ამერიკაში ბავშვებში გავრცელებულ ტვინის აბსცესთან ვაქცინაციის კავშირი არ დადგენილა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

114
VIEWS

30 აპრილს ფეიბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) სამხრეთ ნევადაში დაიწყო გამოძიება ტვინის დაავადებაზე, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ბავშვებში ვრცელდება. პოსტს კომენტარებში თან ერთვის CNN-ის სტატიის ბმული.

Screenshot 24 ამერიკაში ბავშვებში გავრცელებულ ტვინის აბსცესთან ვაქცინაციის კავშირი არ დადგენილა

აღნიშნულ პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბია და ვაქცინაციას ბავშვებში გავრცელებულ ტვინის დაავადებასთან კავშირი არ აქვს. ინფექცია კოვიდ პანდემიამდე და ვაქცინის შექმნამდე ბევრად ადრე არსებობდა, ხოლო CDC-ს კვლევას ინფექციის ზრდის ვაქცინაციასთან კავშირი არ დაუდგენია.

ამერიკული ტელეკომპანია CNN თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში წერს, რომ ვირუსი, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ ნევადაში გავრცელდა, არის იშვიათი და სერიოზული ტვინის ჩირქოვანი ინფექცია, რომელსაც სხვადასხვანაირი გამოვლინება ახასიათებს. დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები, მხედველობის, მეტყველების და ბალანსის დარღვევა.

ვირუსი CDC-ის დაკვირვებისა და კვლევების ქვეშაა.  CDC-ის ეპიდემიის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი სამხრეთ ნევადის ოლქში, ჯესიკა პენი, აცხადებს, რომ მათი მიზანი იყო, გაერკვიათ რა იწვევს დაავადების შემთხვევების ზრდას, რისთვისაც სხვადასხვა ფაქტორს დააკვირდნენ. ამ ეტაპზე არც ვაქცინაციასთან და არც კოვიდ19-თან კავშირი არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ  პანდემიის პერიოდში ეს ვირუსი თითქმის გამქრალი იყო, რის მიზეზადაც ექიმი ჯესიკა პენი კოვიდის საწინააღმდეგო რეგულაციებს ვარაუდობს. მისი თქმით, სკოლების დროებითმა დახურვამ და სოციალურმა დისტანციამ ხელი შეუშალა არა მარტო კოვიდ19-ის, არამედ სხვა სახის რესპირატორულ ინფექციების გავრცელებასაც, თუმცა 2021 წელს შეზღუდვები  ეტაპობრივად მოიხსნა და ინფექციებიც დაბრუნდა.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდი, როდესაც სოციალური დისტანცია შეზღუდვები მოქმედებდა, ბავშვებს არ ჰქონიათ ვირუსებთან შეხება და არც იმუნიტეტი გამოუმუშავებიათ, შესაბამისად შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, იმუნიტეტის ნაკლებობის გამო, ინფექციებთან გამკლავება გაუჭირდათ, რამაც შემთხვევების ზრდა გამოიწვია.

ვირუსი უმეტესად 18 წლამდე ბავშვებში ვრცელდება. შემთხვევების ზრდა არა მხოლოდ სამხრეთ ნევადაში, არამედ, ნიუ-იორკშიც დაფიქსირდა.  ინფექცია განსაკუთრებით სახიფათოა იმ კატეგორიის მქონე ადამიანებისთვის ვისაც აქვთ გულის დაავადებები, თავის ტრამვა და ა.შ. 

წყაროს შესახებ:

პოსტის ავტორს მაია თვალთვაძეს ყალბი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით აქამდეც გაუვრცელებია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „მითების დეტექტორის“ რამდენიმე მასალაში აქამდეც მოხვდა (1,2,3).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist