დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

368
VIEWS

 

16 იანვარს ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში კომისარიატის ორი თანამშრომელი მოქალაქესთან გაწვევის გადასაცემად ბინაზე მივიდა, მოქალაქემ კი კარის გაღების შემდეგ ერთ-ერთს ესროლა. ინფორმაცია 2-წამიან ვიდეოსთან ერთად ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ ორი ადამიანი ბინის კართან დგას, ბინის კარის გაღების შემდეგ კი ჩანს, რომ კარის გამღებს ხელში იარაღი უჭირავს, რომელსაც კართან მდგომ ერთ-ერთ პირს უმიზნებს და ის ძირს ეცემა. ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში უკრაინის ეროვნული პოლიციის ლოგოა გამოსახული.

16-17 იანვარს ვიდეოზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ უკრაინაში რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის (ТЦК) თანამშრომელი მოკლეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც (1,2,3) მათ შორის Комсомолская Правда-მ და Аргументы и Факты-მაც გაავრცელა. რუსული მედიის თანახმად, ვიდეო სოციალურ ქსელებში უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განათავსა. ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2).

dakaveba1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს

dakaveba2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს

dakaveba3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს

ცნობები, რომ უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელი ომში გაწვევის ბარათის მოქალაქისთვის გადაცემის დროს მოკლეს, დეზინფორმაციაა. ვიდეოს უკრაინის ეროვნული პოლიცია გამოეხმაურა, ინფორმაცია უარყო და ვიდეოში შეუსაბამობები აღნიშნა.

16 იანვარს, ვიდეოს გავრცელების დღესვე მას უკრაინის ეროვნული პოლიცია ფეისბუქზე გამოეხმაურა და განცხადება გამოაქვეყნა. უწყება აღნიშნავს, რომ ვიდეოს გადამოწმებაში ჩართული იყვნენ კრიმინალური ანალიზის ქვედანაყოფის თანამშრომლები. ანალიზის შედეგად კი დგინდება, რომ ვიდეო გაყალბების ნიშნებს შეიცავს. უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადების მიხედვით, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებულ ფრაგმენტზე არ ჩანს დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის გასროლისას გვხვდება. ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეოზე ასახული ერთ-ერთ პირს შუქამრეკლი ჟილეტი აცვია, ხოლო TЦК-ს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო ფორმის ტანსაცმელი აცვიათ. გარდა ამისა, ჟილეტზე არსებული წარწერები გაურკვეველია და სავარაუდოდ უცხო ენაზეა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეოზე დატანილი ლოგო არ შეესაბამება უკრაინის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ლოგოს, რომელსაც უწყება ვიდეოებში იყენებს.

dakaveba4 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში კომისარიატის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს
ლოგო გავრცელებული ვიდეოდან/ლოგო უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან. ყალბი ვიდეოს ლოგოზე გერბი ჰორიზონტალირად “გაწელილია”, წარწერაში კი სიტყვა Полiцiя ოფიციალურ ლოგოზე მსხვილი შრიფტით წერია.

განცხადებაში დამატებით მითითებულია, რომ პოლიციას რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის თანამშრომლის დაჭრის ან მოკვლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუღია.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებლის Levan Mamforia-ის ერთ-ერთი პროფილის მიხედვით, ის ჩხოროწყუში პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრია. მამფორიას რამდენიმე ფეისბუქ-პროფილი აქვს (1,2,3) და აქტიურად აქვეყნებს კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს მხარდამჭერ პოსტებს. უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.

არქივის ბმულები: Комсомолская Правда, Аргументы и Факты, Пронедра, NewsInfo, News.ru 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist