტორმა” ვიდეო თამაშის რეალურ კადრებად გავრცელების 10 შემთხვევა მიმოიხილა, მათ შორის:

  • Arma 3-ის და War Thunder-ის კადრები, თითქოს ისინი რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში სამხედრო ოპერაციებს ასახავდა;
  • Arma 3-ის კადრები, როგორც ამერიკული სამხედრო გემის ჩაძირვის მტკიცებულება;
  • Command and Conquer და AC-130 Gunship Simulator ვიდეო თამაშები, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ სირიის სამოქალაქო ომში ტერორისტებთან დასავლეთის თანამშრომლობის მტკიცებულებად იყო წარმოდგენილი;
  • ჯარისკაცებზე სიუჟეტებში რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ ArmA და Metal Gear-ის კომპიუტერული თამაშების გამოყენება;
  • Age of Civilizations II-ის კადრები, როგორც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს დაპყრობის გეგმა; 
  • Resistance 2-ის პერსონაჟი, როგორც აშშ-ის ბიოლოგიურ ექსპერიმენტი ადამიანის და ცხოველის შეჯვარებაზე;
  • Residen Evil 6-ის პოპულარიზაციის მიზნით ლონდონის ხორცის ბაზრობაზე წარმოდგენილი ინსტალაცია, თითქოს ბრიტანეთში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ.

იემენელი ჰუსიტების მიერ ჩაძირული ამერიკული სამხედრო გემი, უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურება თუ Arma 3?

2024 წლის იანვარში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკული სამხედრო გემი ჩაძირეს. ინფორმაციას თანდართული ჰქონდა ფოტო და ვიდეო მასალა. X-ზე (ყოფილი ტვიტერი) მომხმარებლებმა განმარტეს, რომ კადრები ვიდეოთამაშ Arma 3-დან იყო აღებული. აღნიშნული თამაშიდან კადრები 2022 წელსაც გამოჩნდა, ამჯერად ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში, როდესაც, რუსეთის უპირატესობის წარმოსაჩენად ამტკიცებდნენ, რომ ნაჩვენები ვიდეო უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურებას ასახავდა.

videothamashebi vithom sabrdzolo kadrebad როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
Arma 3-ის თამაშიდან აღებული სხვადასხვა კადრი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამსახველი კადრები თუ War Thunder?

ასევე 2022 წელს, თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გავრცელდა რამდენიმე კადრი, რომელთა ნაწილიც მასშტაბურ აფეთქებას ასახავდა და ომის მიმდინარეობაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნიდა. გადამოწმების შედეგად, გავრცელებული ვიდეო კომპიუტერულ თამაშ War Thunder-ის კადრები აღმოჩნდა.

videothamashebi vithom sabrdzolo kadrebad1 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

გმირი რუსი ლეიტენანტი, რუსეთის მიერ მოპოვებული ISIS-ის გადაადგილების კადრები თუ ArmaA და AC-130 Gunship Simulator?

ვიდეო თამაშის კადრები გამოიყენეს რუსულ არხ Первый Канал-ზეც, როცა რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი ლეიტენანტის გმირობას აღწერდა. კადრები თამაშ ArmaA-ს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა წყაროებმა კადრები ასევე აიღეს ვიდეოთამაშ  Command and Conquer-იდან და მათზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი “ექსტრემისტებისთვის” ქიმიური საბრძოლო მასალების გადაცემაში გამოიჭირეს. კიდევ ერთი შემთხვევა 2018 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოაქვეყნებული კადრებია, რომლებზეც თითქოს ISIS-ის რაზმების გადაადგილება იყო ასახული – კადრები კი, რეალურად, სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოდან აღმოჩნდა.

evrovizia3 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად evrovizia4 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

აზერბაიჯანის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა თუ Age of Civilizations II?

2020 წელს ასევე ვიდეო თამაშიდან აღებული კადრები ფეისბუკის პირად ანგარიშზე გაავრცელა  ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა და ამჟამად ტვ “სეზონის” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ. ის ამტკიცებდა, რომ “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოც – ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს”. რეალურად კი კადრები Age of Civilizations II-დან იყო აღებული.

videothamashebi vithom sabrdzolo kadrebad2 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

ბიოლოგიური ექსპერიმენტი თუ Resistance 2?

2020 წელს კრემლისტურმა ონლაინ გამოცემა  “ნიუსფრონტმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ მეცნიერები ადამიანისა და ცხოველის შეჯვარებისთვის იყვნენ მზად. სტატიას ერთვოდა ვიზუალური “მტკიცებულებაც”, რომელიც სინამდვილეში ვიდეო თამაშის Resistance 2-ის პერსონაჟი სახელად Marauder იყო.

videothamashebi vithom sabrdzolo kadrebad4 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

ადამიანის ხორცით ვაჭრობა თუ Resident Evil 6?

ვიდეო თამაშების ვიზუალები ყოველთვის უშუალოდ თამაშიდან არ არის აღებული, არამედ მათი პოპულარიზაციის კამპანიის ამსახველია. 2022 წლის აგვისტოში რამდენიმე ფეისბუქ-პროფილმა გამოაქვეყნა ვიდეო,   რომელშიც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი დახლებზე და მაცივრებში იყო მოთავსებული. “გერმანიის ტელევიზია ავრცელებს ინგლისში ადმიანის ხორცით ვაჭრობის კადრებს” წერდნენ ავტორები. რეალურად კი კადრები 2012 წელს ლონდონის ხორცის ბაზრობაზე აღმოჩნდა გადაღებული, სადაც ვიდეო თამაშ Resident Evil 6 პოპულარიზაციის მიზნით ერთგვარი ინსტალაცია მოაწყვეს, ხოლო წარმოდგენილი “ადამიანის სხეულის ნაწილები” რეალურად ღორის ხორცის ნაირსახეობები იყო.

evrovizia5 როგორ გამოიყენება ვიდეო თამაშები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

ვიდეო თამაშის კადრები აქტიურად გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მსგავსი ვიზუალური მანიპულაციის გადასამოწმებლად რამდენიმე ხერხი არსებობს, რომლებიც გვეხმარება, ვიპოვოთ ვიზუალური მასალის პირველწყარო, განვსაზღვროთ პირველად სად და რა კონტექსტში გავრცელდა.

  1. ფოტო მანიპულაციის გადამოწმების გზები
    Google Image Search
    საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვა შესაძლებელს ხდის, მოიძიოთ: 1) იდენტური ფოტო; 2) მასთან დაკავშირებული ტექსტი; 3) ვებ-გვერდები, სადაც ფოტოა განთავსებული.

    Tineye.com
    ფოტოების საძიებო სისტემაა, რომელიც გვიჩვენებს: იდენტურ ფოტოებს სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ბლოგებზე, ფორუმებზე; გამოქვეყნების თარიღს; რამდენჯერ გამოქვეყნდა ერთი კონრეტული ფოტო ერთსა და იმავე რესურსზე.

Reveye Chrome extension
RevEye Chrome Extension-ის საძიებო სისტემის Chrome-ში ინტეგრირებით შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ და ასევე სხვა საძიებო სისტემებში განთავსებული ფოტოს მარტივად მოძებნა.

 

  1. ვიდეო მანიპულაციის გადამოწმების გზები
    InVID
    პროგრამა სასურველ ვიდეოს კადრებად დაშლის, ხოლო კადრების გადამოწმებით შეგეძლებათ ვიდეოს სხვა წყაროებში მოძიება და რეალური კონტექსტის დადგენა.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist