The Nation-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

638
VIEWS

20 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3) ფეისბუქ ანგარიშებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურა გაავრცელეს. კარიკატურაზე ზელენსკის საბელით სამი შეშინებული ლეოპარდი უჭირავს და მათ პირდაპირ წასვლისკენ ანიშნებს, ლეოპარდების გვერდით დანაღმული მიწა, ხოლო ოდნავ მოშორებით რამდენიმე სამხედრო ჩაფხუტზე “Z” სიმბოლოთია გამოსახული. თანდართული აღწერის მიხედვით, კარიკატურა ამერიკული ჟურნალი The Nation-ის ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა. 

Screenshot 2023 07 21 135406 The Nation-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია

ფეისბუქზე გავრცელებული კარიკატურა გაყალბებულია და უკრაინისა და უკრაინული არმიის დისკრედიტაციას ემსახურება. მსგავსი კარიკატურა The Nation-ში არასდროს დაბეჭდილა. 

ილუსტრაციაზე გამოსახული ლეოპარდები უკრაინისთვის გადაცემულ “ლეოპარდის” ტიპის ტანკებს განასახიერებენ, რომლებიც, კარიკატურის მიხედვით, რუსულ თავდაცვით ხაზს ვერ არღვევენ. კარიკატურის უკიდურეს მარცხენა მხარეს კი ბუჩქებსა და ხეებს ამოფარებულ ბედნიერ რუს ჯარისკაცებს ვხედავთ. 

The Nation ამერიკული ჟურნალია, რომელიც პირველად 1865 წელს გამოიცა. ფეისბუქზე გავრცელებული კარიკატურა არც ჟურნალის ოფიციალურ საიტზე და არც მის ფეისბუქის, ტვიტერის ან ინსტაგრამის გვერდებზე არ იძებნება. 

“მითების დეტექტორი” ჟურნალის გამომცემლობას დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ კარიკატურა ჟურნალის არც ერთ ნომერში არ გამოქვეყნებულა. 

2023 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში აქტიურად გავრცელდა ნარატივი, რომ უკრაინული მხარის კონტრშეტევა წარუმატებელია და მას უამრავი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ან შეეწირება. ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ნარატივი ვრცელდება, ცნობილი დასავლური გამოცემების ილუსტრაციებისა და გარეკანების გაყალბებაა. “მითების დეტექტორმა” ბოლო ორ თვეში ამ ტიპის არაერთი დეზინფორმაცია აღმოაჩინა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ: 

რუსულენოვანი ანგარიში Ната Ли ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. წარსულში ანგარიშს დეზინფორმაციაც გაუვრცელებია. 

Screenshot 2023 07 21 135416 The Nation-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია

არქივის ლინკები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist