რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.6k
VIEWS

22-23 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილებმა მაია თვალთვაძე და კატერინა კატა ლინა ძეხვისა და ტკბილეულის ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტების ავტორები წერენ, რომ სხვადასხვა საკვები პროდუქტი მწერებისგან დამზადებულ ექსტრაქტ – კარმინს შეიცავს და “გლობალისტები დღეს ყველანაირად ცდილობენ მწერები გვაჭამონ, როგორც ყოველდღიური საკვები”.

Screenshot 2 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?

ფეისბუქ-პოსტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კარმინის საღებავის საკვებში გამოყენება საფრთხისშემცველია. რეალურად, კარმინის საღებავი ნამდვილად მწერ კოშენილის ქიმიური დამუშავებით მზადდება, თუმცა ის წლებია გამოიყენება და ადამიანისთვის საფრთხეს არ შეიცავს. კარმინის საღებავს საკვებში გამოყენების ავტორიზაცია 2009 წლიდან აქვს, მანამდე კი 1977 წლიდან კოსმეტიკაში, ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში კი ქსოვილების შესაღებად გამოიყენებოდა.

კარმინი მკვეთრი წითელი ფერის საღებავია, რომელიც სხვადასხვა საკვებში (წვენებში, იოგურტებში, ტკბილეულში სოსისებში და ა.შ) კოსმეტიკასა და ქსოვილებში გამოიყენება, კარმინის დასამზადებლად კოშენილის ხოჭოები გამოიყენება, რომლებიც უმეტესად კაქტუსებზე ცხოვრობენ.

Screenshot 3 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?
წყარო: Getty Images

კარმინი უსაფრთხო საღებავად მიიჩნევა და კონკრეტულ ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებული არაა, თუმცა სხვა პროდუქტების მსგავსად, თუ ადამიანს ალერგია კონკრეტულად კარმინის მიმართ აქვს, ცხადია, მისი შემცველი საკვების მიღება ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს. გარდა ამისა, კარმინთან პირდაპირ კონტაქტს ასევე შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა, აქ იგულისხმება მაგალითად, კარმინის შესუნთქვა.

ჟურნალ Smithsonian-ის კარმინთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიაში გვადალახარას უნივერსიტეტის პროფესორის, ბიოტექნოლოგ ლიბერატო პორტილო მარტინესის კომენტარია მოცემული, რომელიც კოშენილებს ათწლეულების განმავლობაში სწავლობს. მარტინესის თქმით, საკვებ პროდუქტებში კარმინის საღებავის გამოყენება შემაშფოთებელი სავსებით არაა, რადგან მზა პიგმენტში მწერები მინიმალური რაოდენობითაა დარჩენილი და ბევრი პროდუქტია, რომელიც საკვებად უსაფრთხოდ მიიჩნევა თუკი ის მცირე რაოდენობით მთლიან ან ფრაგმენტულ მწერებს შეიცავს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) კარმინის კოსმეტიკაში გამოყენებას ავტორიზაცია 1977 წლიდან აქვს, ხოლო საკვებ პროდუქტებში გამოყენებას ავტორიზაცია 2009 წელს მიენიჭა. 2011 წლიდან FDA იმ საკვების ეტიკეტებზე, რომლებშიც კარმინის საღებავია გამოყენებული, მისი გავრცელებული სახელების “კარმინისა” და “კოშენილის ექსტრაქტის” მითითებას ითხოვს.

Screenshot 4 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?

ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, კარმინი და კოშენილის ექსტრაქტი პასტერიზების გზით უნდა დამუშავდეს, რათა სალმონელას ყველა ცოცხალი მიკროორგანიზმი განადგურდეს. კანონმდებლობით გაწერილია სხვა არაერთი მოთხოვნა, რომლებსაც საკვების საღებავად გამოყენებული კარმინი უნდა აკმაყოფილებდეს.

Screenshot 5 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?

საღებავის მისაღებად, პირველყოვლისა კოშენილს კაქტუსის ზედაპირიდან აგროვებენ, შემდეგ აშრობენ და ფქვავენ, რის შედეგადაც წითელი ფერის ფხვნილს იღებენ. საბოლოო პროდუქტის მისაღებად, ფხვნილი იხარშება, იფილტრება და ძირითადი ალუმინის მარილები ემატება.

Screenshot 6 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება? Screenshot 7 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?

კოშენილის ყველაზე დიდი მწარმოებელი პერუა, რომელსაც მექსიკა და კანარის კუნძულები მოსდევს. კოშენილის საღებავად გამოყენება სათავეს ჯერ კიდევ მე-10 საუკუნიდან იღებს, კოშენილით შეღებილი ამ პერიოდის ქსოვილები პარაკასში, პერუშია აღმოჩენილი. 

Screenshot 8 რა არის კარმინის საღებავი და შეიცავს თუ არა საფრთხეს მისი საკვებში გამოყენება?
1700-იანი წლების ილუსტრაცია გვიჩვენებს, თუ როგორ აგროვებენ კოშენილის ხოჭოებს José Antonio de Alzate y Ramírez/Public Domain

ხშირ შემთხვევაში კარმინის საღებავის გამოყენების წინააღმდეგ პროტესტს ის მიზეზი აქვს, რომ მისი დამზადებისთვის მწერების განადგურება ხდება და არა იმის გამო, რომ ის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 2012 წელს “სტარბაქსმა” კოშენილის ექსტრაქტი გამოყენებიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც ვეგანურ და ვეგეტარიანულ ვებ-გვერდზე thisdishisvegetarian.com გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტარბაქსის მარწყვის ფრაპუჩინოსთვის წითელი ფერის მისაცემად კოშენილის ექსტრაქტს იყენებენ. ამ საკითხს ვეგანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და სტარბაქსი პომიდვრის ბაზაზე დამზადებული საღებავის გამოყენებაზე გადავიდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist