დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ფოსტამ SS-ის დივიზიის “გალიციის” მარკები გამოუშვა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

7 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკების სერია, რომელიც SS-ის დივიზიის “გალიჩინას” (გალიციას) ეძღვნება. პოსტს თან ერთვის მარკების ფოტო. 

აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია 2023 წლის 27 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააჟღერა. ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში SS-ის დივიზიის “გალიციის” 75 წლისთავის აღსანიშნავად მარკები გამოუშვეს. ზახაროვას კომენტარი რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, მათ შორის Украина.ру-მ და Звезда-მ გააშუქეს. 

Screenshot 6 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ფოსტამ SS-ის დივიზიის “გალიციის” მარკები გამოუშვა

გავრცელებულ ფოტოზე ასახული მარკები უკრაინის ფოსტას არ გამოუშვია. აღნიშნული მარკების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წლიდან ვრცელდება, ისინი მოყვარულთა ჯგუფის მიერ არის დაბეჭდილი და ოფიციალურ საფოსტო მარკებს არ წამოადგენს.

აღსანიშნავია, რომ SS-ის დივიზიის “გალიციის” წევრების გამოსახულებებიანი მარკების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში და რუსულენოვან ფორუმებზე 2018 წლიდან ვრცელდება. გარდა ამისა 2018 წლის 27 აპრილს მარკების ფოტო და ცნობა, რომ უკრაინაში “ნაცისტური დივიზიის საპატივსაცემოდ” მარკები გამოუშვეს სამხრეთ აფრიკაში რუსეთის საელჩომ ტვიტერზე გაავრცელა.

Screenshot 7 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ფოსტამ SS-ის დივიზიის “გალიციის” მარკები გამოუშვა

რეალურად მცირე რაოდენობით მარკები 2018 წელს მოყვარულმა ჯგუფმა გამოუშვა, რომლებიც “გალიციის” დივიზიიის ისტორიას იკვლევენ. შესაბამისი პოსტი ფეისბუქზეცაა გამოქვეყნებული. ამავე პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ ეს მარკები ოფიციალური არ არის, შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი და მათი შეძენა ლვივში “გალიციას” დივიზიის 75 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო შესაძლებელი.

ამჟამად ეს მარკები ონლაინ აუქციონზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ამ აუქცინოზეც არასაფოსტო მარკების კატეგორიაშია განთავსებული, რომელშიც სხვადასხვა დიზაინის სამოყვარულო მარკები იყიდება.

Screenshot 8 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ფოსტამ SS-ის დივიზიის “გალიციის” მარკები გამოუშვა

“გალიციის” დივიზიისთვის მიძღვნილი მარკები არ არის ხელმისაწვდომი არც უკრაინის ფოსტის, Укрпошта-ს ოფიციალურ საიტზე და არც კვარტალური პერიოდულობით გამოსულ ჟურნალებში, სადაც ახალი მარკების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება. გარდა ამისა, მარკების საერთაშორისო კატალოგის საიტზე Stampworld.com-ზე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოსული მარკების წლების მიხედვით დათვალიერებაა შესაძლებელი 2018 წელს გამოსულ მარკებს შორის მსგავსი მარკები არ იძენება. 2018 წელს გამოსული მარკების ჩამონათვლის ნახვა შესაძლებელია Wikipedia-ზეც, რომელიც უკრაინის ფოსტის 2018 წლის კატალოგს ეყრდნობა, ამჟამად უშუალოდ უკრაინის ფოსტის საიტზე ეს კონკრეტული განყოფილება ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ინტერნეტში ხელმისაწვდომია კატალოგის არქივის ბმული. ფოსტის ამ არქივშიც “გალიციის” დივიზიის საპატივცემულო მარკები არ იძენება.

მარკების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა სააგენტომ Stopfake-მა ჯერ კიდევ 2018 წელს გადაამოწმა. 2023 წლის იანვარში ზახაროვას ბრიფინგის შემდეგ ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების კიდევ ერთმა უკრაინულმა სააგენტომ Vox Ukraine-მა და ბალტიურმა სააგენტომ Delfi-მ გადაამოწმეს.

დივიზია “გალიცია” მეორე მსოფლიო ომის დროს, SS-ის სამხედრო ფრთის, Waffen SS-ის ნაწილი იყო, რომელიც ძირითადად გალიციის რეგიონიდან უკრაინელი მოხალისეებისგან შედგებოდა. დივიზია საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად Waffen SS-ში უცხოური დანაყოფების ჩამოყალიბებისთვის შემუშავებული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. დივიზიის ორგანიზატორი გალიციის გერმანელი გუბერნატორი, ოტო ფონ ვეხტერი იყო და მისი შექმნა ოფიციალურად 1943 წლის 28 აპრილს გამოცხადდა. 1945 წელს უკრაინის ნაციონალური არმიის ჩამოყალიბების შემდეგ დივიზია “გალიცია” უკრაინის ნაციონალური არმიის პირველი დივიზიის ნაწილი გახდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე პრორუსული შინაარსის პოსტებსა და დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

არქივის ბმულები: 1,2,3,4,5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist