კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი – რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

724
VIEWS

30 აგვისტოს ფეისბუკ-მომხმარებელმა Lela Kikilashvili გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, სოფელ პანტიანთან დაყენებული “კლიმატური იარაღი ჰარპი” ჩანს, რომელმაც ათასობით ძირი ნაძვი და ფიჭვი გაანადგურა. ვიდეოს სქრინშოტი იმავე შინაარსის აღწერით გააზიარა კიდევ ერთმა ფეისბუკ-ანგარიშმა – Levan Tavdishvili. ვიდეო გაზიარდა რამდენიმე ჯგუფშიც (არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას, ანტი-მასონობა. “ანტიქრისტეს” ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, კორონა მაფია).

klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?

რეალურად, ვიდეოში მეტეოროლოგიური რადარი ჩანს, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების წინასწარი პროგნოზირებისთვისა და სტიქიური მოვლენების საფრთხის განსასაზღვრად გამოიყენება. სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ იონსფეროს კვლევისთვის განკუთვნილი სადგური HAARP-ი იარაღია, რომელსაც რაიმე ბუნებრივი პროცესის გამოწვევა შეუძლია და საქართველოშია განთავსებული. 

 კონსტრუქცია, რომელსაც პოსტის ავტორი “კლიმატურ იარაღ ჰარპს” უწოდებს, რეალურად მეტეოროლოგიური რადარია, რომელსაც “მითების დეტექტორმა” ახალი პანტიანის და კიკეთის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე Google Maps და Google Earth-ის სატელიტური ფოტოების მეშვეობით მიაკვლია.

klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari1 კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
ფოტო: სქრინშოტი Google Maps-იდან
klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari2 კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
ფოტო: სქრინშოტი Google Earth-დან
klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari3 კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
წყარო: საქართველოს პარლამენტი
klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari4 კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
წყარო: საქართველოს პარლამენტი

რა ფუნქცია აქვს მეტეოროლოგიურ რადარს? 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 4 241 336 ლარის ღირებულების მეტეოროლოგიური რადარი 2022 წელს შეიძინა და აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა. რადარის მწარმოებელი ფინური კომპანია VAISALA-ა.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი ნალექების რაოდენობისა და ინტენსივობა დადგენაა შესაძლებელი, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. 

ანალოგიური რადარი 2021 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და ქუთაისის მიმდებარედ განათავსა. 

რა არის HAARP-ი და რისთვის შეიქმნა ის?  

HAARP-ი ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამაა, რომელიც 1990-იან წლებში ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალების ინიციატივით შეიქმნა. სადგური, რომელიც იონსფეროს, დედამიწის ზედაპირიდან 50 კილომეტრზე მდებარე ატმოსფეროს ნაწილის კვლევისთვის არის განკუთვნილი, ალასკაში მდებარეობს. მაღალსიხშირული სადგური იონსფეროს თავზე მდებარე მონაკვეთის გაცხელების მეთოდით მეცნიერებს იონოსფეროს მდგომარეობის ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. მეცნიერები სადგურის დახმარებით პოლარულ ნათებებსაც იკვლევენ. 2014 წლამდე სადგური აშშ-ს სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა, შემდეგ კი პასუხისმგებლობა ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა. ამჟამად, სადგურზე სამეცნიერო კვლევები გრძელდება. 

HAARP-ის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით ვრცელდება შეთქმულებები, რომ ის საიდუმლო იარაღია და სხვადასხვა ბუნებრივი პროცესისა და ადამიანების გონების კონტროლის ფუნქცია აქვს. როგორც მეცნიერები განმარტავენ, HAARP-ის კვლევითი ცენტრიდან ამინდზე და მით უფრო ადამიანის გონებაზე ზემოქმედება შეუძლებელია. სადგურში მომუშავე სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, უმრან ინანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ HAARP ატმოსფეროს მიმართულებით ენერგიას ასხივებს, სადგურის გამოსხივება მინიმალურია ჭექა-ქუხილის დროს წარმოქმნილ ენერგიასთან შედარებით. სადგურთან დაკავშირებით გავრცელებული მრავალი დეზინფორმაციის პარალელურად, ის წელიწადში ერთხელ ნებისმიერი მნახველისთვის იხსნება

HAARP-ზე (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა: 

ატმოსფეროს კვლევები თუ გონების კონტროლი?  

წყაროების შესახებ: 

ფეისბუკ-მომხმარებელი Lela Kikilashvili ხშირად აზიარებს “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გადამოწმებულ ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, კორონავირუსზე, “ახალ მსოფლიო გეგმასთან” დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიაზე, პაპილომა ვირუსის ვაქცინასა და სხვა თემებზე.

klimaturi iaraghi thu meteorologiuri radari5 კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი - რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?

დეზინფორმაციული პოსტები არაერთხელ გაუვრცელებია ფეისბუკ-მომხმარებელ Levan Tandishvili-საც. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. მომხმარებელი, ძირითადად, ვიზუალურ მანიპულაციებს ავრცელებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist