ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

233
VIEWS

7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე აგვისტოს ომის შესახებ  შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “რუსეთი თუ მართლა აგრესორია, რატომ არ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები 2008 წლის აგვისტოს ომში?! NATO-ს და ამერიკის შეეშინდა?” პოსტი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამიზნე მშვიდობიან მოსახლეობას არ ყოფილა.

Screenshot 13 1 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?

მტკიცება, თითქოს რუსეთს აგვისტოს ომის დროს საცხოვრებელი კორპუსები არ დაუბომბავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, რუსული სამხედრო ავიაციის მიერ გორში დაიბომბა არაერთი კორპუსი. კორპუსების გარდა, რუსული ავიაცია ბომბავდა და მიწასთან ასწორებდა საქართველოს სოფლებს და იქ მდებარე საცხოვრებელ სახლებს. 

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მომდინარეობის დროს რუსეთის ავიაციამ არაერთი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი დაბომბა. 

Screenshot 14 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?
დაბომბილი კორპუსი გორში, 2008 წლის აგვისტო, ფოტო: ოთო გვრიტიშვილი

2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთის საბრძოლო ავიაციის სამიზნე გორში სწორედ საცხოვრებელი კორპუსები გახდა. დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. 9 აგვისტოს გორისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 138 კი დაშავდა. 9 აგვისტოს გორის მხოლოდ ერთი უბნის, კომბინატის დასახლების, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 

რადიო თავისუფლების მიხედვით, 2009 წლის 9 აგვისტოს კომბინატის დასახლებაში მცხოვრები ჯანგული ოქროპირიძე ბაზარში პროდუქტების მოსატანად წავიდა, უკან დაბრუნებული კი მისი კორპუსის დაბომბვას შეესწრო.

რადიო თავისუფლება: “ჯანგული პროდუქტების მისამატებლად ბაზარში გადავიდა, უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, როგორ მოხაზა ერთმა ბომბდამშენმა მისი კორპუსის თავზე წრე, მერე ცხვირი დაწია და დაბომბვა დაიწყო. სულ 4 ბომბი ჩამოაგდო. აქედან ერთი მის კორპუსს დაეცა. იმ დღეს ჯანგულმა ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. მერე სახლის ნანგრევებში დიდხანს ეძებდა მათი სხეულის ნაწილებს.”

Screenshot 15 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?
გორში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულ ძმას ზვიად რაზმაძეს ზაზა რაზმაძე დასტირის, 2008 წლის 9 აგვისტო
Screenshot 16 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?
გორში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი და ქართველო სამხედროები 2008 წლის 9 აგვისტო

რუსული ავიაციის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობა გორის ცენტრში 2008 წლის 12 აგვისტოსაც დაბომბეს. ქართულმა ჯარებმა თბილისის დასაცავად ქალაქის დატოვების ბრძანება 11 აგვისტოს მიიღეს, შესაბამისად, ამ დროს გორის ცენტრში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 12 აგვისტოს დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 

Screenshot 17 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?
კასეტური ბომბის კვალი გორის ცენტრში, 2008 წლის 12 აგვისტო

საცხოვრებელი კორპუსების გარდა, რუსული სამხედრო ავიაცია ქართულ სოფლებსაც ბომბავდა. 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორთან ახლოს მდებარე სოფელი შავშები, ასევე კოდორის ხეობაში მდებარე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები. 

აგვისტოს ომის დროს დაბომბვის შედაგად ცხინვალის რეგიონში 14 სოფელი სრულიად განადგურდა, დაინგრა საცხოვებელი სახლები, სკოლები და ადმინისტრაციული შენობები. მოსახლეობას კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. 

ერთ-ერთი განადგურებული სოფელი ავნევის სატელიტური ფოტოები 2007 და 2019 წლებში:

Screenshot 18 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?

აგვისტოს ომის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, 53 ქართული სოფელი მიწასთან გასწორდა, ხოლო 35 ათასი სახლი განადგურდა.  

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში ნონა შარაბიძე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას ამართლებს, ხოლო უკრაინაში ყირიმის ანექსიას ღიად უჭერს მხარს. 

Screenshot 19 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?

შარაბიძე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას სამართლიანს უწოდებს, ხოლო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვაში ბრალეულობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. შარაბიძე პუტინის მიმართ მხარდაჭერას საკუთარ პოსტებში ხშირად გამოხატავს.

Screenshot 21 2 ვინ აყენებს ეჭვქვეშ რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist