IPN-ის სახელით წალენჯიხის მერის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

8 დეკემბერს ფეისბუკ გვერდებმა მიხეილ უკრაინოლოგილითლ ამირანი,“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ და ფეისბუკ მომხმარებელმა  Irakli Licheli წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ფოტო და ციტატა გამოაქვეყნეს. ციტატის თანახმად, გია ხარჩილავა წალეჯიხაში “მეგა-კონცერტის” გამართვას აანონსებს, რომელზეც “ცოცხალი ლეგენდები”: ლექს-სენი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი წარსდგებიან. გავრცელებულ სქრინზე INTERPRESSNEWS.GE-ის url მისამართი ჩანს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გია ხარჩილავას განცხადება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.
"

 

"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია. გია ხარჩილავას განცხადება წალენჯიხაში მეგა-კონცერტის გამართვის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე არ იძებნება. მსგავსი განცხადება არც გია ხარჩილავას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე და სხვა ღია წყაროებში გვხვდება.

განცხადება წალენჯიხაში მეგა-კონცერტის გამართვის შესახებ, რომლის სტუმრებიც “ცოცხალი ლეგენდები, ისეთები როგორებიც არიან: ლექსსენი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი და სხვები” იქნებიან, საინფორმაციო გამოცემა “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე არ გვხვდება. ბოლო ინფორმაცია, რომელიც წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას სახელით გამოცემის ვებ-გვერდზე იძებნება, 26 ნოემბერს მის მიერ ”წალენჯიხის თავისუფლების ქარტიაზე” ხელმოწერასა და საზოგადოებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო ხედვის წარდგენას შეეხება.
"

იდენტური ან მსგავსი ინფორმაცია დაგეგმილი კონცერტის შესახებ არც წალენჯიხის მერის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გვხვდება.

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ გვერდი “მიხეილ უკრაინოლოგი” პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდია, რომელიც 2019 წლის 30 დეკემბერს მას შემდეგ შეიქმნა, რაც იმავე წლის 23 დეკემბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო 344 ფეისბუქ გვერდი და ათობით პროფილი წაშალა, რომელთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული და სწორედ მათ შორის მოხვდა “მიხეილ უკრაინოლოგის” სახელით მოქმედი ძველი ფეისბუქ გვერდიც. ამჟამად “მიხეილ უკრაინოლოგს” სამი ადმინისტრატორი მართავს, ხოლო გვერდს 42,353 გამომწერი ჰყავს. “მიხეილ უკრაინოლოგს”, რომელიც ხშირად არის ჩართული პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკამპანიებში,  ყალბი ინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია.
"
ფეისბუკ გვერდი “ლითლ ამირანი” 2021 წლის 3 აპრილს შეიქმნა და აღწერის მიხედვით, გამომწერებს საინტერესო ამბებს სთავაზობს.  გვერდზე ყოველდღიური სიახლეების გარდა სატირული შინაარსის პოსტებიც ვრცელდება.
"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist