მანიპულაცია, თითქოს ჰარი ტრუმენი პალესტინელების ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

107
VIEWS

7 ნოემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ადვოკატმა Irakli Zakareishvili-მა გამოაქვეყნა  ვიდეო, რომელშიც აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი, ჰარი ტრუმენი ისრაელისა და პალესტინის საკითხს განიხილავს. პოსტის აღწერაში ავტორი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს, თუ როგორ მოახდინოს პალესტინელების ეთნიკური წმენდა, რათა მათ მიწაზე ისრაელის სახელმწიფო შექმნას და ებრაელები განათავსოს.

zaqareishvili da ukraina მანიპულაცია, თითქოს ჰარი ტრუმენი პალესტინელების ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს

ავტორი ჰარი ტრუმენის ვიდეოს მანიპულაციური აღწერით ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ პოსტში მოყვანილი ციტატების ნაწილი მართალია, რეალურად, აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი ეთნიკური წმენდის განზრახვაზე არ საუბრობს, პალესტინასთან დაკავშირებით ებრალების ნაწილის პოზიციას აკრიტიკებს და ეს თანდართული ინგლისური ტიტრებიდანაც ირკვევა. 

ვიდეოში მოცემულია ინგლისურენოვანი ტიტრები, რომლებითაც ჩანს, რომ აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი ეთნიკური წმენდის განზრახვაზე არ საუბრობს. გარდა ამისა, ავტორის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში შეერთებულია მისი პრეზიდენტობის შემდეგ გადაღებული ორი სხვადასხვა ვიდეო – ვიდეოს პირველ ნაწილში ის საუბრობს პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს დაარსებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, ხოლო მეორე ვიდეოში ისრაელის სახელმწიფოს აღიარებაზე საკუთარ გადაწყვეტილებას აფასებს.  

ორივე ვიდეო საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ოფიციალურ Youtube-არხზე გამოქვეყნებული მასალიდან არის ამოჭრილი (1;2). ვიდეოების აღწერის მიხედვით, ფილმების სერია, სახელად “გადაწყვეტილება: ჰარი ს. ტრუმენის კონფლიქტები” ტელევიზიით 1964-1965 წლებში გადაიცა.  

zaqareishvili da ukraina1 მანიპულაცია, თითქოს ჰარი ტრუმენი პალესტინელების ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს

ირველ ვიდეოში ტრუმენი აკრიტიკებს ებრაელების ნაწილის პოზიციას მთელი პალესტინის “ვერცხლის ლანგრით” მიღებასთან დაკავშირებით. 

“ჩვენ გვყავდა ქვეყანაში ადამიანების გარკვეული ნაწილი, ებრაელებს, განსაკუთრებით, სიონისტებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, თუ მთელ პალესტინას ვერცხლის ლანგრით არ მიიღებდნენ, რომ შემდეგ არაფრის გაკეთება არ დასჭირვებოდათ. ეს ვერ გაკეთდებოდა. ჩვენ ეს მცირე დოზებით უნდა გავაკეთოთ. 5 ან 6 მილიონ ადამიანს ქვეყნიდან ვერ გაიყვან და მას კიდევ 5-6 მილიონით ვერ შეავსებ, ისე, რომ ორივეს კმაყოფილებას მოელოდე”. – ამბობს ის.  

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, მასში აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი ისრაელის აღიარების რთულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ისევე, როგორც წინაში, ამ ნაწილშიც არსად ჩანს პრეზიდენტის განზრახვა ეთნიკური წმენდის მოწყობასთან დაკავშირებით, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს. 

“არ იფიქროთ, რომ რომ ისრაელის აღიარება მარტივი გადაწყვეტილება იყო. მე მომიხდა კომპრომისზე წასვლა არაბებთან და პალესტინის გაყოფა. ებრაელებს სურდათ ყველა არაბის დევნა მდინარე ტიგროსსა და ევფრატამდე, არაბებს კი სურდათ ყველა ებრაელის დევნა წითელ ზღვამდე და მე ვცდილობდი, ებრაელებისთვის სამშობლო მეპოვა, მაგრამ ამავდროულად ეს ყოფილიყო არაბებისთვისაც”. – ამბობს ის. 

განცხადებაში ჰარი ტრუმენის მხრიდან არსად ჩანს კონფლიქტის რომელიმე მხარისადმი მიკერძოება – მისი სიტყვებით, ებრაელებისთვის სამშობლოს პოვნასა და ამავდროულად არაბებისთვისაც სამშობლოს შენარჩუნებას ცდილობდა. 

არცერთი ღია წყაროდან, გარდა ორი დამოუკიდებელი ვიდეოჩანაწერისა, რომელიც “HarrySTrumanLibrary” იუთუბ არხზე არის გამოქვეყნებული, ამ საკითხზე ჰარი ტრუმენის განსხვავებული კომენტარი და ჩანაწერი არ იძებნება. პოსტის ავტორის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია და რამდენიმე სიტყვის არასწორი თარგმანი რეალურ კონტექსტს ცვლის და შეცდომაში შემყვანია.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელი Irakli Zakareishvili ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მასალას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია. ზაქარეიშვილი ასევე აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების შესახებ


ლაშა ქვლივიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist