ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

413
VIEWS

29 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ვარდისფერი ტანკის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გაკეთებული რუსულენოვანი წარწერის თანახმად, ევროპელმა ფემინისტებმა ფული შეაგროვეს და უკრაინისთვის ტანკი შეიძინეს, რომელიც ვარდისფრად შეღებეს, რადგან მწვანე ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო ტანკის ლულა მოახერხეს, რადგან სექსისტურად გამოიყურებოდა.

იდენტური ინფორმაცია რუსულ ენაზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში 22 იანვრიდან იძებნება (1, 2, 3, 4).

pheministi ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

გავრცელებულ პოსტში გამოყენებული ვარდისფერი ტანკის ფოტო 2007 წელს მანჩესტერში გამართულ ღირსების მარშზეა გადაღებული და უკრაინასთან კავშირი არ აქვს. ევროპელი ფემინისტების მიერ უკრაინისთვის ვარდისფერი ტანკის ყიდვის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება.

შარაბიძის პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. ვარდისფერი ტანკის ფოტო 2007 წელს მანჩესტერის პრაიდზეა გადაღებული, სადაც ამ ტანკით ტრანსგენდერთა საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელად Sparkle გამოვიდა.

ამავე დღეს ვარდისფერი ტანკის სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები Flickr-ის პლატფორმაზე არაერთ მომხმარებელს აქვს გამოქვეყნებული.

pheministi 1 ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

pheministi 2 ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

ტექსტი, რომელიც ევროპელი ფემინისტების მიერ უკრაინისთვის ვარდისფერი ტანკის ყიდვას ეხება, სავარაუდოდ, სატირულია. ამ შინაარსის ცნობა ღია წყაროებსა და სანდო მედიასაშუალებებში არ იძებნება და მხოლოდ რუსულენოვან ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში წყაროს მითითების გარეშეა გამოქვეყნებული. აღნიშნული ტექსტი ინტერნეტში ყველაზე ადრე 22 იანვრიდან იძებნება, რომლის ავტორი სხვადასხვა რუსულენოვანი სოციალური ქსელის მომხმარებელია, სახელად Дорогая Хурма (expensive_hurma), რომელმაც აღნიშნული ტექსტი ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე ტელეგრამზე, Vkontakte-სა და რამდენიმე ფორუმზე გამოქვეყნა. ტელეგრამზე მისი პოსტის კომენტარებში არაერთი ვარდისფერი ტანკის ფოტო განათავსეს. მოგვიანებით კი ფორუმებზე ტექსტი ვარდისფერი ტანკის ფოტოსთან ერთად გამოჩნდა.

pheministi 4 ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

Дорогая Хурма-ს Vkontakte-ს პროფილზე მითითებული აქვს, რომ დიმიტრი მედვედევის წარმოსახვითი მეგობარი და კრემლის ინტერესების დამცველია.

pheministi 5 ტანკი უკრაინისთვის თუ 2007 წლის მანჩესტერ პრაიდისთვის?

ვარდისფერი ტანკის ფოტო დეზინფორმაციისა და ჰომოფობიური გზავნილების გასავრცელებლად  აქამდეც გამოიყენეს. 2022 წლის თებერვალში ბრაიტონის პრაიდზე გადაღებული ვარდისფერი ტანკის ფოტო, რომელზეც პრაიდის დროშები იყო დამაგრებული იმ მტკიცებით გავრცელდა, თითქოს ევროკავშირმა უკრაინას LG-BTR გადასცა. ვრცლად იხილეთ: 

წყაროს შესახებ

ნონა შარაბიძე, რომელმაც ტანკის ფოტო ფეისბუქზე გააზიარა, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist