არარსებული ინდური გამოცემის გარეკანი 2024 წელს უკრაინის ტრაგიკულ პერსპექტივებს იუწყება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

587
VIEWS

17 დეკემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ფოტო (1, 2, 3.), რომელიც მათი მტკიცებით ინდური სატირული გამოცემა Rodip Reb-ის 16 დეკემბრის გარეკანს ასახავს. ფოტოზე ნაჩვენებია ნაძვის ხის დამსხვრეული სათამაშო, რომელიც უკრაინის ფერებშია შეღებილი და ინგლისურ ენაზე ახლავს წარწერა: “2024 UKRAINE: “Shrouded in Darkness: The Tragic Prospects of Ukraine in 2024 (2024 უკრაინა: სიბნელით მოცული: უკრაინის ტრაგიკული პერსპექტივები 2024 წელს)”. 

ფოტო რუსულ მედიაშიც გამოქვეყნდა, ხოლო ტელეგრამ არხზე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ოლესია ლოსევამ 16 დეკემბერს გაავრცელა. 

ukrainis gaqhalbebuli garekani არარსებული ინდური გამოცემის გარეკანი 2024 წელს უკრაინის ტრაგიკულ პერსპექტივებს იუწყება

პოსტის ავტორები ფოტოფაბრიკაციას ავრცელებენ. Rodip Reb-ის სახელის მქონე სატირული გამოცემა არ არსებობს და გამოგონილია.

გავრცელებული ფოტოს გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ინდური სატირული ჟურნალი “Rodip Reb” ინგლისურ და ინდურ ენებზე, არც ერთი საძიებო სისტემით, მათ შორის გუგლით, ბინგითა და იანდექსით არ იძებნება. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და დიდი ალბათობით, მსგავსი გამოცემას არც არასდროს უარსებია. გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს იმ საიტის ბმულიც, საიდანაც პოსტების ავტორების მტკიცებით, აღებულია გარეკანი: www.rodipreb.in. თუმცა ამ საიტზე შესვლის ყოველი მცდელობა წარუმატებელია.

ukrainis gaqhalbebuli garekani1 არარსებული ინდური გამოცემის გარეკანი 2024 წელს უკრაინის ტრაგიკულ პერსპექტივებს იუწყება

საკითხის დასაზუსტებლად “მითების დეტექტორი” ფაქტების გადამმოწმებელ ინდურ ორგანიზაცია FACTLY MEDIA & RESEARCH-ს დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს, რომ “Rodip Reb”-ის სახელით ცნობილი ინდური გამოცემა არ არსებობს და არც ფოტოზე მითითებული ავტორის სახელის მოძებნა არის შესაძლებელი. 

ინტერნეტში არ იძებნება თავად ფოტოც. ის მხოლოდ სოციალურ ქსელებში რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ ვრცელდება და მისი სავარაუდო პირველწყარო რუსი ჟურნალისტი და რუსეთის პირველი არხის გადაცემის “Время покажет” (დრო გვაჩვენებს) წამყვანი ოლესია ლოსევაა. ის რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია და მისი პირადი ტელეგრამ არხი წარსულშიც გამოუყენებია გაყალბებული ფოტოების გასავრცელებლად, მათ შორის უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით.  

ukrainis gaqhalbebuli garekani2 არარსებული ინდური გამოცემის გარეკანი 2024 წელს უკრაინის ტრაგიკულ პერსპექტივებს იუწყება
ოლესია ლოსევა

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ინტერნეტში უკრაინის დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა გამოცემის სახელით არაერთი გაყალბებული კარიკატურა თუ გარეკანი გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-მომხმარებელი Inessa Filatova ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist