ფეისბუქზე ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჯაფარიძის
627
VIEWS

23-24 მარტს ახლადშექმნილმა ფეისბუქ გვერდმა ,,სიახლენი”  და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა, მათ შორის, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და შიინ ევროპისკენ, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძის გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი გაავრცელეს. ვიდეოში წამყვანი, გიორგი გასვიანი, რამდენიმე კითხვას უსვამს ჯაფარიძეს, მათ შორის, არის თუ არა პოლიტიკოსისთვის მშობლები და პატრიარქი ავტორიტეტი, მხარს დაუჭერდა თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ან მიუღია თუ არა ფსიქოდელიური ნარკოტიკი. ვიდეოდან ჩანს, რომ კითხვაზე ,,პატრიოტი ხართ?” ზურა ჯაფარიძე პასუხობს, რომ არა და იცინის. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ამ ვიდეოზე ასევე აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე “უსამშობლოა”. 

zurab japharidze2 ფეისბუქზე ჯაფარიძის "სიცრუის დეტექტორში" სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

,,სიცრუის დეტექტორში” ზურაბ ჯაფარიძის სტუმრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეოს ნაწილი დარედაქტირებულია, სინამდვილეში, წამყვანის კითხვაზე ,,პატრიოტი ხართ?” ჯაფარიძე დადებითად პასუხობს, რაც დეტექტორმაც ,,სიმართლედ” შეაფასა. 

2018 წლის 28 სექტემბერს ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო. კითხვაზე არის თუ არა ჯაფარიძე პატრიოტი, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ არის. ჯაფარიძის პასუხის საფუძველზე, სიცრუის დეტექტორის ვერდიქტი იყო ,,სიმართლე”. 

zurab japharidze1 ფეისბუქზე ჯაფარიძის "სიცრუის დეტექტორში" სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

დამონტაჟებულ ვიდეოში პატრიოტიზმთან დაკავშირებული კითხვა ამავე გადაცემაში ჯაფარიძის სხვა კითხვაზე გაცემული პასუხითაა დაბოლოებული. ზურაბ ჯაფარიძემ უარყოფითად და თანაც, სიცილით უპასუხა წამყვანის მიერ დასმულ მეხუთე კითხვას: ,,სამსახურებრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავებულხართ?” ჯაფარიძის უარი, ასევე ,,სიმართლით” შეაფასა დეტექტორმა. 

გავრცელებული ვიდეოს მხოლოდ ის ეპიზოდია დამონტაჟებული, რომელშიც ჯაფარიძე პატრიოტიზმთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს. გადაცემაში დანარჩენ კითხვებს პოლიტიკოსმა ისე უპასუხა, როგორც ვიდეოშია ასახული. 

ამავე გადაცემაში ზურაბ ჯაფარიძის სტუმრობის დამონტაჟებული ვიდეო აქამდეც გავრცელდა. ასევე, წარსულში ხშირად ვრცელდებოდა პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი ცნობები, რაც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ვრცლად იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მასალებში: 

წყაროების შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.

ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.

ფეისბუქ მომხმარებელი Хунда Дзе ,,კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში ის ტელევიზია ,,ალტ-ინფოს” სიახლეებს მუდმივად აზიარებს, ასევე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს

ფეისბუქ გვერდი ,,სიახლენი” 2024 წლის 23 მარტს შეიქმნა და მხოლოდ რამდენიმე პოსტი აქვს გაზიარებული. მათ შორისაა ე.წ. რილსი, რომელსაც თან ახლავს წარწერა ,,კალაძისა და კობახიძის ჩახუტება”. ამავე პერიოდშია შექმნილი იდენტური სახელწოდების იუთუბ არხიც.

tsqharo ფეისბუქზე ჯაფარიძის "სიცრუის დეტექტორში" სტუმრობის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

არქივის ბმულები: ირაკლი ზაქარეიშვილი, შიინ ევროპისკენ,,სიცრუის დეტექტორი”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist