ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.7k
VIEWS

12-19 ნოემბერს რუსულენოვანმა მედია საშუალებებმა Lenta.ruLife.ru, News.rambler.ru, svpressa.ru, news.ru,  უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ბიუსტის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ჟიტომირში პუშკინის ბიუსტი დემონტაჟის დროს ერთ-ერთ აქტივისტს თავზე დაეცა, რის გამოც ის ადგილზე დაიღუპა. იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა და გვერდმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8), ასევე ქართველმა ფეისბუკის მომხმარებლმა გაავრცელეს. ნონა შარაბიძემ ინფორმაცია შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ეს მარტო ფაშისტებს შეიძლებოდა მოსვლოდათ!..

მაღალი კვარცხლბეკიდან გადმოვარდნილი ძეგლი ბანდის მეთაურს დაეცა და რეგვენი თავი ლაყე კვერცხივით გაუხეთქა!”

pushkini ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?

pushkini 1 ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?

ინფორმაცია პუშკინის ბიუსტის დემონტაჟში მონაწილე პირის დაშავებისა და გარდაცვალების შესახებ ყალბია. სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ძეგლის დემონტაჟისას დაზიანება არავის მიუღია.

11 ნოემბრის დილას უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ბიუსტი აიღეს. მოვლენის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ჟიტომირის საკრებულოს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხსნიან კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ბრინჯაოს ბიუსტს და რუსი მწერლის სახელს კვარცხლბეკიდან შლიან. 

pushkini 2 ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ტვირთამწე მანქანაზე ბიუსტი დაუზიანებლად  თავსდება. ამ დროს პირი, რომელიც დემონტაჟში მონაწილეობს, კიბიდან ჩამოდის და კიბე გვერდზე გადააქვს. Კადრებში ვხედავთ, რომ ამ ადამიანს არავითარი დაზიანება არ მიუღია.

pushkini 3 ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?
კადრი ჟიტომირის საკრებულოს ვიდეოდან

“მითების დეტაქტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ფოტოგრაფ ლეონიდ შევჩუკს დაუკავსირდა, მისი თქმით,  ბიუსტის დემონტაჟის პროცესი თავად გადაიღო. შევჩუკის მიხედვით, პუშკინის ძეგლის მოხსნას  15 წუთი დასჭირდა და პროცესმა მშვიდობიანად, ხმაურის გარეშე ჩაიარა. ფოტოგრაფის მიერ “მითების დეტექტორისთვის” გამოგზავნილ ფოტოზეც ჩანს, რომ პუშკინის ბიუსტს სატვირთო მანქანაზე დებენ.

pushkini 4 ემსხვერპლა თუ არა პუშკინის ბიუსტის დემონტაჟს ჟიტომირის მცხოვრები?
ფოტო: ლეონიდ შევჩუკი

10 ნოემბრს ქალაქის მერმა სერგეი სუხომლინმა განაცხადა, რომ მომავალში ბიუსტის მუზეუმისთვის გადაცემას ან მის სამხედრო ტყვეებში გაცვლას გეგმავენ. მანამდე ის იგი “კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სპეციალიზებულ კომბინატში” შეინახება.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist