მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

97
VIEWS

11 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: ,,ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ა.შ.” პოსტს თან ერთვის საქონლისა და ვეტერინარის ფოტო წარწერით “Cattle Vaccination” (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია). (Xanax Bars: Ordering and Pricing in the USA)

Screenshot 21 1 მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძროხების ვაქცინაცია საფრთხის შემცველი mRNA ვაქცინებით მიმდინარეობს. რეალურად, მსოფლიოში პირუტყვის ასაცრელად mRNA ვაქცინები ჯერჯერობით საერთოდ არ გამოიყენება და მათ განვითარებაზე ამჟამად მუშაობენ. ხოლო ფოტო Shutterstock-დანაა აღებული და ცხოველების ვაქცინაციას არ ასახავს. 

ამჟამად მსოფლიოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ასაცრელად mRNA ვაქცინები არ გამოიყენება. ამ ტიპის პირველი ვაქცინის შექმნაზე  ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ამერიკულ ბიოტექნოლოგიური კომპანიის Tida Biotech-თან  თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.  პირუტყვისთვის განკუთვნილი mRNA ვაქცინები ფეხისა და პირის დაავადებისა (FMD) და კანის სიმსივნური დაავადების საწინააღმდეგო იქნება. ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუგლას სანდერსმა განაცხადა, რომ FMD-ს საწინააღმდეგო ამჟამად არსებული ვაქცინები პირუტყვს დაავადებისგან ისე ეფექტიანად ვერ იცავს, როგორც ამას mRNA ვაქცინები გააკეთებს. მისივე თქმით, mRNA ვაქცინები უფრო იაფიცაა და სწრაფიც. 

ავსტრალიის პირველადი მრეწველობის ინდუსტრიის დეპარტამენტის სპიკერმა AFP-სთვის მიცემულ 5 ოქტომბრის კომენტარში განაცხადა, რომ mRNA ვაქვინებს ისეთ ცხოველურ პროდუქტებზე, როგორიცაა რძე ან ხორცი გავლენა ვერ ექნება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამჟამად mRNA ვაქცინები ადამიანებში კოვიდის წინააღმდეგ გამოიყენება. ახალი სამხრეთ უელსის RNA ინსტიტუტის დირექტორის პალ თორდარსონის თქმით, ცხოველებსა და ადამიანებში ამ ტიპის ვაქცინებმა მსგავსად უნდა იმუშავონ. 

mRNA ვაქცინების საშუალებით ჩვენს ორგანიზმში დასუსტებული ან ინაქტივირებული მიკრობი არ შედის, არამედ ისინი ჩვენს უჯრედებს ასწავლიან, როგორ გამოიმუშაონ  სპაიკ ცილა, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს. ასეთი იმუნური რეაქცია ანტისხეულებს წარმოქმნის, რაც დაინფიცირებისგან იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუ  ჩვენს ორგანიზმში  რეალური ვირუსი შეაღწევს. დეზინფორმაციები იმის შესახებ, რომ mRNA  ვაქცინები ადამიანის DNA-ს მუტაციას იწვევს და სპაიკ ცილა მომწამვლელია, წარსულში აქტიურად ვრცელდებოდა, რეალურად, ვაქცინები უჯრედის ბირთვამდე არ აღწევს, ადამიანის გენეტიკური მასალა კი სწორედ იქ ინახება. ვრცლად იხილეთ:

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობაში კოვიდსაწინააღმდეგო mRNA ვაქცინების გამოყენებამდე მისი გამოცდა ცხოველებში მოხდა. კონკრეტულად ეს ვაქცინები გამოიცადა თაგვებზე, ვირთხებზე, ღორებზე, კურდღლებზე, ზაზუნებსა და მაიმუნებზე. mRNA ვაქცინების მწარმოებელი სამივე კომპანიის (Pfizer, Moderna, Johnson&Johnson) კვლევის ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინებმა ცხოველებზე ეფექტიანად იმუშავა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არა mRNA, არამედ აქამდე ცნობილი ტრადიციული ტიპის ვაქცინებით ცხოველების აცრა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ წლებია მიმდინარეობს.  2016 წელს ევროკავშირმა ცხოველების დაცვის ახალი რეგულაციაც  მიიღო, რომელიც დაავადებების გავრცელებისგან ცხოველების დაცვას ისახავს მიზნად და მათზე ზრუნვის ვალდებულებას მათ მფლობელსა და ვეტერინარებს აკისრებს. რეგულაციაში ცხოველების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად მათი ვაქცინაციაცაა დასახელებული, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. რეგულაცია ძალაში 2021 წელს შევიდა და მისი განვითარება ახლაც მიმდინარეობს, რამდენადაც ვეტერინარული მედიცინის განვითარებას ევროკავშირის სამედიცინო სააგენტოების ქსელის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა დასახელებული 

  • რას ასახავს გავრცელებული ფოტო რეალურად?

რაც შეეხება პოსტში გამოყენებულ ფოტოს, ის ცხოველების mRNA ვაქცინებით პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს არ ასახავს. 

ფოტო shutterstock-დანაა აღებული და ის ავტორ Jenoche-ს ეკუთვნის. აღწერის მიხედვით, ფოტოზე ვეტერინარი რანჩოზე ცხოველებს სინჯავს.

Screenshot 22 1 მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?Screenshot 23 1 მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?

აღწერაში ვაქცინაცია ნახსენები არ არის. ავტორს ამავე ვეტერინარის ამ სიტუაციაში გადაღებული სხვადასხვა ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

Screenshot 24 1 მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?

Jenoche-ს ფოტოები ძირითადად სხვადასხვა მიზნით გამოსახყენებლ Stock ფოტოებს წარმოადგენს. 

Screenshot 25 1 მიმდინარეობს თუ არა ძროხების ვაქცინაცია  mRNA ვაქცინით?


მოამზადეს მარიამ დანგაძემ და ანი მაზიაშვილმა
“მითების დეტექტორის” სტაჟიორი


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist