Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

90
VIEWS

1 ნოემბერს კრემლისტურმა ონლაინ გამოცემა  “ნიუსფრონტმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: ,,მეცნიერები მზად არიან, შეაჯვარონ ადამიანი და ცხოველი”. მასალაში აღნიშნულია, რომ იაპონიაში ოფიციალურად ნებადართულია ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც ადამიანისა და ცხოველის შეჯვარება და ჰიბრიდის გამოყვანაა. აქვე აღნიშნულია, რომ ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს, ხირომიცუ ნაკაურისს ,,ნება დართეს, შეაჯვაროს ადამიანის ემბრიონი ცხოველისას”. სტატიის ბოლოს მოყვანილია თავად პროფესორის ციტატა, რომელშიც ის ექსპერიმენტის შედეგად პაციენტებისთვის ორგანოების გადანერგვის გაადვილებაზე საუბრობს.

სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზეც ასახულია ლაბორატორიაში მომუშავე მკვლევარი და ანიმაციური არსება.

ნიუსფრონტი: “მეცნიერები მზად არიან, შეაჯვარონ ადამიანი და ცხოველი. 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში აკრძალვა მოეხსნა ისეთი ექსპერიმენტების ჩატარებას, რომელთა მიზანია ადამიანებისა და ცხოველების ჰიბრიდის შექმნა… კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერს განზრახული აქვს, მიიღოს ნებართვა 70 დღის ღორის ჰიბრიდის გამოსაზრდელად. ხირომიცუ ნაკაუტის ფრაზა რომ გავიმეოროთ, მისი ექსპერიმენტების მიზანია ადამიანის ორგანოების გამოზრდა ცხოველების ორგანიზმში, რათა მომავალში გამოიყენონ ადამიანის დაავადებული ორგანოების შესაცვლელად. პაციენტებს აღარ მოუწევთ რიგში დგომა დონორის მოლოდინში”.

“ნიუსფრონტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა რეალურ ექსპერიმენტს, რომელიც მანიპულაციურად არის გაშუქებული: 1. სტატიის სათაური მცდარია, 2. ფოტო ვიდეო თამაშისა და ლაბორატორიის საიმიჯო ვიზუალის მონტაჟს წარმოადგენს, 3. რეალურად ექსპერიმენტი არა ადამიანის და ცხოველის შეჯვარებას, არამედ ადამიანის უჯრედების ცხოველის ემბრიონში შეყვანას შეეხება. იაპონელი მეცნიერების მიზანს ორგანოების ტრანსპლანტაციისა და დონორი ორგანოს სწრაფად მიღების პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს. 

სტენდფორდის სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე დასტურდება, რომ  2019 წლის ივლისში იაპონიაში, ხელისუფლების ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, გასცეს ნებართვა ხირომიცუ ნაკაურისს ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, მაგრამ ის არა ცხოველისა და ადამიანის შეჯვარებას, არამედ ცხოველის ორგანიზმში ადამიანის ორგანოების გაზრდას ითვალისწინებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორი ტერმინის გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმე ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდთან არ გვაქვს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სტრატეგიული მრჩეველი უილიამ ლენში განმარტავს, რომ ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდში დნმ-ის ერთი ნაწილი ყველა უჯრედში იქნებოდა ადამიანის, მეორე ნაწილი კი ცხოველის, ხოლო ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანისა და ცხოველის უჯრედების ნაერთთან.

ექსპერიმენტი რეალურად გულისხმობს, რომ ცხოველის ემბრიონში ჩაინერგოს ადამიანის უჯრედები (ე.წ. iPS უჯრედები), რომლებიც ახალი ორგანოს ფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას. ექსპერიმენტის ჩატარების საჭიროება დონორი ორგანოების სწრაფად მოპოვების პრობლემიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ექსპერიმენტის ავტორის, ხირომიცუ ნაკაურის მიზანი არა შეჯვარება, არამედ ტრანსპლანტაციისა და დონორის მოპოვების პრობლემის გადაჭრა იყო. ამ ექსპერიმენტს ადამიანსა და ცხოველს შორის განაყოფიერებასა და ჰიბრიდული ემბრიონის შექმნასთან საერთო არაფერი აქვს.

ხირომიცუ ნაკაუჩის თქმით, ექსპერიმენტს ეთიკური და ტექნიკური სირთულეები ჰქონდა, რაც უკვე გათვალისწინებულია და აქცენტი პანკრეასის ორგანოს გამოზრდაზე კეთდება. ექსპერიმენტის შედეგად ვირთხებისა და თაგვების  ებრიონებშიც მოხდება iPS უჯრედების შეყვანა, ხოლო შემდგომ სუროგატი ცხოველის საშვილოსნოში მათი ტრანსპლანტაცია.

2019 წლის დეკემბერში ექსპერიმენტში ცვლილებები განხორციელდა და სუროგატ ცხოველებს ღორიც დაემატა. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში შედეგების რეალურ გამოყენებას და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვას 10 წელი მაინც დასჭირდება.

ფოტომანიპულაცია

ნიუსფრონტის სტატიას სიმძაფრისთვის თან ახლავს ფოტო, რომელზეც ვხედავთ ლაბორატორიას, თეთრხალათიან ადამიანს და ანიმაციურ გაურკვეველ არსებას. რეალურად იაპონელი მეცნიერის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტთან აღნიშნულ ფოტოს კავშირი არ აქვს. ანალოგიური ფოტო თან ერთვის რუსულ მედიებში გავრცელებულ მასალებს აშშ-ში ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტებზე: kievsmi.nettsargrad.tvsozidatel.orgrostov.tsargrad.tv;

rhed Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი? hts Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი? tj 3 Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი?

ფოტოს ორიგინალი, სადაც ლაბორატორია და მკვლევარია გამოსახული, საიმიჯო ფოტოა, რომელიც ინტერნეტში მეცნიერებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატიაშია გამოყენებული.

tgd Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი?

ნიუსფრონტის და რუსულენოვანი მედიების გავრცელებულ სტატიებში კი ორიგინალი ფოტო შეცვლილია და მას ანიმაციური არსება აქვს დამატებული. ეს არსება ვიდეო თამაშის Resistance 2-ის პერსონაჟია სახელად Marauder, ის ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულის, ქიმერას ნაირსახეობაა, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებით თამაშში ტირანოზავრ რექსსა და ტიტანებს უმკლავდება.

dz 1 Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი?

გაზიარება სოციალურ ქსელებში

,,ნიუსფრონტის” სტატია სოციალურ ქსელშიც გააზიარა მომხმარებელმა, ბექა კვიციანმა, რომელიც ნიუსფრონტში საკუთარ სტატიებს აქვეყნებს და ,,ქართული მარშის” აქტიური მხარდამჭერია. მანდ ადამიანისა და ცხოველის შეჯვარებაზე სტატია შემდეგ ჯგუფებში განათავსა:  წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!Info Rustavi ინფო რუსთავიბიძინა ივანიშვილი – დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili – positive a, რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21ანტილიბერალური სივრცე. პოსტს ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა ჯგუფში კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия, სადაც მას ამ დროისთვის 25 გაზიარება აქვს.

rdghb Resistance 2-ის პერსონაჟი Marauder თუ ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი?

მსგავსი მანიპულაცია სხვა კრემლისტურ მედია საშუალებებში

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია ქართულ მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა. 2016 წელს ,,მითების დეტექტორი” წერდა “ასავალ-დასავალისა” და Царьград ТВ-ს მტკიცების შესახებ, თითქოს აშშ-ში ამერიკული კვლევის ინსტიტუტები  ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების ექსპერიმენტების ჩატარებას მოითხოვდნენ. რეალურად კი, აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი ითხოვდა სამთავრობო დაფინანსების მოპოვებას გასტრულაციის ეტაპზე ცხოველის ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: სხვა
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist