კანდიდატის სტატუსზე ზურაბ ჯაფარიძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2k
VIEWS

11 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ-გვერდმა “პოლიტიკური საღორე N5”, ასევე ფეისბუქ გვერდმა “ადამიანები მსოფლიოდან” და ფეისბუქ ანგარიშმა Хундадзе Нини გამოაქვეყნეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ფოტო, რომელზეც დატანილია ციტატა, თითქოს ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რუსულს უწოდებს, “რადგან აძლევენ საქართველოს რუსული მთავრობის პირობებში”. როგორც Хундадзе Нини-ს სქრინშოტიდან ჩანს, ფეისბუქ-გვერდს “ადამიანები მსოფლიოდან” პოსტი დასპონსორებული ჰქონდა, თუმცა ამჟამად პოსტი გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში აღარ იძებნება.

japhara statustze12 კანდიდატის სტატუსზე ზურაბ ჯაფარიძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

ზურაბ ჯაფარიძის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ინფორმაცია, რომ მან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა, ღია წყაროებით არ იძებნება. “მითების დეტექტორს” პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს, რომ ციტატა გაყალბებულია.  

ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნული შინაარსის განცხადება გააკეთა, ღია წყაროებით არ იძებნება – ციტატას ვერ ვხდებით ქართული მედიების ვებ-საიტებზე, ასევე, პარტიისა და პოლიტიკოსის ოფიციალურ ანგარიშებზე.   

 ასევე, “მითების დეტექტორს” პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია და ციტატა ყალბია. 

  • რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე? 

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ზურაბ ჯაფარიძე პარტია “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად “ტელეკომპანია პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” იყო სტუმრად. სხვა საკითხებთან ერთად, ჯაფარიძემ კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა. აღნიშნულ ინტერვიუში მან საქართველოს ხელისუფლებას რუსული უწოდა. მისივე სიტყვებით, დასავლეთში განმარტავენ, რომ სტატუსი არა მთავრობას, არამედ ხალხს მისცეს. 

“სტატუსის მიღება ჯერ კიდევ გადასაწყვეტი ამბავია, გასაგებია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაცია გვაქვს და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დეკემბრის შუა რიცხვებში ბრიუსელში. უბრალოდ, ამ რეკომენდაციამ გაზარდა შანსები, რომ სტატუსი მოგვენიჭოს. მე გაცილებით სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა, ამ რეკომენდაციის შემდეგ შანსები ბევრად მაღალია, ვიდრე იყო. რას ცვლის პოლიტიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით? არსებითად, არაფერს. გასაკეთებელი არის ის რეფორმები, რაც მოცემულია ახლა 9 პუნქტში, მანამდე მოცემული იყო 12 პუნქტში და მანამდე შარლ მიშელის  ე.წ. შეთანხმებაში. ზოგადად, ევროკავშირი და დასავლეთი ბოლო 3 წელია, გვეუბნება, რომ ეს რაღაცები გვაქვს გასაკეთებელი და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩემი აზრითაც რუსული ხელისუფლებაა და ამ რაღაცებს მიზანმიმართულად არ აკეთებს. რუსულ ხელისუფლებაზე როდესაც ლაპარაკობ, ხომ შეიძლება, წარმოიდგინო, რომ კრემლიდან ურეკავენ, მაგრამ თავისთავად ის, რომ რეფორმებს არ ატარებენ და ხელს უშლიან ამ ქვეყნიდან ლიბერალური დემოკრატიის და ევროპული სახელმწიფოს შექმნას, ეგ მმართველობის ფორმა თავისთავად არის უკვე რუსული, რაც გვაქვს ახლა სახეზე”. – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.  

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მსგავსი შინაარსის გაყალბებული ციტატა პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სახელითაც გავრცელდა. 1 ნოემბერს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ხოშტარიამ “ქართული ოცნების” პირობებში მიღებულ კანდიდატის სტატუსს “რუსული ოცნების რუსული სტატუსი” უწოდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist