ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.6k
VIEWS

21-22 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილებმა მათე ბიჭი და Meoradi Tansacmeli Evropidan გერმანულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი დახლებზე და მაცივრებშია მოთავსებული. კადრში ჩანს ერთგვარი მენიუც, რომელზეც ადამიანის სხეულის ნაწილების ხორცის არჩევანია მოცემული. პოსტების ავტორები წერენ, რომ გერმანული ტელევიზია ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობის კადრებს ავრცელებს.

Screenshot 7 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ

ინფორმაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ, ტყუილია, ხოლო კადრები ვიდეომანიპულაციას წარმოადგენს. რეალურად, ვიდეო 2012 წელს ლონდონის ხორცის ბაზრობაზე – სმიტფილდ მარკეტზეა გადაღებული და საშინელებათა ჟანრის, ზომბებთან დაკავშირებული ვიდეოთამაშის Resident Evil 6-ის პოპულარიზების მიზნით, ხორცისგან დამზადებულ სუპერ რეალისტურ ადამიანის სხეულის ნაწილების ფიგურებს ასახავს.

2012 წელს ვიდეოთამაში Resident Evil 6 გამოვიდა, რომლის საზოგადოებაში პოპულარიზაციის მიზნით ლონდონში, სმიტფილდის ხორცის ბაზრობაზე ერთგვარი ინსტალაცია მოაწყვეს. ბაზრობაზე, სახელწოდებით Wesker & Son (Wholesale Meats) ხორცისგან დამზადებული ადამიანის სხეულის ნაწილების ფორმის  სუპერ რეალისტური რეკვიზიტები განალაგეს. მსურველებს მათი ყიდვა ნამდვილად შეეძლოთ, თუმცა ადგილზე წარმოდგენილი “ადამიანის სხეულის ნაწილები” რეალურად ღორის ხორცის ნაირსახეობები იყო.

Screenshot 8 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ

ამ თემაზე მომზადებულ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ზომბებს საკუთარი მაღაზია ექნებოდათ, ის სწორედ ამ ბაზრობის მსგავსი იქნებოდა.

Screenshot 9 6 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ

გაყიდვებიდან შესულ თანხას საქველმოქმედო დანიშნულება მოუძებნეს და დიდი ბრიტანეთის კიდურების არმქონეთა ასოციაციას (Limbless Association (LA) გადაურიცხეს, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ.

Resident Evil 6 იაპონური საშინელებათა ჟანრის ვიდეოთამაშის მე-6 ნაწილია, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. Resident Evil-ის სიუჟეტი რამდენიმე პერსონაჟის ზომბებთან და სხვა მონსტრებთან ბრძოლას ეთმობა, რომლებიც ბიოლოგიური იარაღის, T-ვირუსის გავრცელების შემდეგ გაჩნდნენ. 2012 წელს Resident Evil 6-ის გამოსვლის პერიოდში ასევე გამოვიდა ფილმი Resident Evil: Retribution, რომელიც ამ სერიის სხვა ფილმების მსგავსად, ზომბებთან ბრძოლის თემატიკას შეეხება.

Screenshot 10 5 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლონდონში ადამიანის ხორცით ვაჭრობენ

აღსანიშნავია, რომ ვიზუალური მანიპულაციების საშუალებით მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთის ამორალურობასა და კანიბალიზმზე ცდილობს ხაზგასმას, ადრეც გავრცელებულა. 2022 წლის თებერვალში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ვიდეომანიპულაცია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ში გამოიგონეს რობოტი, რომელიც ადამიანს საწვავად იყენებს. ხოლო 2016 წელს რუსულენოვან ინტერნეტ სივრცესა და ქართულ გაზეთ “ასავალ-დასავალში” ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ინგლისში ტანსაცმელს ადამიანის კანისგან კერავდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist