დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკის ელჩი პუშკინის ძეგლის დემონტაჟს ითხოვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

113
VIEWS

1 ივნისს საინფორმაციო სააგენტო “თბილისი 24-ის” საიტზე გავრცელდა სტატია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებაა მოცემული. სტატიის მიხედვით, დეგნანი აცხადებს, რომ შოკირებულია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლის ხილვით და მის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვს. ასევე, სტატიაში აღნიშნულია, რომ დეგნანი მოუწოდებს ქართველებს პოლონეთს შეხედონ, რომელიც მძიმე ისტორიული მეხსიერებისგან თავისუფლდება, რადგან სანამ ქართველები არ დაშორდებიან რუსულ აზროვნებას, დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება გაუჭირდებათ. სტატიის მიხედგვით, კელი დეგნანი განათლების მინისტრსაც მიმართავს და მას რუსული ენის საათების უკრაინულით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. 

კელი დეგნანის განცხადება გაყალბებულია. ინფორმაცია ელჩის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადების შესახებ ქართულ მედიასაშუალებებს ან საქართველოში ამერიკის საელჩოს არ გაუვრცელებიათ. აშშ-ის საელჩო ადასტურებს, რომ განცხადება გაყალბებულია. 

თბილისი 24-ის სტატიაში მოცემული განცხადება სხვა არც ერთ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთან, მსგავსი განცხადება არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საიტზე ან ფეისბუქის გვერდზე არ გვხვდება. 

აღნიშნული საკითხზე “მითების დეტექტორი” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ელჩის განცხადება გაყალბებულია. 

სტატიაში ელჩის განცხადებაში ალექსანდრე პუშკინთან დაკავშირებით შემდეგი ფრაზა გვხვდება: “ნუთუ მისი ლექსი არ წაგიკითხავთ: “-Клеверником России “?”, ფრაზას ახლავს რედაქტორის შენიშნვნა, რომ ლექსი 180-1831 წლების პოლონეთის აჯანყებასთან დაკავშირებით დაიწერა. სტატიის ბოლოს ლექსის სრული ტექსტიცაა მოცემული. 

ლექსი ნამდვილად 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყებას (ასევე ცნობილი, როგორც “ნოემბრის აჯანყება”) უკავშირდება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. პუშკინმა ის ფრანგი პარლამენტარების გამოსვლის საპასუხოდ დაწერა, რომლებიც პოლონელი აჯანყებულების დახმარების მოწოდებით გამოდიოდნენ. პუშკინი აჯანყებას “ოჯახურ საქმეს” უწოდებს, რომლის განსჯაც ევროპული შთაბეჭდილებებით არ შეიძლება

აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსის სახელი ელჩის განცხადებაში არასწორადაა მოცემული (ლექსს Клеветникам России, ანუ “რუსეთის ცილისმწამებლებს” ჰქვია).

წყაროების შესახებ: 

საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა და მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) იყვნენ. ნაჭყებია “საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის თავმჯდომარეც პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძეა. 2019 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებებით შპს “თბილისი 24-ის” მ 50%-იანი წილის მფლობელი მაია შაიშმელაშვილის ნაცვლად ვლადიმერ ბედუკაძე გახდა.

ბედუკაძე, რომელიც ციხის კადრების ავტორია, პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო სიით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა 16 აგვისტოს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმეს. ბედუკაძე არჩევნებში “საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების” პირველ ნომრად მონაწილეობდა.

“თბილისი 24” პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის ცნობებს, მათ შორის, მცდარ ინფორმაციას, რეგულარულად აქვეყნებს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სააგენტო ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციასაც ავრცელდებდა. 2023 წლის აპრილში სააგენტო ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა.

ფეისბუქ მომხმარებელი Levan Tavdishvili ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის ლინკები: 12


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

24
თბილისი 24

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist