ვის აერია “ცივილიზაციათა ხანა” აზერბაიჯანის “დაპყრობის გეგმაში”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

76
VIEWS

30 ნოემბერს ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოც – ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს.” იქვე მჟავანაძე აღნიშნავს, რომ რუსებს რომ გაეკეთებინათ მსგავსი კლიპი, “SOCAR-ის ზოგიერთი აგენტისთვის” ის მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდებოდა სარწმუნო. ვიდეოში გრაფიკულად ნაჩვენებია, თუ როგორ იშლება საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს სახელი და მას აზერბაიჯანი ეწერება. ვიდეოს ბოლოს ეკრანზე ასევე ჩნდება წარწერა “Kazanan AZERBAYCAN”, რაც გამარჯვებულ აზერბაიჯანს ნიშნავს.

;

მჟავანაძის გამოქვეყნებული პოსტი მანიპულაციურია, რადგან ვიდეო რეალურად კომპიუტერული თამაშის – Age of Civilizations II კადრებით არის აწყობილი.  სტრატეგიული თამაშის ამოცანაა, მოთამაშემ სამხედრო ტაქტიკისა და მოხერხებული დიპლომატიის გამოყენებით, გააერთიანოს ან დაიპყროს მსოფლიო. მტკიცება, თითქოს აზერბაიჯანი საქართველოს დაპყრობაზე ოცნებობს, ისტორიული ტრავმების გაღვივებას და აზერბაიჯანლების მიმართ ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

ორიგინალი ვიდეო აზერბაიჯანელმა იუთუბერმა Eren Ceylan-მა 2019 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნა და წარმოადგენს ნაწილს თამაშების ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ასევე რუსეთის გარკვეული ტერიტორიის ეტაპობრივად დაპყრობის სიმულაცია ხდება.

;

მჟავანაძის მიერ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია, დამატებული აქვს მუსიკა და წარწერა “Kazanan AZERBAYCAN” – გამარჯვებული აზერბაიჯანი, რომელიც ორიგინალ ვიდეოში არ გვხვდება.

YouTube-ში ასევე იძებნება გეიმერთა ისეთი ვიდეოები ამავე თამაშიდან, რომლებშიც სომხეთი თავის გავლენას მთელ კავკასიაზე ავრცელებს და ვიდეოები, სადაც თვითონ საქართველო სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დამპყრობელს წარმოადგენს. ამ ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე, აბსურდულია დავასკვნათ, რომ რომელიმე ზემოხსენებული მეზობელი ქვეყნის ან მთელი მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობს, რადგან ვიდეო თამაშები სიმულაციას წარმოადგენს.

;

თამაშის აღწერა

“შექმენი საკუთარი სამყარო და ითამაშე მისით” (Create own world and play it!) სამხედრო სტრატეგიული თამაშის, Age of Civilizations II/Age of History II სლოგანია.  მოთამაშემ სამხედრო ტაქტიკისა და მოხერხებული დიპლომატიის დახმარებით მსოფლიო უნდა დაიპყროს ან გააერთიანოს. თამაში მოიცავს კაცობრიობის განვითარების მთელ ისტორიას – ადრეული ცივილიზაციებით დაწყებული შორეული მომავლის ჩათვლით, ხოლო მოთამაშეს საშუალება ეძლევა ცნობილი ისტორიული მოვლენების სცენარი გაითამაშოს ან საკუთარი ტომის, ქვეყნის, იმპერიის სხვა ისტორია, ალტერნატიული რეალობა შექმნას.

;

ვიზუალური მანიპულაცია

თამაშის კადრების რეალურ მოვლენად გასაღება ვიზუალური მტკიცებულების შექმნას ისახავს მიზნად და კრემლის პროპაგანდის აპრობირებული მეთოდია. ცალკეულ მაგალითებს შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციებში:

ვიდეოს გავრცელება სოციალურ ქსელში

მჟავანაძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს წყაროდ მითითებული აქვს ექსკლუზივი TV-ის ფეისბუკ გვერდი, საიდანაც ამ დროისთვის პოსტი უკვე წაშლილია. იმის გასაგებად, ნამდვილად იყო თუ არა ვიდეო გამოქვეყნებული ამ გვერდზე, მითითებული ბმულიდან ვშლით პოსტის ID-ს, ბმულში დარჩენილ გვერდის ID-ს კი ექსკლუზივი TV-ის ფეისბუკ გვერდზე გადავყავართ:

;

;

ვიდეო სათაურით ”საქართველოზე აზერბაიჯანის მხარემ სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა” ისევ იძებნება ამ მაუწყებლობის Myvideo.ge-სა და Youtube არხებზე  და ამ დროისთვის ჯამში 16 968 ნახვა აქვს.

;

მჟავანაძის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო 30 ნოემბერს  “პატრიოტულმა გვერდმა”  გააზიარა. ვიდეო ასევე გავრცელდა ჯგუფებში: 300 არაგველიკორონა მაფია👉გამოიღვიძა ქართველმა✊👈 გეშინოდეს მტერო👊

;

;

წყაროების შესახებ

ნიკოლოზ მჟავანაძე “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელია. გაერთიანება საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. მჟავანაძის მიერ გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომელიც პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩეოდა, “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გამოავლინამჟავანაძე ხშირად აკეთებს თურქოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს და ისტორიული ტრავმების გაღვივების პარალელურად, საქართველოს ხსნას სხვადასხვა საფრთხეებიდან რუსეთში ეძებს.

“შპს ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი” საჯარო რეესტრში 2016 წლის 21 აპრილს დარეგისტრირდა და მისი მეწილეები ნინო ბუგეჩაშვილი, მანუჩარ მენთეშაშვილი, რევაზ წინამძღვრიშვილი და ნიკოლოზ მამცელიძე არიან. 2018 წლის 6 მარტს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერდა.

ტელე-რადიო კომპანიის YouTube გვერდი 2016 წლის 25 ნოემბერს შეიქმნა, მათმა ფეისბუკ გვერდმა კი 1 დეკემბერს სახელი შეიცვალა და “ექსკლუზივი TV ქართველები” გახდა.

;

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა ექსკლუზივი TV-ის ახალი ფეისბუკ გვერდი, რომელზედაც ამ დროისთვის ფოტოს ატვირთვის გარდა სხვა აქტივობა არ ფიქსირდება.
თუმცა გუგლის საძიებო სისტემაში ვიდეოს სათაურის შეყვანით ვიგებთ, რომ მანიპულაციური ვიდეო ექსკლუზივი TV-ის ახალ გვერდზეც იყო გამოქვეყნებული.

;

;

ინტერნეტში იძებნება ექსკლუზივი TV-ის Twitter გვერდიც, რომელიც 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა, თუმცა გვერდი ამჟამად აქტიური არ არის და ბოლო ტვიტი 2016 წლის 15 თებერვალსაა გამოქვეყნებული.
Exclusive TV Official  Myvideo.ge-სა და Youtube-ზე ამჟამად ახალ ამბებსა და “ყვითელ ინფორმაციას” ავრცელებს.

;


არქივი: https://archive.ph/SEf77


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist