ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

354
VIEWS

5-7 აპრილს რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე (1,2,3) ვებ-საიტებსა (1,2) და ფეისბუქ-ჯგუფში Россия — Сила გამოქვეყნდა ფრანგული გაზეთის FRANC TIREUR გარეკანის ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული. კარიკატურაზე ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებით აშენებულ სახლში დგას. გარეკანზე დატანილია ფრანგული წარწერა – “სახლი, რომელიც ზელენსკიმ ააშენა. 400 ათასი აგური ახალი უკრაინის არქიტექტორისთვის”. ავტორების მტკიცებით, ფრანგული გაზეთი ომში უკრაინის დანაკარგებზე მიანიშნებს. 

phranguli gazethis sakhelith volodimir zelenskis qhalbi karikatura vrtseldeba13 ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება

FRANC TIREUR-ის გარეკანი გაყალბებულია. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოცემული 95-ე ნომრის გარეკანის ფოტო გავრცელებულ ვერსიას არ ემთხვევა. ინფორმაცია, რომ კარიკატურა გაყალბებულია, “მითების დეტექტორს” დაუდასტურა მხატვარმაც, რომლის გვარი ყალბ ვერსიას აქვს მიწერილი.   

FRANC TIREUR-ის სახელით ზელენსკის ყალბი კარიკატურა გავრცელდა  

 ფრანგული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ 95-ე ნომერს სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს. მასზე მასწავლებელი სოფი მაზეტია გამოსახული, სტატია განათლებას შეეხება. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მსგავსი კარიკატურა გაზეთს არც წარსულში გამოცემულ ნომრებში გამოუყენებია. 

phranguli gazethis sakhelith volodimir zelenskis qhalbi karikatura vrtseldeba2 ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება
FRANC TIREUR-ის ნამდვილი გარეკანი

“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა მხატვარ კიანუშ რამეზანის, რომლის ხელმოწერაც გაყალბებულ გარეკანზეა დატანილი. მხატვარმა დაგვიდასტურა, რომ მასალა გაყალბებულია და ჟურნალისთვის მსგავსი კარიკატურა არ დაუხატავს. 

 გარდა ამისა, გაზეთის გარეკანის ყალბ ვერსიაზე შეცდომაა – მას ფრანგულად “ოთხშაბათი, 5 სექტემბერი” აწერია. FRANC TIREUR-ი ყოველ ახალ ნომერს ოთხშაბათს გამოსცემს, თუმცა ოთხშაბათი არა 5, არამედ 6 სექტემბერს იყო.

phranguli gazethis sakhelith volodimir zelenskis qhalbi karikatura vrtseldeba3 ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება
წარწერა გაყალბებულ გარეკანზე

რუსული ანგარიშები და გვერდები ცნობილი გამოცემების გარეკანებს ხშირად აყალბებენ – ეს კრემლის პროპაგანდისთვის რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მეთოდია. “მითების ლაბორატორიამ” წარსულში არაერთი მსგავსი გაყალბებული კარიკატურა გადაამოწმა: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist