დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მე-4 სატანკო ბრიგადის მსროლელებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

258
VIEWS

განახლება: მასალის შესავლიდან ამოღებულია Россикая Газета-ს სტატია, რომელიც 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა და სხვა ვიდეოს ეხებოდა.

15 იანვარს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს (1;2) ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მსროლელი ბატალიონის თითქმის მთლიანი შემადგენლობა უარს ამბობს პოზიციებზე გასვლის ბრძანების შესრულებაზე. პოსტებს თან ახლავს ვიდეოც. 

15-16 იანვარს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეოთხე სატანკო ბრიგადის პირველი მსროლელი ბატალიონის თითქმის 90%-მა ბრძანება არ შეასრულა, იმავე ვიდეოს თანხლებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმაც (1,2,3,4,5) გააშუქეს, მათ შორის რუსეთის პირველმა არხმაც (1,2). იდენტური ვიდეოები გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2,3).

uari brdzanebis shesrulebaze დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მე-4 სატანკო ბრიგადის მსროლელებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვესdezinphormatsia thithqos ukrainis me 4 satanko brigadis msrolelebma brdzanebebis shesrulebaze uari thqves1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მე-4 სატანკო ბრიგადის მსროლელებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს

ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადის პირველი მსროლელი ბატალიონის შემადგენლობის უმეტესობამ ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა, დეზინფორმაციაა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ბრიგადის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოებში არ არის ნახსენები კონკრეტული ბრიგადა ან ბატალიონი ან ადგილმდებარეობა, თუ სად არიან სამხედროები განლაგებული. ვიდეოში სამხედროების უმეტესი ნაწილი ასახელებს საკუთარ თავს და იმეორებს სიტყვას “უარს ვამბობ”. ერთ-ერთი სამხედრო აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურზე უარს არ ამბობს, რამდენიმეს თქმით კი უარს ამბობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კონკრეტულად რასთან დაკავშირებით საუბრობენ ისინი, აღნიშნული ვიდეოდან გაუგებარია. 

ინფორმაციის გადამოწმებისთვის “მითების დეტექტორი” უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადას დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ბრიგადის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბრიგადა საბრძოლო დავალებებს კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით და ავდიივკაში ასრულებენ.

uari brdzanebis shesrulebaze3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მე-4 სატანკო ბრიგადის მსროლელებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადა: “ეს ინფორმაცია არ არის მართალი, ვიდეო კი სოციალური ქსელებიდან არის აღებული და გასულ წელსაც ვრცელდებოდა ინტერნეტით. ბრიგადა წარმატებით ასრულებს საბრძოლო დავალებებს კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით და ავდიივკაში”.

გავრცელებული ვიდეოებიდან რამდენიმეზე ჩანს უკრაინელი პროპაგანდისტი პოლიტოლოგის და ბლოგერის ალექსანდრ სემჩენკოს ტელეგრამ-არხის @AleksandrSemchenko მისამართი. თავის ტელეგრამ-არხზე სემჩენკო აქტიურად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. სემჩენკოს უკრაინის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ჯერ კიდევ 2021 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც, Россия 1–ის ეთერში ის აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატო-სთან თანამშრომლობით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის ჩასახშობად წვრთნებს ატარებდნენ. მაშინ ეს ინფორმაცია, უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ StopFake-მა უარყო.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში პოზიციების მიტოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა:

არქივის ბმულები: Первый канал (1,2),  ZOV Запорожие, ZOV Бердянск, ZOV Херсон, Россикая Газета


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist