ფოტომანიპულაცია, თითქოს რუკაზე საქართველო უკრაინის შემადგენლობაშია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

128
VIEWS

8 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა რუკის ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, გამოუგზავნეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მდებარე ერთ-ერთი ბარიდან, სადაც მას გადასაფარებლად იყენებენ. რუკაზე ვხედავთ, რომ ქვეყნების განლაგება და სახელები შეცვლილია, ხოლო ის ტერიტორია, რომელსაც საქართველო უნდა ეწეროს, უკრაინასთან არის გაერთიანებული. ედუარდ ჯიშკარიანი წერს: “თურმე, ჩვენ უკრაინელ “მეგობრებს” არა მარტო რუსეთის დაპყრობა ჰქონიათ გეგმაში, არამედ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც თავისი ტერიტორიის ნაწილად მიაჩნიათ”. 

samagido thamashi ფოტომანიპულაცია, თითქოს რუკაზე საქართველო უკრაინის შემადგენლობაშია

ფეისბუქ-მომხმარებელი ფოტომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, რუკა, რომელიც, მისი მტკიცებით, უკრაინელების “მიზნებს” ასახავს, სამაგიდო თამაშ Risk-ს ეკუთვნის. თამაშის რუკაზე ქვეყნები არ არის ისე განლაგებული, როგორც ეს რეალურად მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზეა. 

რეალურად, ფოტო, რომელიც ედუარდ ჯიშკარიანმა გაავრცელა, სამაგიდო თამაშ Risk-ის რუკას ასახავს და კავშირი არ აქვს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინის დამოკიდებულებასა ან მის “გეგმებთან” ტერიტორიების დაპყრობასთან დაკავშირებით.   

samagido thamashi1 ფოტომანიპულაცია, თითქოს რუკაზე საქართველო უკრაინის შემადგენლობაშია
ფოტო: ედუარდ ჯიშკარიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სამაგიდო თამაშ Risk-ის რუკა

თამაში Risk 1950-იან წლებში ცნობილმა ფრანგმა კინორეჟისორმა, ალბერტ ლამორისმა შექმნა. თამაშის თავდაპირველი სახელი La Conqueste du Monde იყო, რაც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც მსოფლიოს დაპყრობა. ლამორისმა სამაგიდო თამაში Miro-ს შესთავაზა, თამაშების მწარმოებელ ფრანგულ კომპანიას, რომელმაც წესები ოდნავ შეცვალა, რათა თამაში დამწყებები მოთამაშეებისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო. აშშ-ში თამაში კომპანია Parker Brothers-მა შეიტანა და წესები კიდევ ერთხელ შეიცვალა, მაგალითად, მას დაემატა ბარათები, რათა პროცესი მეტად სწრაფი გამხდარიყო. კომპანიამ La Conqueste du Monde-ს სახელი გადაარქვა და ის Risk: the Continental Game (რისკი: კონტინენტური თამაში) გახდა.  

სამაგიდო თამაშის რუკები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს თამაშის გამოცემის ან ვერსიის მიხედვით. მაგალითად, არსებობს სერიალ Game of Thrones-ისა და Star Wars-ის თემატიკაზე შექნილი გამოცემები.

samagido thamashi2 ფოტომანიპულაცია, თითქოს რუკაზე საქართველო უკრაინის შემადგენლობაშია
Risk: Game of Thrones და Risk: Star Wars გამოცემები. (ფოტოები: Amazon)

თამაშის კლასიკურ ვერსიაში მსოფლიო რუკა 42 ტერიტორიად არის დაყოფილი. ტერიტორიების სახელები და განლაგება არ ემთხვევა მსოფლიო პოლიტიკურ რუკას და, მიუხედავად იმისა, რომ პოსტის ავტორი ყურადღებას მხოლოდ საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთსა და რუსეთზე ამახვილებს, აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიები სხვა კონტინენტებზეც არ ემთხვევა ქვეყნების საზღვრებსა თუ სახელებს. 

Risk-ის წესების მიხედვით, თამაშის განმავლობაში მონაწილეები ფიგურების არმიას იყენებენ და კამათლის გაგორებით ცდილობენ, ხელში სხვა მოთამაშეების ტერიტორიები ჩაიგდონ, შედეგად კი რუკის რაც შეიძლება დიდი ნაწილი აკონტროლონ.  

წყაროს შესახებ 

 ფეისბუქ მომხმარებელი Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist