სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

784
VIEWS

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2”-ისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გვარამიას დაპატიმრებას მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, პარალელურად, კი სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დირექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური, ანტილიბერალური ფეისბუკ-გვერდები და ყალბი ანგარიშებიც ჩაერთვნენ. ისინი, ერთი მხრივ, გვარამიას, მის გუნდსა და “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებდნენ, მეორე მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილებას  კანონის უზენაესობის გამოხატულებად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ და ანტიოპოზიციურ ფეისბუკ-გვერდებზე ნიკა გვარამიასა და “მთავარი არხის” ჟურნალისტების მადისკრედიტირებელი პოსტები  და ილუსტრაციები ქვეყნდებოდა, რომელთა ნაწილიც დაფინანსებული იყო. გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით, ასევე განმეორებით ვრცელდებოდა პროგრამულად დამუშავებული 2021 წლის ფოტო, რომელსაც ჰომოფობიური კოტექსტი ჰქონდა და “მითების დეტექტორმა” ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბად მონიშნა.

“მითების დეტექტორმა”  მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 16 ყალბი ანგარიში და 16 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა. 

ფეისბუკ გვერდები:

ყალბი ანგარიშები:

  • 16 ყალბი ანგარიშიდან 14 სხვადასხვა სოციალურ ქსელის მომხმარებლისა და სხვა ცნობილი ადამიანების იდენტობას იპარავს;
  • 2 ყალბი ანგარიში იდენტობას მალავს;
  • ყალბი ანგარიშები კომენტარებს “რადიო თავისუფლების” და“ინტერპრესნიუსის” მიერ გამოქვეყნებული სიახლეების ქვეშ ტოვებდნენ და ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო პოსტებს პირად ანგარიშებზეც აქვეყნებდნენ;
  • 6 ყალბი ანგარიში მინიმუმ ორ პოსტზე ტოვებდა კომენტარს;
  • 16-დან 4 ფეისბუქ ანგარიში ახლადშექმნილია;
  • 16-დან 8 ფეისბუკ ანგარიშს მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრდიტირებელი ფეისბუკ გვერდები;
  • ყალბ ანგარიშებს ერთმ+ენეთი მეგობრებში ჰყავთ დამატებული;
  • 8 ფეისბუკ ანგარიში მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყო ჩართული.
  • ყალბი ანგარიშები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ გვარამიას დაკავების და უკმაყოფილებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გვარამიას დაკავების ფაქტი უარყოფითად იმოქმედებდა როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე.

ფეისბუკ გვერდები

ანტილიბერალური და კრემლისტური ფეისბუკ გვერდები ანტილიბერალური გვერდი, კონსერვატორი ქალები, სარკრაზმელები, ალტ-meme, ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili, ასევე ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდები პოლიტიკური სამარე, მიშინგი, სიმართლის დროა,  რეალობა, არქივი, ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო “მთავარი არხის” დირექტორის დაკავების შემდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთვნენ და ნიკა გვარამიას შესახებ სატირულ პოსტებსა და შეურაცხმყოფელ ილუსტრაციებს ავრცელებდნენ.  

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ფეიბუკ გვერდის პოლიტიკური აბსურდი გვარამიას საწინააღმდეგოდ მიმართული პოსტები დასპონსორებულია.  “პოლიტიკური აბსურდის” დარეკლამებულ პოსტებში თანხა ნათელა კილაძის მიერ არის გადახდილი.

Screenshot 15 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ნათელა კილაძე ფულს ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდის ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები/journalist fails პოსტების დასპონსორებაშიც იხდის, სადაც 20 მაისის მონაცემებით, გვარამიას შესახებ 2 პოსტი არის დარეკლამებული, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ “რუსთავი 2-დან” მიღებული ხელფასები ჩამონათვალი და ინფორმაცია “მთავარი არხის” დირექტორის დაკავების შესახებ.

Screenshot 16 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
დასპონსორებულია ასევე ფეისბუკ გვერდის არქივი გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ნიკა გვარამიას სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს აერთიანებს.

Screenshot 17 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღსანიშნავია, რომ გვარამიას მიერ აღებული ხელფასის შესახებ პოსტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გვერდზე “ლიდერი 41” არის გამოქვეყნებული.

Screenshot 18 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
ინფორმაცია გვარამიას მიერ აღებული ხელფასის შესახებ 20 მაისს გავრცელდა Varlam Gorgodze-ს მიერ საინფორმაციო გამოცემა “სფეისნიუსის” დახურულ ფეისბუკ ჯგუფშიც. აღნანიშნავია რომ Varlam Gorgodze-ს პროფილის ბმულში სახელი vaka.gorgiladze არის მითითებული და იგი კონსტანტინე ჩიკვილაძესთან ერთად ჯგუფის ადმინისტრატორია.

Screenshot 19 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჯგუფში split.spnews.io-ის, რომლიც Spacenews-ის ოფიციალური ვებ-გვერდის spnews.io-ს ქვედომეინს წარმოადგენს,  მასალების გარდა კრემლისტური “ნიუსფრონტის” მასალებიც ვრცელდება.

Screenshot 20 3 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

“მთავარი არხის” ჟურნალისტების დისკრედიტაცია

ანტილიბერალური (სარკრაზმელები, კონსერვატორი ქალები, ანტილიბერალური გვერდი,  და ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდები მიშინგი, პოლიტიკური სამარე, მიხეილ უკრაინოლოგი, ჟუურნალისტები ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ავრცელებდნენ პოსტებს, რომლებშიც ერთი მხრივ, “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემოციურობის გამო დასცინოდნენ, მეორე მხრივ, კი წერდნენ, რომ გვარამიას თანამშრომლებს მისი დაკავება არ ანაღვლებთ და მხიარულობენ. ასევე, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა გიორგი გაბუნიასა და სხვა ჟურნალისტების დამცინავი ილუსტრაციები და ვიდეოები. 

ახლადშექმნილი ფეიბუკ გვერდები

ფეისბუკ გვერდი პოლიტიკური სამარე 2022 წლის 30 აპრილს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “პოლიტიკური სექტა” იყო. გვერდზე, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და “მთავარ არხთან” დაკავშირებული პირების მადისრედიტირებელი პოსტები ქვეყნდება.

Screenshot 25 3 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ რაც შეეხება გვერდს მიშინგი, იგი 2022 წლის 11 მაისს შეიქმნა და ძირითადად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს.
Screenshot 26 3 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახლადშექმნილია ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდი ალტ-meme, რომელიც 2022 წლის 2 აპრილს არის შექმნილი და ალტ-ინფოსთან არის დაკავშირებული.

Screenshot 27 3 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ფოტომანიპულაციის გავრცელება გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით

“მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დისკრედიტაციის მიზნით ერთ-ერთი ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდი რეალობა და სხვადასხვა ფეისბუკ ანგარიში (დიტო ჩუბინიძე, Giga Patatishvili, მადონა ძიძიშვილი, Avtandil Chogovadze, Gurami Xafava) პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებდნენ, რომელშიც თითქოს გვარამია და გაბუნია ერთმანეთს კოცნიან. სინამდვილეში ფოტო 2021 წელს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და რეალურ ფოტოზე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შორის ჟურნალისტი – ანა ასათიანი დგას.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

Screenshot 28 3 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ  Screenshot 29 2 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ყალბი ანგარიშები

ყალბი ანგარიშები სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული სიახლეების ქვეშ გვარამიას დაკავების გამო კმაყოფილებას გამოხატავდნენ და წერდნენ, რომ, როგორც იქნა, სამართალი აღსრულდა, ხოლო გვარამია უკვე დიდი ხნის დაჭერილი უნდა ყოფილიყო. ისინი ასევე უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გვარამიას დაკავების ფაქტი უარყოფითად იმოქმედებდა როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე.

ყალბი ანგარიში იპარავს/მალავს იდენტობას მათ მიერ დაწერილი კომენტარები და პოსტები
1.ანანო მეტრეველი
1 5 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის, კრივოი როგში მცხოვრები Надежда Гусева-ს იდენტობას.

2 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ანგარიში წერდა, რომ სექტა (ნაციონალური მოძრაობა) და მასთან დაკავშირებული პირები ხელისუფლებისგან შორს უნდა ყოფილიყვნენ; ასევე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ამტკიცებდა, რომ გვარამიას დაკავებას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია:

3 4 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

2. Iko Gigiberidze
4 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს ინსტაგრამის მომხმარებლის vitja_86 იდენტობას. პროფილი ახლად არის შექმნილი.

5 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ანგარიში გვარამიას დაკავების გამო კმაყოფილებას გამოხატავდა, პოლონეთის საგარეო უწყებას კი აკრიტიკებდა, თუ რატომ დუმდნენ ისინი მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას ანადგურებდა:

6 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

3. Masho Manana Nebieridze
7 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
პროფილზე იყენებს ცნობილი ამერიკელი მოდელის, ქენდალ ჯენერის ფოტოებს. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს

8 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

გამოხატავდა კმაყოფილებას, რომ გვარამიას დაკავებით “სამართალმა პური ჭამა”. ანგარიში ასევე წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსების მიზანი ხალხის აბუნტება და პროვოკაციაა:

9 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

4. Olga Xhurcidze
10 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს ელმჰარსტ უნივერსიტეტის თანამშრომლის, Mary Jo Ramicone-ის იდენტობას. პროფილი ახლადშექმნილია.

11 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

წერდა, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ სწორი განაჩენი გამოუტანა

12 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

5. Elene Tsitsishvili
13 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
ფოტო, რომელსაც ეს ანგარიში იყენებს, ინტერნეტში არაერთ ვებგვერდზე იძებნება.

14 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ანგარიში წერდა, რომ გვარამია უფრო დიდი სასჯელის ღირსი იყო

15 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

6. Mari Loladze
16 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იყენებს 2017 წლის ივნისში იტალიაში ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსის სტუდენტის მიერ გადაღებულ ფოტოს. აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდებიდან პოსტებს და მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს

17 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

მარი ლოლაძე წერდა, რომ გვარამიას ტყუილებმა საქართველო წალეკა და მან დამსახურებული სასჯელი მიიღო:

18 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

7. Tinatin Asanidze
19 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს ამერიკელი გამომცემლის, Beth Daugherty-ის იდენტობას.  მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ახალი ამბები, POSTV – ახალი ამბები.
20 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
წერდა, რომ მთავარო არხი არა კრიტიკული მედია, არამედ პროვოკატორების ტელევიზიაა

21 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

8. Tamta Tsanava
22 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს სარდინიელი გიდის, Marta Staffa-ს იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.   მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, POSTV – ანალიტიკა,POSTV – ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, მიშას არქივი. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.
23 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
ანგარიში წერდა, რომ როგორც იქნა, სამართალი აღსრულდა და ნიკა გვარამია სააკაშვილს გვერდით მიუსვეს. მან ასევე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ გვარამია სამართლიან გადაწყვეტილებებს ვერ იტანს და მას სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთანაც კი პრობლემა ჰქონდა:

24 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

9. Zaza Svanadze
Screenshot 57 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, Дмитрий Деревнин-ის იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.  მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili და ოპოზიციის საწინაღმდეგოდ შექმნილი გვერდი სიმართლის დროა. ეს ანგარიში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ კი უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

 

ანგარიში წერდა, რომ გვარამიას “ისეთი საქმეები აქვს ნაკეთები” ამდენ ხანს გარეთ არ უნდა ყოფილიყო და უფრო ადრე უნდა დაეკავებინათ. ზაზა სვანიძეს პოსტი პირად ანგარიშზეც ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ნიკა გვარამია თავად იყო იმ მანკიერი სისტემის “მსხვერპლი”, როემლიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად შექმნა და მის დაკავებასთან პოლიტიკა არაფერ შუაშია:
10. Shota Rukhadze
Screenshot 59 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს იტალიელი მეღვინის Leonardo Zerilli-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

Screenshot 60 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

 

 

ანგარიში ნიკა გვარამიას დაკავებისას წერდა, რომ კვირა კარგად დაიწყო, სხვა კომენტარებში კი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებაში ხალხის სურვილი იყო ასახული და მიესალმებოდა დამნაშავის დასჯას:

Screenshot 58 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

11. Nino Maisuradze
Screenshot 62 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს ოდესის ოლქში მცხოვრები Екатерина Ткаченко-ს იდენტობას. აზიარებს საქართველოს მთავრობის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.

Screenshot 63 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ფეისბუკ ანგარიშს პირად პროფილზე გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ გვარამიას ჰუმანური მოსამართლე “შეხვდა” და მას გენერალური პროკურორობის დროს ბევრად მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი:

Screenshot 64 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

 12. ნინი ამირეჯიბი
Screenshot 65 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Ангелина Лебединская-ს იდენტობას. ჰყავს 24 მეგობერი. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდები. ანგარიში ჩართული იყო ნინო ლომჯარიას, ლონდა თოლორაიასა და საარჩევნო პროტესტისა და უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.
Screenshot 66 1 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
უკმაყოფილებას გამოხატავდა პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და წერდა, რომ შეშფოთებებით “ტვინი წაიღეს”:

Screenshot 67 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

13. ია მაისურაძე
Screenshot 68 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ Screenshot 69 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს თურქი ექიმის, Gül Dağlar-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili. აზიარებს პოსტებს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდიდან “მიშას არქივი”. პროფილი ახლადშექმნილია. ჩართული იყო უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

Screenshot 70 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

 

ანგარიში წერდა, რომ გვარამია სულისჩამდგმელი იყო იმ სისტემის, რაც სააკაშვილმა შექმნა, ამიტომ უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო; მაისურაძე ასევე აკრიტიკებდა პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას და წერდა, რომ სწორედ გვარამია ახდენდა მედიის სტანდარტზე ცუდ გავლენას:

Screenshot 71 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

14. Nini Lomjaria
Screenshot 72 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
იპარავს იტალიელი კომპოზიტორისა და პოლიტიკოსის Aisha Ruggeri-ის იდენტობას. მოწონებული აქვს Irakli, ბიძინა ვანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის მხარდამჭერ პოსტებს.

Screenshot 73 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

ანგარიში წერდა, რომ გვერამია მეტს იმსახურებდა და ეს ყველამ კარგად იცოდა:

Screenshot 74 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

15. ვასო ჩხეიძე
Screenshot 75 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. ჰყავს 53 მეგობარი. დატოვა კომანტარი რამდენიმე პოსტზე.

 

ანგარიში წერდა, რომ გვარამია დარწმუნებული იყო, რომ მას არ დაიჭერდნენ, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა და დიდი ხნით ადრე უნდა ჩაესვათ ციხეში:

Screenshot 76 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

16.Neli Kakulia
Screenshot 77 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, დატოვა კომენტარი რამენიმე პოსტზე. მოწონებული აქვს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები:
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili,სიახლეების ბლოგი • Blog News, ჟუურნალისტები, პოლიტიკური ჟურნალი • ბეჰემოთი, არქივი – Archive
გამოხატავდა სიხარულს გვარამიას დაპატიმრების გამო, წერდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია, აკრიტიკებდა პოლონეთის საგარეო უწყების პოზიციას და წერდა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო:

Screenshot 78 სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist