კანდიდატის სტატუსზე ელენე ხოშტარიას სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

128
VIEWS

31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2), თითქოს პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ თუ ქვეყანა “ქართული ოცნების” პირობებში კანდიდატის სტატუსს მიიღებს “ეს იქნება “რუსული ოცნების” რუსული კანდიდატის სტატუსი”.  

Screenshot 2023 11 01 165659 კანდიდატის სტატუსზე ელენე ხოშტარიას სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება 

კანდიდატის სტატუსზე ელენე ხოშტარიას სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, “დროას” ლიდერს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია – ინფორმაცია “მითების დეტექტორს” პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.   

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, თითქოს ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ თუ საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ის “რუსული სტატუსი” იქნება. ფოტო, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებლებს აქვთ გამოქვეყნებული, 2013 წლისაა, “რადიო თავისუფლებას” ეკუთვნის და წყაროს მითითებით ასევე გამოყენებული აქვს ნეტგაზეთს. მსგავსი შინაარსის მასალა არცერთი მედიის ვებ-საიტზე არ იძებნება.  

ასევე, “მითების დეტექტორს” პარტია დროას პრესსამსახურში უთხრეს, რომ ელენე ხოშტარიას მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს გაუკეთებია და ციტატა გაყალბებულია.  

რას ამბობს ელენე ხოშტარია სტატუსსა და ქართულ ოცნებაზე? 

2023 წლის 4 მაისს ელენე ხოშტარიამ კანდიდატის სტატუსსა და “ქართულ ოცნებაზე” პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. ხოშტარიას შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” წინაპირობას არ წაუყენებენ, ქვეყანაში ავტორიტარიზმი გამყარდება. 

“კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან ცუდი. ამ კარის დახურვა და მერე მისი გაღება იქნება ძალიან რთული. მაგრამ თუ ყველაფრის მიუხედავად მოგვცეს, არანაირი წინაპირობა არ წაუყენეს “ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ აქ ავტორიტარიზმი გამყარდება. ამიტომ, მოსაფიქრებელი და მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც თან ამ კარს არ დახურავს, თან “ქართულ ოცნებას“ არ დაეხმარება ავტორიტარიზმის გაძლიერებაში. ამის კულმინაცია უნდა იყოს არჩევნები. შეუძლებელია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საჩუქრად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ხალხმა უნდა მიიღოს და ეს უნდა იყოს მიბმული კონკრეტულ პირობებთან”. – თქვა მან. 

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი ხატია ჯანაშია ერთ-ერთია იმ ფეისბუქ მომხმარებლებიდან, ვინც ელენე ხოშტარიას ყალბი ციტატა გაავრცელა. ხატია ჯანაშია ანტიოპოზიციური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთხელ გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist