არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

311
VIEWS

7 ივნისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდის “ლიდერი 41” ადმინისტრატორმა დავით თორდიამ პირად ფეისბუქ-პროფილზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც 2, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცია გამოსახული, მათგან ერთ-ერთი კი სკამიდან არის გადმოვარდნილი. ფოტოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ეს მამაკაცი წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავაა.

Screenshot 6 5 არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

დავით თორდიას პოსტი ფოტომანიპულაციას წარმოადგენს და წალენჯიხის მერის დისკრედიტაციას ემსახურება. ფოტო ყველაზე ადრე შვედურ, ჩეხურ, პოლონურ, რუმინულ, რუსულ წყაროებშია გავრცელებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის სავარაუდოდ ამ ქვეყნებიდან რომელიმეშია გადაღებული და გიორგი ხარჩილავასთან კავშირი არ აქვს. 

2 სავარუადოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ფოტო ქართულენოვან წყაროებში ან გიორგი ხარჩილავასთან რაიმე კავშირით  არ იძებნება. ის ჯერ კიდევ 2006 წლიდან იუმორისტული კონტექსტით, ერთგვარ მიმად ვრცელდება.

ფოტო, რომელსაც დავით თორდია წალენჯიხის მერს მიაწერს, ინტერნეტში 2006 წლიდან ვრცელდება. 2006-2007 წლებში ფოტო რამდენიმე ბლოგზეა განთავსებული, თუმცა მას პირველწყარო მითითებული არ აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფოტო სავარაუდოდ უფრო ადრეა გადაღებული.

Bing-ის საძიებო ხელსაწყომ ფოტოს ყველაზე ადრე, 2006 წელს blogspot.com-ს ერთ-ერთ შვედურენოვან ბლოგზე მიაკვლია. ბლოგზე ფოტოს დამუშავებული ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელზეც მაგიდაზე ლუდის ბოთლებია ჩასმული. ბლოგპოსტს იუმორისტული შინარსი აქვს და იოგას ნაირსახეობებს შეეხება.

Screenshot 7 6 არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

2007 წლის 24 აგვისტოს blogspot-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბლოგს, რომელიც ესტონეთსა და ფინეთში ალკოჰოლის კრიზისს შეეხება, სწორედ ეს ფოტო ახლავს და აღნიშნულია, რომ ეს ტიპური სცენაა სადმე ესტონეთში ან ფინეთში.

Screenshot 8 6 არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

ფოტოს საძიებო ხელსაწყო TinEye-ს მიხედვით, ფოტო ყველაზე ადრე 2008 წლის თებერვალში ჩეხურ, რუმინულ, პოლონურ და რუსულ ვებ-გვერდებზე ვრცელდებოდა.

Screenshot 9 6 არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

აღსანიშნავია, რომ ფოტო წლების განმავლობაში ერთგვარ მიმად იქცა და ინტერნეტ-მომხმარებლები მას ალკოჰოლთან დაკავშირებული სასაცილო სიტუაციების შესაბამის წარწერებს უკეთებდნენ.

Screenshot 11 5 არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?

გიორგი ხარჩილავასა და წალენჯიხის შესახებ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist