დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

112
VIEWS

10-11 იანვარს, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა თანდართული ფოტო და ვიდეომასალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა განახორციელეს და ჩაძირეს. 

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes1 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და ვიზუალურ მანიპულაციას წარმოადგენს. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს. 

  • ფოტო N1

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes2 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Ამ სურათზე მართლაც აშშ-ის სამხედრო გემი USS S. John McCain არის გამოსახული. Თუმცა, ფოტოს აღწერისგან გასნხვავებით, იგი 2017 წელს არის გადაღებული, სინგაპურისა და მალაკის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. Დაზიანების მიზეზი ამერიკული სამხედრო ხომალდის ლიბერიული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან შეჯახება გახდა.

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes3 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

  • ფოტო N2

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes4 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Ამ ფოტოზე გამოსახული გემი 1965 წლიდან აღარ არის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული და საზღვაო მუზეუმის ნაწილია. Სურათზე 2022 წლის მოვლენაა ასახული. Საზღვაო მუზეუმში დაყენებული USS Sullivans დაზიანების გამო ნაწილობრივ ჩაიძირა. Ამერიკელმა მოქალაქეებმა 1 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს გემის რესტავრაციისთვის.

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes5 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

  • ვიდეო N1

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes6 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Მოცემულ ვიდეოში რეალურად ასახულია 2020 წელს სან დიეგოში ამერიკულ ხომალდზე USS Bonhomme Richards-ზე გაჩენილი ხანძარი.

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes11 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს
კადრი ზაქარეიშვილის ვიდეოდან         კადრი CBS-ის პირდაპირი ჩართვიდან, 2020 წლის 12 ივლისი
  • ვიდეო N2

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes7 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Ეს ვიდეო მართლაც ჰუსიტების თავდასხმას ასახავს, თუმცა არა აშშ-ის სამხედრო გემზე უკანასნელი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, არამედ 2017 წელს საუდის არაბეთის ხომალდზე. 

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes8 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

  • ვიდეო N3

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes9 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

აღნიშნული ვიდეო კი, სავარაუდოდ, ვიდეოთამაშიდანაა ამოღებული. Ამას მოწმობს  არაბუნებრივი განათება და კოლიზიის შედეგი.

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes10 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

აღსანიშნავია, რომ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) მომხმარებლებმა გავრცელებულ ვიდეოს განმარტება გაუკეთეს და ერთ-ერთ პოსტს ის შენიშვნის სახით აქვს თანდართული, სადაც აღნიშნულია, რომ კადრები ვიდეოთამაშ Arma 3-დან არის აღებული.

iemenelebma thithqos amerikuli gemi aaphethqes12 დეზინფორმაცია, თითქოს იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს

Ჰუსიტების თავდასხმა დასავლური ალიანსის გემებზე 

Დასავლური ალიანსის მხრიდან იემენში ჰუსიტების საწინააღმდეგო ინტერვენციის განმაპირობებელი მიზეზი მათი მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა იყო. 19 ნოემბრიდან მოყოლებული, ჰუსიტებმა 26 თავდასხმა განახორციელეს გემებზე. Მათ შორის ერთ-ერთი ისრაელთან დაკავშირებული კომერციული გემი იყო. Უნდა აღინიშნოს, რომ 10 დეკემბერს ჰუსიტებმა მართლაც განახორციელეს თავდასხმა ალიანსის გემზე, Კონკრეტულად, ბრიტანულ ხომალდ HMS Diamond-ზე. Ეს იყო ჰუსიტების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რეგიონში. Თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსმა შეტევის მოგერიება წარმატებით მოახერხა. 

Წყაროს შესახებ

Ირაკლი ზაქარეიშვილი რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. Მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები მითების დეტექტორს ხშირად გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, იემენი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist