გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

85
VIEWS

3 აგვისტოს ფეისბუქ-ანგარიშმა Giorgi Abashidze გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია მონეტა – ერთ მხარეზე გამოსახული აშშ-ს გერბით, ხოლო მეორე მხარეზე – ბაფომეტით პენტაგრამის ფონზე. აღწერის მიხედვით, ფოტოზე აღბეჭდილია 1881 წელს, ბაფომეტის საპატივცემულოდ, აშშ-ში გამოშვებული ერთდოლარიანი მონეტა, ტირაჟით სულ 7 ეგზემპლარი. პოსტის ავტორი წერს, რომ ეს მონეტები გაყიდულია ბაფომეტის სპეციალურ  თაყვანისმცემელ მილიონერ კოლექციონერებზე, თითოეული დაახლოებით მილიონ დოლარად.

Screenshot 2023 08 17 143752 გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?

მტკიცება, თითქოს აშშ-ში 1881 წელს ბაფომეტის გამოსახულებიანი 7 მონეტა ბაფომეტის პატივსაცემად დამზადდა და ისინი ბაფომეტის თაყვანისმცემელ მილიონერ კოლექციონერებზე გაიყიდა, დეზინფორმაციაა. მონეტები მსგავსი გამოსახულებით (და არამარტო) ნამდვილად არსებობს, თუმცა ისინი აშშ-ს ოფიციალურად არ დაუმზადებია და არც მათი რაოდენობაა შეზღუდული. Სხვადასხვა გამოსახულების მონეტები სუვენირების გავრცელებული ნაირსახეობაა, შესაბამისად მრავლად გვხვდება ონლაინ მაღაზიებში.  

  • აშშ-ის მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად არასდროს დაუმზადებია

ფოტო, რომელიც Giorgi Abashidze-მ გაავრცელა, რუსულ სოციალურ ქსელში “ვკონტაქტე” 16 მაისს მსგავსი შინაარსით გამოქვეყნდა. წყარო ამ მონეტების ავთენტურობისა თუ ლიმიტირებული გამოშვების შესახებ არსადაა მითითებული.

აშშ-ის მონეტა ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად არასდროს გამოუშვია, თუმცა სუვენირების სახით ის დიდი ხანია არსებობს და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე: Amazon, AliexpressetsyEbay-ზე იყიდება. ფასი დაახლოებით 10 დოლარიდან იწყება – დამოკიდებულია მასალასა და მოჭრის ტექნიკაზე.  სხვადასხვა გამოსახულების მქონე მონეტები სუვენირის გავრცელებული სახეობაა და ონლაინ მაღაზიებში მრავლად გვხვდება – არსებობს მონეტები სხვადახვა მითოლოგიური პერსონაჟების, ზღაპრული არსებების, სუპერგმირების და ა.შ. გამოსახულებებით. United States Mint – Connecting America Through Coins აშშ-ს მთავრობის ვებგვერდია, სადაც ოფიციალურად მოჭრილი მონეტების შესახებ ინახება ინფორმაცია. Საიტზე განთავსებულ მონეტებს შორის, არც ერთ-ზე არაა ბაფომეტი გამოსახული.

ფეისბუკზე გავრცელებულ ბაფომეტის გამოსახულებით მონეტას 1881 აწერია. 

ეს თარიღი, სავარაუდოდ, მორგანის მონეტის იმიტაციისთვის აქვს მითითებული. 

1878-1904 წლებში მოჭრილ მონეტას მორგანის მონეტას უწოდებენ, რომლის ერთ მხარეს არწივია გამოსახული, მეორე მხარეს კი – ქალის სახე, თავისუფლების სიმბოლო (lady liberty). მონეტის ორივე მხარეს მცირე ზომის M ინიციალია გამოსახული დიზაინერის, George T. Morgan-ის გვარის აღსანიშნად. 

monetebi baphometebith გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?
წყარო: pcgs.com

რაც შეეხება Ბაფომეტის მნიშვნელობას, ის წყაროებში პირველად 1089 წელს გვხვდება, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ის გამოგონილი წარმართული ღვთაებაა, რომლის თაყვანისცემაშიც ტამპლიერებს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ოკულტური და მისტიკური მწერლობის ობიექტი გახდა. Ბაფომეტის ცნობილი გამოსახულება მე-19 საუკუნის ოკულტისტს – ელიფას ლევის (Eliphas Levi) ეკუთვნის. Ბაფომეტის ეშმაკის თაყვანისცემასა და სატანიზმთან დაკავშირება Მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება.

  • დოლარის ოფიციალური მონეტები სხვადასხვა დიზაინით

არსებობს ასევე სხვა დიზაინის დოლარის ოფიციალური მონეტები. მაგალითად, Peace Dollar (მშვიდობის დოლარი), რომელიც 1921-1928 და 1934-1935 წლებში მოიჭრა. ამ მონეტის ერთ მხარეს თავისუფლება იყო გამოსახული ქალის სახით, მეორე მხარეს კი არწივი.

monetebi baphometebith1 გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?
წყარო: pcgs.com

ასევე, 1900-იანების დასაწყისში არსებობდა ხუთცენტიანი მონეტა, Indian Head/Bufallo Nickel-ის სახელწოდებით ცნობილი.

monetebi baphometebith2 გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?

2022 წელს კი აშშ-ში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2025 წლამდე, ყოველ წელს გამოუშვებენ მონეტას ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლის მქონე ქალების გამოსახულებით.

monetebi baphometebith3 გამოუშვა თუ არა აშშ-მ მონეტები ბაფომეტის გამოსახულებით ოფიციალურად?

მონეტების ახალი დიზაინები და მასალა მათი არსებობის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა, ცვლილება კი არსებულ ისტორიულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობას ეხმაურებოდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშს Giorgi Abashidze-ს დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

არქივის ბმული: 1 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist