სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

კითხვის დრო: 12 წუთი

კითხვის დრო: 12 წუთი

2.6k
VIEWS

ქართველი ტროლის ისტორია, რომელიც ინტერვიუს რუსი არტიომის ფოტოთი იძლევა

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს აგრესიის შესაჩერებლად სანქციები დაუწესა, თუმცა სანქციებს საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა. მმართველი პარტიის განმარტებით, სანქციები ომის შესაჩერებლად ეფექტიანი საშუალება არ არის, ხოლო “რადიკალურ ოპოზიციას” საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამასთანავე, თბილისმა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გამგზავრების საშუალება არ მისცა. მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებული პოზიციის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან უკრაინის ელჩი გაიწვია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ ესმის საქართველოს ხელმძღვანელი პირების პოზიცია, რომლებმაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები და ყალბი ანგარიშებიც ჩაერთნენ. ისინი ერთი მხრივ, ზელენსკისა და მის გუნდს აკრიტიკებდნენ, ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანშრომლობაში ადანაშაულებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ ერთობლივად საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ,  მეორე მხრივ კი, წერდნენ, რომ ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ომისგან იხსნა. ამავე დროს, სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ და ანტიოპოზიციურ ფეისბუკ-გვერდებზე უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელი პოსტები, რომლებშიც მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირსა და საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე კეთდებოდა აქცენტები,  დაფინანსებული იყო.
27 თებერვლიდან 27 აპრილის პერიოდში ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მადისკრედიტირებელი შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა: 

  • ზელენსკის ელჩის გაწვევის მორალური უფლება არ აქვს, რადგან უკრაინა საქართველოს ომის დროს არ დახმარებია;
  • ზელენსკის სხვა ქვეყნებიდან ელჩები არ გაუწვევია;
  • ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩათრევა  სურთ;
  • არესტოვიჩმა აღიარა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და უკრაინის ხელისუფლებას  საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ;
  • უკრაინის ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთანხმებით მოქმედებს.

“მითების დეტექტორმა”  მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 22 ყალბი ანგარიში და 8 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა (მიხეილ უკრაინოლოგი, სიმართლის დროა, პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკური სატირა, მიხეილ განუბაჟებელი, 2012-იანლები, ლიდერი 41, ტერენტი გლდანელი). ყალბი ფეისბუკ ანგარიშები ამ ფეისბუკ გვერდების გარდა კომენტარებს მთავარი არხის, ინტერპრესნიუსის, Palivideo.ge-ის მიერ გავრცელებულ სიახლეებსა და ვიდეოებზე ტოვებდნენ.

ყალბი ანგარიშები

  • 22 ყალბი ანგარიშიდან 12 სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების იდენტობას იპარავს, მეორე ნახევარი კი იდენტობას მალავს;
  • ორი ყალბი ანგარიში (Nikoloz Ghlonti, Davit Gelashvili)  მართავს ფეისბუკ ჯგუფს “ირაკლი ღარიბაშვილი-ქართული ოცნება”;
  • ყალბი ანგარიში ნიკოლოზ ღლონტი პოლიტოლოგად პოზიციონირებს და მისი პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა.
  • 22-დან თხუთმეტ ანგარიშს მოწონებული აქვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ფეისბუკ გვერდები, მათგან შვიდი პირად პროფილზე აზიარებს პოსტებს ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდებიდან; 
  • 22-დან ცამეტ ანგარიშს მოწონებული აქვს ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ გვერდები;
  • 22-დან ექვს ანგარიშს პროფილის ბმულში განსხავებული დასახელება აქვს მითითებული; 
  • 3 ყალბი ანგარიში სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში ადრეც იყო ჩართული;
  • 3 ყალბი ანგარიში ახლადშექმნილია.

ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

1.    Nikoloz Ghlonti  

Screenshot 3 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

იპარავს ok.ru-ს მომხმარებლის, Артем Степанов იდენტობას. David Gelashvil-თან ერთად არის ჯგუფის ირაკლი ღარიბაშვილი-ქართული ოცნება ადმინისტრატორი. პოზიციონირებს ექსპერტად და მისი პოსტი გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო Kvira.ge-მ. მასთან, როგორც პოლიტოლოგთან ინტერვიუ ჩაწერა აზერბაიჯანულმა სააგენტომაც.  მოწონებული აქვს გვერდები: ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, მიშას არქივი, მიხეილ უკრაინოლოგი.

Screenshot 4 1 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

2.    Davit Gelashvili

Screenshot 5 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

იპარავს უნგრეთის ოპერის საბალეტო დასის წევრის, ვლადისლავ მელნიკის იდენტობას. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მმართველი პარტიის ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდები. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. მართავს ფეისბუკ ჯგუფს ირაკლი ღარიბაშვილი-ქართული ოცნება. ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც.
Screenshot 6 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
3.    Nini Lomjaria

Screenshot 7 1 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

იპარავს იატლიელი კომპოზიტორისა და პოლიტიკოსის Aisha Ruggeri-ის იდენტობას. მოწონებული აქვს Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის მხარდამჭერ პოსტებს.
Screenshot 65 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
4.    Tinatin Asanidze

Screenshot 9 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

იპარავს ამერიკელი გამომცემლის, Beth Daugherty-ის იდენტობას.  მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ახალი ამბები, POSTV – ახალი ამბები.
Screenshot 10 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
5.    Nino Maisuradze
Screenshot 11 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს ოდესის ოლქში მცხოვრები Екатерина Ткаченко-ს იდენტობას. აზიარებს საქართველოს მთავრობის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. აქვეყნებს უკრაინის მტავრობის, კონკრეტულად კი დავით არახამიას შესახებ კრიტიკულ პოსტებს და მას ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებაში სდებს ბრალს.

Screenshot 12 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

6.    Tamta Tsanava
Screenshot 13 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს სარდინიელი გიდის, Marta Staffa-ს იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.   მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, POSTV – ანალიტიკა,POSTV – ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, მიშას არქივი.

Screenshot 14 1 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

7.    Shota Rukhadze
Screenshot 15 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს იტალიელი მეღვინის Leonardo Zerilli-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები.
Screenshot 16 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
8.    Madona Kuprashvili
Screenshot 17 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს კალიფორნიაში მდებარე კომპანია Calavo Growers-ის ფინანსური დირექტორის Mariela Matute იდენტობას. მოწონებული აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი გვერდი Irakli. პროფილი ახლადშექმნილია.

Screenshot 18 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

9.    Luka Natroshvili
Screenshot 19 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Садриддин Сафаров-ის იდენტობას. ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ და უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების შესახებ კრიტიკულ პოსტებს. მოწონებული აქვს ფეისბუკ-გვერდი მიშას არქივი და საინფორმაციო სააგენტოების გვერდები.

Screenshot 20 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

10.  ია მაისურაძე
Screenshot 21 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს თურქი ექიმის, Gül Dağlar-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili. აზიარებს პოსტებს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდიდან “მიშას არქივი”. პროფილი ახლადშექმნილია.

Screenshot 22 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

11.   Zaza Svanidze
Screenshot 23 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, Дмитрий Деревнин-ის იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.  მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili და ოპოზიციის საწინაღმდეგოდ შექმნილი გვერდი სიმართლის დროა. ეს ანგარიშ ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.
12.  ნინი ამირეჯიბი
Screenshot 24 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Ангелина Лебединская-ს იდენტობას. ჰყავს 24 მეგობერი. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდები. ანგარიში ჩართული იყო ნინო ლომჯარიას , ლონდა თოლორაიასა და საარჩევნო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიებში.

Screenshot 25 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ

13.   Neli Beni

Screenshot 26 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

მალავს იდენტობას, პროფილის ლინკში მითითებული აქვს სახელი natali.yurashvili დატოვა კომენტარი IPN-ის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეზე.
14.  Giorgi Nino
Screenshot 27 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი gigaqartveli. დაწერა კომენტარი IPN-ის მიერ გავრცელებულ სიახლეზე.
15.  ქე თი
Screenshot 28 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი giorgi.gobiani.
16.  Goderdzi Makharashvili
makota სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
პროფილის ფოტოდ იყენებს ამერიკელი მომღერლის, გვენ სტეფანის ფოტოს. ჰყავს მხოლოდ 2 მეგობარი. მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები, მიშას არქივი

.

makota2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

17.  თომა თომა
Screenshot 31 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას. პროფილის ბმულში მითითებულია სახელი username.tete. მოწონებული აქვს ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ შექმნილი ფეისბუკ გვერდბი: მიხეილ განუბაჟებელი, სინდისისგან თავისუფალი მედია, სირცხვილის კორიდორი.
18.  ალუდა გვარიაული
Screenshot 32 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი: charli.gvari.
მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ანალიტიკა, POSTV – გართობა, მიხეილ განუბაჟებელი, მიხეილ უკრაინოლოგი, ჟუურნალისტები, სამნი & Co.
19.  Mariko Mari
Screenshot 33 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას. დატოვა კომენტარი ფეისბუკ გვერდის “მიხეილ განუბაჟებელი” პოსტზე. მოწონებული აქვს გვერდები: წევიდა თქვენი დრო.

წალენჯიხის არმიმდინარე პროექტები,ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails, ქართული ოცნება” ბაღდათის ახალგაზრდული ორგანიზაცია, ტერენტი გლდანელი, სირცხვილის კორიდორი, პოლიტიკური სატირა / Political Satire, პოლიტიკური ჟურნალი • ბეჰემოთი, პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, მიხეილ განუბაჟებელი, მეხუთე კოლონა / 5kolona, Shalva Ramishvili, POSTV – ანალიტიკა, POSTV.

20.  ბასილაძე ქრისტა
Screenshot 34 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას, ჰყავს 7 მეგობარი. მოწონებული აქვს გვერდები:
სინდისისგან თავისუფალი მედია, ჟუურნალისტები, მიხეილ უკრაინოლოგი, არქივი – Archive, POSTV – ანალიტიკა
21.  Nin Ni
Screenshot 35 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას. პროფილის ბმულში მითითებულია სახელი vaxo.merabi. მოწონებული აქვს InfoPostalioni.com და სხვა საინფორმაციო სააგენტოები.
22.  ქართველი ქართველი
Screenshot 36 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
მალავს იდენტობას. პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი amanda.pierce. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი მიხეილ განუბაჟებელი

ყალბი ანგარიშები

აღსანიშნავია, რომ ორი ყალბი ანგარიში  (Nikoloz Ghlonti, Davit Gelashvili) ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ დახურულ ფეისბუკ ჯგუფს მართავს. 

Screenshot 37 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილი-ქართული ოცნება”  2022 წლის 27 აპრილს შეიქმნა და აღწერის თანახმად,  მასში ირაკლი ღარიბაშვილის აქტივობების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს. ასევე, ჯგუფის წევრები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა დაეხმარონ: “მაგ. ვინმე ჩვენიანს ჭირდება დახმარება, ფბზე ვისაც შეუცვივდნენ პოსტზე ნაცები, ან ვიღაც მოდის ბუდაპეშტში, სადაც მე ვცხოვრობ და დახმარება უნდა ბინის მოძებნაში. მოკლედ ერთი დიდი ოჯახივით, ადამიანთა ჯგუფი რომლებსაც გვაქვს საერთო ინტერესები.” 

Screenshot 38 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ჯგუფის ადმინისტრატორები პირად პროფილებზე უკრაინის პრეზიდენტისა და ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებსაც ავრცელებენ.

Screenshot 39 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ამასთანავე ორივე პროფილი, რომელიც სხვის ფოტოს იპარავს, მთავრობის და მისი წევრების მხარდამჭერ, ასევე ოპონენტების მადისკრედიტირებელ იდენტურ ან ერთნაირი შინაარსის პოსტებს თითქმის ერთდროულად დებენ.

Screenshot 40 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” Screenshot 41 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

აღსანიშნავია, რომ ორივე ანგარიში ფეისბუქ გვერდის მიშას არქივის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2 მაისს 4:20სთზე ატვირთულ ვიდეოს იმავე დღეს მცირედი შუალედით აქვეყნებს (4:31 და 4:33).

Screenshot 42 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ნიკოლოზ ღლონტი პოლიტოლოგად პოზიციონირებს. ფეისბუქ პროფილზე მას საცხოვრებელ ადგილად ვარშავა, სამუშაო ადგილად კი რომში მდებარე ფინანსური კომპანია BNL BNP PARIBAS GROUP აქვს მითითებული. “მითების დეტექტორი” იტალიურ კომპანიას დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელის თქმითაც, კომპანია B.N.L-ს ფილიალები მხოლოდ იტალიაში აქვს და ისინი პოლონეთში საქმიანობას არ ეწევიან.  დავით გელაშვილს კი საცხოვრებელ ადგილად ბუდაპეშტი აქვს მითითებული. დღის განმავლობაში ორივე  პროფილი ხშირად აქვყნებს პრემიერ მინისტრის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრეტირებელ პოსტებს.

Screenshot 43 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” Screenshot 8 2 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ყალბმა ანგარიშმა 25 აპრილს აზერბაიჯანულ გამოცემა caliber.az-ს ინტერვიუ მისცა და აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობასთან ერთად, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა.

Screenshot 44 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

“გუგლის” საძიებო სისტემაში ნიკოლოზ ღლონტის სახელის ძიებისას ვხედავთ, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის საინფორმაციო სააგენტოები მას წყაროდ იყენებენ. ონლაინ მედიებმა: kvira.ge, reportiori.geNSP.ge, For.ge, Lid.ge, infopostalioni.com, mpn.ge ნიკოლოზ ღლონტის 31 მარტის პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც ფეისბუკმომხმარებელი წერდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “სეიმის” დეპუტატებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთაშორისო დახმარებების დაბლოკვას სთხოვენ. 

Screenshot 45 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი”  Screenshot 46 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

აღსანიშნავია, რომ როგორც აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუს, ასევე  ქართულ სააგენტოებში გამოქვეყნებულ ნიკოლოზ ღლონტის კომენტარებს არტიომ  სტეფანოვის ის ფოტო ერთვის თან, რომელსაც ნიკოლოზ ღლონტი იპარავს და პირად პროფილზე იყენებს.

არტიომ სტეფანოვის ფოტო სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდის “სიახლეების ბლოგის” დასპონსორებულ პოსტზეც მოხვდა, სადაც ნიკოლოზ ღლონტის სიტყვებია მოყვანილი, რომლის თანახმადაც ის 15 წელია პოლონეთში ცხოვრობს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმ მიზნით ჩადიან, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების შეცვლამდე შეაფერხონ.

Screenshot 47 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ მომხმარებელი ნიკოლოზ ღლონტი, სოციალური ქსელების Ok.ru-ისა და Facebook-ის მომხმარებლის, არტიომ სტეფანოვის იდენტობას იპარავს. “მითების დეტექტორი” არტიომ სტეფანოვს “მესენჯერის” ვიდეოზარით დაუკავშირდა, რათა გადაემოწმებინა, რომ ის რეალური პირია და მის სურათს ქართული ფეისბუქ ანგარიში იყენებს. ანტონ სტეფანოვმა აღნიშნა, რომ იგი წარმოშობით ციმბირიდანაა, პოლონეთში, ვარშავაში დაახლოებით 5 წელია, რაც ცხოვრობს. “პოლონეთში ჩამოვედით ზუსტად პუტინის მმართველობის გამო, ნათელი გახდა, რომ ქვეყანა (რუსეთი) მიდიოდა სულ სხვა მიმართულებით. ძალიან საოცარი იყო (იცინის), რომ მე აღმოვჩნდი ქართველი, იმიტომ, რომ  სააკაშვილთანაც მაქვს ფოტო გადაღებული, მას შევხვდი როცა ვროცლავში იყო ჩამოსული და უკრაინის არჩევნების შესახებ მართავდა შეხვედრას”.

Screenshot 9 3 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

 მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში მისი გვერდები დახურული არაა და ფოტოების ქრონოლოგიის მიხედვით ცხადი ხდება, როდის რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა. მაგალითად, ფოტო რომელიც, ნიკოლოზ ღლონტმა 2022 წლის აპრილში ფეისბუკზე გამოაქვეყნა, არტიომ სტეფანოვს ok.ru-ზე 2021 წლის ნოემბერში ჰქონდა ატვირთული.  ამასთანავე სტეფანოვი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს ადგილზე ჩეკინგდება და ლოკაციას უთითებს. ასევე, არტიომ სტეფანოვს Odnoklassniku.ru-ზე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ალბომები წლების მიხედვით აქვს განთავსებული.

Screenshot 48 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი”  Screenshot 49 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

რაც შეეხება ფოტოს, რომელსაც ნიკოლოზ ღლონტი პროფილზე იყენებს და 2021 წლის 7 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული,  არტიომ სტეფანოვს ის სოციალურ ქსელ Odnoklassniki.ru-ზე 2019 წელს ალბომში სახელწოდებით  “გაზაფხულის მოგზაურობა 2019” აქვს ატვირთული.  ამავე ალბომში არტიომ სტეფანოვის სხვა ფოტოებსაც ვხვდებით.

Screenshot 50 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 
შემთხვევა, როცა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია ყალბი იდენტობით მოქმედ პირს ციტირებდა, “მითების დეტექტორმა” ადრეც გამოვლინა, როცა ხელოვნური ინტელექტით გენირებულ ბლოგერს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წყაროდ იყენებდნენ:

კომენტარები, რომლებსაც ყალბი ანგარიშები ტოვებდნენ:

ყალბი ანგარიშები ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან ელჩის გაწვევის გამო აკრიტიკებდნენ, მას კლოუნს, ტაკიმასხარას უწოდებდნენ და წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დაუნახავია, ვერ აფასებს იმ მხარდაჭერას, რაც უკრაინას საქართველოსგან აქვს. გარდა ამისა, ყალბი ანგარიშები ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის ომის არიდების გამო მხარდაჭერას უცხადებდნენ და “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციაში სდებდნენ ბრალს. 



ფეისბუკ გვერდები

დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 8 პრო-სახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდი გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად იმ საკითხებზე აპელირებდნენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ გადამეტებული მოთხოვნები აქვს და ქვეყნის ომში ჩართვა სურს.

ფეისბუკ გვერდის, მიხეილ უკრაინოლოგის თანახმად, ზელენსკის მორალური უფლება არ აქვს, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს, რამდენადაც ის 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დროშით ხელში “ღლიცინებდა.” ამასთანავე, გვერდის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ აღიარებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურდათ, რაშიც მათ მიხეილ სააკაშვილი უნდა დახმარებოდა. 

Screenshot 51 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ამავე ნარატივს ავრცელებს ფეისბუკ გვერდი “პოლიტიკური აბსურდი”, რომლის მტკიცებით, არესტოვიჩი “ომის პარტიის” წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის განხსნის ვალდებულებას უყენებდა, მოლდოვაში მიმდინარე ესკალაციით კი კმაყოფილებას ვერ მალავს. პოსტის ავტორი წერს, რომ “სააკაშვილის “ომის პარტიამ” და მათმა ლობისტებმა უკრაინიდან, საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლეს!”

Screenshot 52 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

“ქართულ ოცნების” მხარდამჭერმა გვერდმა ლიდერი 41 ასევე გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ომის პირობებში ზელენსკი და მისი გარემოცვა საქართველოსთვის “ნაციონალური მოძრაობის” ჩართულობით იცლის და საქართველოს იმის გამო ლანძღავს, რომ ხელისუფლება მეორე ფრონტს არ ხსნის.

Screenshot 53 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ გვერდმა 2012-იანლები უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის, ასევე ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი პოსტი გამოაქვეყნა. გვერდზე გავრცელებული პოსტების თანახმად, საქართველოში ომის დროს, უკრაინას რუსეთთან მეორე ფრონტი არ გაუხსნია, რის გამოც ამ ქვეყნის “მასხარა პრეზიდენტს” საქართველოს ხელისუფლებასთან პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს.

Screenshot 54 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ გვერდი სიმართლის დროა ზელენსკის უკრაინის დასანგრევად დაქირავებულ აფერისტს უწოდებდა და მას საქართველოდან ელჩის გაწვევის გამო აკრიტიკებდა.

Screenshot 55 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ ანგარიშები მიხეილ განუბაჟებელი და ტერენტი გლდანელი წერდნენ, რომ უკრაინას უკვე მეტისმეტი მოსდის და, ფაქტობრივად, ძალით გვითრევს ომში.

Screenshot 56 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი”  Screenshot 57 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანია 

“პოლიტიკური აბსურდის” პოსტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ დასპონსორებულია, ხოლო თანხის გადამხდელად Natela Kiladze-ა მითითებული. შალვა პაპუაშვილის კომენტარი არესტოვიჩის განცხადების შესახებ   დასპონსორებული აქვს ფეისბუკ გვერდს “საიხლეების ბლოგი”. 

Screenshot 58 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ამავე გვერდზე ასევე დასპონსორებულია პოსტი უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის” ლიდერის დავით არახამიას წინააღმდეგ. არახამიას ინტერვიუ ოპოზიციური ტვ “მთავარის” ეთერში კომენტარით “ეშმაკის ადვოკატია” გამოქვეყნებული.

Screenshot 59 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

ფეისბუკ გვერდს პოლიტიკური სატირა / Political Satire ასევე დასპონსორებული აქვს პოსტი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.  კომენტარში, რომელიც ფოტოკოლაჟს თან ერთვის, ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან, რომლებსაც ომი უნდათ და ისინი რამდენსაც არ უნდა ეცადნენ, საქართველოში მეორე ფრონტი არ დაიწყება.

Screenshot 66 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

არახამიას წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები გვხვდება ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და პარტია “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდებზე, ასევე სახელისუფლებო ტელევიზიის  Post TV-ს გვერდზე.

Screenshot 60 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

დასპონსორებული იყო ასევე ირაკლი კობახიძისა და ქართული ოცნების კიდევ ერთი პოსტი, რომლის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ “უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე”

Screenshot 61 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

მსგავსი შინაარსის პოსტები დასპონსორებული იყო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შემთხვევაშიც.

Screenshot 62 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე” გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას, რომელიც „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესებს ეხებოდა და დაწერა, რომ დეოლიგარქიზაციას ყველა პრორუსი ოლიგარქი ექვემდებარებოდა, კიდევ ერთი დასპონსორებული პოსტი თავად პოდოლიაკისა და საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის წინააღმდეგ გაჩნდა.

Screenshot 63 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ პოსტი ფოტოებით და წარწერით “საქართველოს მტრები უკრაინის ხელისუფლებაში! ხალხი, ვისაც საქართველოში ომი უნდა”  დასპონსორებული აქვს გვერდს პოლიტიკური სატირა/Political Satire. აღნიშნული გვერდი ხშირად ავრცელებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტვ “იმედის” პოსტებს. გვერდს ასევე დასპონსორებული აქვს ტვ “იმედის” სიუჟეტი, რომელშიც საუბარია, თუ როგორ აყენებს რისკის ქვეშ უკრაინის შსს-ის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე გოგილაშვილის რუსული კავშირები საქართველოს და უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთანავე დასპონსორებულია უკრაინელი ბლოგერის ვიდეომიმართვა, რომელიც ალექსეი არისტოვიჩისადმი აზოველების მუქარაზე საუბრობს.

Screenshot 64 სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი” 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist