დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

113
VIEWS

22-23 იანვარს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2,3,4,5), მათ შორის Московский Комсомолец-მა, Аргументы и Факты-მ, Военное обозрение-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკივში ახალწვეული ახალგაზრდის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა. მედიების თანახმად, ომში გაწვეულ ახალგაზრდას ასთმა აწუხებდა, რამდენიმე კვირის წინ კი ის ქუჩაში მამის თვალწინ დაიჭირეს და სამედიცინო შემოწმების გარეშე ომში გაუშვეს, რის გამოც მამამისმა კომისარიატის თანამშრომელი მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი თვითმკვლელობის იმიტირებისთვის ლიანდაგზე დააგდო. მედიების უმეტესობამ ინფორმაცია გაავრცელა ფოტოს თანხლებით, რომელზეც თოვლში, ლიანდაგზე დაგდებული ადამიანი სხეული ჩანს. ფოტოზე დასმულია ხარკივის საოლქო პროკურატურის ლოგოც. 

ინფორმაცია და ფოტო აქტიურად გაავრცელეს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4,5).

mkvleloba1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა

mkvleloba2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა

mkvleloba3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლაmkvleloba4 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა

ცნობები იმის შესახებ, რომ ხარკივში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა, დეზინფორმაციული შინაარსისაა. ხარკივის საოლქო პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფოტო კი ხარკივის ოლქში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ მოკლული კომისარიატის თანამშრომელი იყო.

ინფორმაციასთან ერთად გავრცელებული ფოტო 19 იანვარს ხარკივის საოლქო პროკურატურამ გამოაქვეყნა და ოლქში მომხდარ მკვლელობასთან არის დაკავშირებული. დანაშაულთან დაკავშირებით ფოტოს თანხლებით ინფორმაცია გაავრცელა ხარკივის ოლქის პოლიციამაც. 

mkvleloba5 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა

უწყებების განცხადებების თანახმად, მოკლულის სხეული 18 იანვარს საღამოს ხარკივის ოლქის სოფელ დუბოვკასთან ლიანდაგზე იპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 იანვარს დუბოვკაში მეგობრები დასალევად შეიკრიბნენ, რა დროსაც 70 წლის ეჭვმიტანილსა და მის 57 წლის მეგობარს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. დაკავებულმა სამზარეულოს დანით მსხვერპლს კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედაგაცად კაცი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელმა სხეული ლიანდაგებთან გადაიტანა, რათა მომხდარი თვითმკვლელობად წარმოეჩინა. 

რუსულენოვანი პროპაგანდისტული წყაროებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია, თითქოს მოკლული კომისარიატის თანამშრომელი იყო, ხარკივის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა, თუმცა ეს მტკიცება უკრაინის ოფიციალური უწყებების განცხადებებიდან არ დასტურდება. დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები ოფიციალური განცხადებებიდან სხვა დეტალებს იმეორებენ, მაგალითად იმას, რომ მკვლელობა დანით მოხდა და მოკლულის სხეული დამნაშავემ ლიანდაგზე თვითმკვლელობის ინსცენირების მიზნით გადაიტანა. რუსული მედიების სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ დამნაშავე მოკლულს უთვალთვალებდა და დაუდარაჯდა. ოფიციალურ განცხადებებში კი აღნიშნულია, რომ მკვლელობა შელაპარაკების შემდეგ მეგობრებს შორის მოხდა.

აღსანიშნავია, ისიც რომ დეზინფორმაციული ცნობები არსებითად მხოლოდ რუსულ წყაროებში იძებნება, უკრაინულმა მედიამ მომხდართან დაკავშირებით პროკურატურის ოფიციალური განცხადება (1,2,3,4,5) და ასევე რუსების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევა გააშუქა (1,2).

უკრაინაში მობილიზაციის საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. 2024 წლის ინვარში გავრცელდა ყალბი ცნობები, რომ კომისარიატის თანამშრომელი გაწვევის ბარათის გადაცემის დროს მოკლეს. ვრცლად იხილეთ, “მითების დეტექტორის” მასალა:

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში The New York Times-მა უკრაინაში მობილიზაციასთან დაკავშირებულ კანონდაზღვევებზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოცემა ათობით ადვოკატს, აქტივისტს, სამხედროს, ახალწვეულსა და ახალწვეულთა ოჯახის წევრებს ესაუბრა და გაეცნო წერილებსა და სამხედრო და სამედიცინო დოკუმენტებს. შედეგად გამოვლინდა, რომ უკრაინაში ომში გაწვევის მიზნით კანონდარღვევით ადამიანების დაკავების, დაშინების, სამედიცინო ცნობების გაყალბების და სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების მიზნით მოქრთამვის არაერთი შემთხვევაა აღრიცხული. სტატიაში აღნიშნულია, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით კომისარიატების თანამშრომლების მოქმედებები განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში გამკაცრდა და ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ანტიკორუფციული ზომების გატარების მიუხედავად, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის ქრთამის მიცემის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: Московский Комсомолец, Аргументы и Факты, Военное обозрение, ZOV Херсон, ZOV Запорожье, Мрiя, Политикус, HORNEWS


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist