განაცხადა თუ არა ბაიდენმა, რომ უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

332
VIEWS

5-8 ივნისს სოციალურ ქსელში, ქართულ, ბელარუსულ და რუსულ ფეისბუქ ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს.  

5 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში ფეისბუქ ანგარიშმა Irakli Zakareishvili ფრაზა “აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: უკრაინას მოუწევს დაუთმოს რუსეთს თავისი ტერიტორიების ნაწილი!…” ჯო ბაიდენის ვიდეოსთან ერთად გაავრცელა და წყაროებად იუთუბ არხ SHORT DOCUMENTARIES და გამოცემა New York Post-ის სტატია დაასახელა. 

მსგავსი ფრაზა ფორმულირებით “უკრაინას მოუწევს დაუთმოს ტერიტორია რუსეთს, რათა საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს” 5 ივნისს ბელარუსული გამოცემის Минская Правда-ს ფეისბუქ გვერდზე, ხოლო 8 ივნისს ფეისბუქ ჯგუფ КАВКАЗ / CAUCASUS-შიც გავრცელდა. 

Screenshot 3 3 განაცხადა თუ არა ბაიდენმა, რომ უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს?

გავრცელებული ციტატა, რომლის მიხედვითაც, ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს, ყალბია. რეალურად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტერიტორია უკრაინის ეკუთვნის და ის არ აპირებს უთხრას უკრაინელებს რა უნდა ან არ უნდა გააკეთონ. 

ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის შესახებ დასმულ შეკითხვას 3 ივნისს, მაისში შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდგომ უპასუხა. როგორც სრული პასუხიდან ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი არ ამბობს, რომ უკრაინას ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ბაიდენის განცხადებით, უკრაინელების გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან, ხოლო აშშ მათ დახმარებას გააგრძელებს.

გაყალბებული ციტატა რეალური ციტატა
“უკრაინას მოუწევს დაუთმოს რუსეთს თავისი ტერიტორიების ნაწილი…” “დასაწყისიდანვე ვამბობდი და ამაში ყველა არ მეთანხმებოდა – არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე, ეს მათი ტერიტორიაა. არ ვაპირებ მათ ვუთხრა რა უნდა ან არ უნდა გააკეთონ. მაგრამ, როგორც მე ვხედავ, გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება მოლაპარაკებების გზით მოგვარება, რას გულისხმობს ეს არ ვიცი. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს ვინმემ იცოდეს. მაგრამ ამასობაში ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინელების ჩაყენება იმ პოზიციაში, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა.”

რაც შეეხება New York Post-ის სტატიას, ბაიდენის ციტატა უკრაინის შესახებ სტატიაში სრულად არის მოყვანილი, თუმცა გამოცემა თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინას შესაძლოა ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწიოს.

31 მაისს New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენმა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით დეტალურად განმარტა. მისი თქმით, ის არ აიძულებს უკრაინის მთავრობას განახორციელოს ტერიტორიული დათმობები, რადგან ეს არასწორი და მტკიცედ ჩამოყალიბებული პრინციპების საწინააღმდეგო იქნება. 

ბაიდენის განცხადება ტელეგრამ არხებსა და რუსულენოვან საიტებზეც გავრცელდა და ის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Stopfake-მა გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist