რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

587
VIEWS

23 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “პუტინისტური დაჯგუფება” ვარდისფერი ტანკის და მასზე მყოფი ადამიანების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერის მიხედვით, აშშ-მ უკრაინას “სამხედრო დახმარების სახით LG-BTR” გადასცა. 

Screenshot 4 18 რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?

ფოტოს აღწერა ყალბია. რეალურად, ფოტო არა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო ტექნიკას, არამედ 2005 წელს ქალაქ ბრაიტონის პრაიდზე Amnesty International-ის გამოსვლას ასახავს. 

ფოტო 2005 წლის 6 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში ქალაქ ბრაიტონის პრაიდზეა გადაღებული.

Screenshot 5 15 რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?

ვარდისფერად შეღებული ტანკითა და მოწოდებით “სიყვარული ადამიანის უფლებაა, დაიცავით ადამიანი” მარშზე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი წარსდგა. 

Screenshot 6 14 რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?

ორგანიზაცია მსველობაში ვარდისფერი ტანკით 2005 წელს ლონდონშიც მონაწილეობდა. 

Screenshot 7 14 რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის გაზრდილი საფრთხის გამო 2022 წლის იანვარში აშშ-მ უკრაინას 90 ტონა სამხედრო შეიარაღება გადასცა. გასულ წელს კი საერთო ჯამში  აშშ უკრაინას 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებით დაეხმარა. 

ლგბტქ+ საკითხებით უკრაინისა და აშშ-ს არმიების დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “პუტინისტური დაჯგუფება” ალტ-ინფოსთან და პარტია “კონსერვატიულ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული. ჩვენს შესახებში მითითებული აქვს, რომ სწავლობდა КГБ-ში. ანგარიში უმეტესად ანტიდასავლურ და ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ  პოსტებს აქვეყნებს და ათობით სხვა ფეისბუქის ანგარიშის მონიშვნოთ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს. 

Screenshot 8 12 რაში აერია “პუტინისტურ დაჯგუფებას” ვარდისფერი ტანკი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist