“არ აგარევინებთ” ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8.3k
VIEWS

20 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა არ აგარევინებთ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის 39-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა. გადაცემის წამყვანი გიორგი გასვიანი ზურა ჯაფარიძეს ეკითხება, დაკავებულა თუ არა სამსახურეობრივ სივრცეში მასტურბაციით, ჯაფარიძე კი პასუხობს, რომ არა, რის შემდეგაც ისმის ხმა, რომ პასუხი არის სიცრუე.

ზურა ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის გავრცელებული მონაკვეთი ვიდეომანიპულაციაა. დამონტაჟებულ ვიდეოში წამგებიანი შეკითხვის “სიცრუედ” შეფასების მონაკვეთი სამსახურეობრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავების შეკითხვის შეფასებადაა წარმოჩენილი, რომელიც რეალურად პოლიგრაფმა “სიმართლედ” შეაფასა. რაც შეეხება ფინალურ შეკითხვას, რომელიც დეტექტორის მიხედვით სიცრუე იყო, დიდი ფულის სანაცვლოდ პოლიტიკიდან წასვლას შეეხებოდა.

ფეისბუქ-გვერდზე “არ აგარევინებთ” გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია, რითაც მას აზრი რადიკალურად ეცვლება და მისი გავრცელება მიზნად ზურა ჯაფარიძის დისკრედიტაციას ისახავს.

2018 წლის სექტემბრის “სიცრუის დეტექტორის” სრულ გადაცემაში ჯაფარიძის მიერ სამსახურეობრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავების უარყოფა პოლიგრაფის მიერ სიმართლედ არის შეფასებული. რეალურად, ზურა ჯაფარიძის წამგებიანი შეკითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: “დიდი ფულის სანაცვლოდ პოლიტიკიდან წახვიდოდით?”, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არ წავიდოდა, თუმცა პოლიგრაფმა პასუხი სიცრუედ შეაფასა.

გია გაჩეჩილაძესა და მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა “აი იასთან” დაკავშირებულ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და ხელისუფლების მხარდამჭერ ფეისბუქ-გვერდზე “არ აგარევინებთ” ზურა ჯაფარიძის მადისკრედიტირებელი პოსტები აქტიურად 19 სექტემბრის შემდეგ გამოჩნდა, კონჯრეტულად მას შემდეგ, რაც ჯაფარიძე გია გაჩეჩილაძის გადაცემა “უცნობის კიდობანში” სტუმრად იყო მისული.

ფეისბუქ-გვერდს “არ აგარევინებთ” ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, ის ხშირად დისკრედიტაციის კამპანიებშიცაა ჩართული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist