“კაციჭამია” თუ ვეგეტარიანელი რობოტი? – რა შექმნეს აშშ-ში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

2 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Megrelidze სოციალურ ქსელში  ტიკ-ტოკის ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, “კანიბალიზმის მწვერვალზე ვართ” და აშშ-ში “იდოტებმა, რომლებიც სამხედრო პროექტებს მართავენ”, გამოიგონეს რობოტი, რომელიც ადამიანს საწვავად იყენებს. Levan Megrelidze-ს მტკიცებით, შემქმნელებმა გამოგონება იმით გაამართლეს, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მოიხმარს. პოსტში გამოყენებულ ვიდეოში ტიკ-ტოკის მომხმარებელი ამ ინფორმაციას რუსულ ენაზე რობოტ EATR-თან დაკავშირებით ამბობს. 

Screenshot 3 4 “კაციჭამია” თუ ვეგეტარიანელი რობოტი? - რა შექმნეს აშშ-ში?
მტკიცება იმის შესახებ, რომ ამარიკაში შექმნეს რობოტი, რომელიც  ადამიანებს საწვავად იყენებს, მცდარია. რეალურად, EATR რობოტი ენერგიის მისაღებად არა ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულს, არამედ მცენარეულ ნარჩენებს ამუშავებდა. ამ ტიპის რობოტების წარმოებასა და განვითარებაზე მუშაობა 2015 წელს შეწყდა. 

გავრცელებულ პოსტში ავტორები ავტონომიური ენერგიის ტაქტიკური რობოტის (EATR) შესახებ საუბრობენ. ამ ტიპის რობოტის შექმნაზე ორი კომპანია, Cyclone Power Technologies  და Robotic Technology Inc. (RTI) მუშაობდა. კომპანიემბა 2009 წლის 7 ივლისს განაცხადეს, რომ ექსპერიმენტის პირველი ფაზა დამთავრდა, მეორე ფაზას კი აშშ-ს თავდაცვის  კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) აფინანსებდა. კვლევის მიზანი იყო, შექმნილიყო რობოტი, რომელიც ბრძოლის ველზე ხანგრძლივად შეძლებდა ფუნქციონირებას, საამისოდ ენერგიის წყაროდ კი ტერიტორიაზე არსებულ ბიომასას გამოიყენებდა. 

Screenshot 4 4 “კაციჭამია” თუ ვეგეტარიანელი რობოტი? - რა შექმნეს აშშ-ში?

ფოტო: Robotic Technelogy Inc.

2009 წელს რობოტის განვითარების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ასეთი რობოტი ბრძოლის დროს დაღუპული ადამიანების გვამების გადამუშავებასა და მათგან ენერგიის მიღებასაც შესძლებდა, ზოგიერთი ამტკიცებდა იმასაც, რომ რობოტებს ცოცხალი ადამიანების გამოყენებაც შეეძლებოდათ. ასეთი შინაარსის ინფორმაციები სხვადასხვა გამოცემამ, მათ შორის FoxNews.com-მა, Fastcompany.com-მა და CNET News-მა, გამოაქვეყნა.

Screenshot 5 3 “კაციჭამია” თუ ვეგეტარიანელი რობოტი? - რა შექმნეს აშშ-ში?

გავრცელებულ მტკიცებებზე საპასუხოდ მწარმოებელმა კომპანიებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, რობოტი “მკაცრად ვეგეტარიანელი იყო,” რაც ნიშნავდა, რომ რობოტები ენერგიას ბუნებაში არსებული ხის ნატეხების, მცენარეების ნაწილების, ყლორტებისა და ბალახის გადამუშავების შედეგად მიიღებდნენ. განცხადებაში აღნიშნულია იცის, რომ ჟენევის კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით, გვამების შეურაცხყოფა ომის ერთ-ერთი დანაშაულია. შესაბამისად, ის დაუშვებელია, როგორც კომპანიების, ასევე DARPA-ს მხრიდან.

რობოტის ერთ-ერთმა გამომგონებელმა, დოქტორმა რობერტ ფინკელშტეინმა განმარტა, რომ რობოტში ჩაშენებული სისტემა მას გადასამუშავებელი მასალის დახარისხების საშუალებას აძლევდა.

მწაროებელი კომპანიების განმარტების შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებამ, FoxNews-ის ჩათვლით,  მასალა მთლიანად წაშალა, დანარჩენმა მედიებმა კი ინფორმაცია ჩაასწორეს. 

Screenshot 6 4 “კაციჭამია” თუ ვეგეტარიანელი რობოტი? - რა შექმნეს აშშ-ში?

EATR-ის რობოტების წარმოების შესახებ კვლევა და პროექტის განვითარება 2015 წელს შეწყდა. 

რობოტების შესახებ დეზინფორმაციული მტკიცება სოციალურ ქსელში ქართველმა მომხმარებლებმა სხვა დროსაც გაავრცელეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist