ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

847
VIEWS

16 თებერვალს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდის “ლიდერი 41” ადმინისტრატორმა დავით თორდიამ პირად ფეისბუქ-პროფილზე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ხარჩილავას უკან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ჩანს. თორდია წერს, რომ აპარატი კაბინეტში დაიდგა, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო. თორდიამ თავისი პოსტი ჯგუფში “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები” გააზიარა, რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორი თვითონვეა. 

17 თებერვალს იდენტური პოსტი ფეისბუქ-გვერდმა “დედაქალაქი” გამოაქვეყნა.

Screenshot 1 11 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?Screenshot 2 11 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

დავით თორდიას პოსტი დამუშავებულ ფოტოს და გაყალბებულ ციტატას შეიცავს. გიორგი ხარჩილავას ავთენტურ ფოტოზე წალენჯიხის გერბია და არა ჩარიცხვის აპარატი, მისი ციტატა კი აპარატის კაბინეტში დადგმასთან დაკავშირებით – გამოგონილია.

გიორგი ხარჩილავას ფოტო დამუშავებულია, ციტატა კი გამოგონილი. დამუშავებულ ფოტოზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი წალენჯიხის გერბის ბანერის ნაცვლადაა ჩასმული.

ხარჩილავას ეს ფოტო გამოცემა “ნეტგაზეთს” რამდენიმე მასალაში აქვს გამოყენებული. პირველი მასალა, რომელიც ამ ფოტოთია გამოქვეყნებული ცესკოს პირველად შედეგებს ეხება, რომლის მიხედვითაც ხარჩილავამ წალენჯიხაში არჩევნები მოიგო.

Screenshot 3 14 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

პოსტი, სავარაუდოდ, 2021 წლის დეკემბერში წალენჯიხა-ჯგალის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დადგმას უკავშირდება.

ღია წყაროებში წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვასთან დაკავშირებით მხოლოდ 2020 წლის დეკემბრის სიახლე იძებნება. როგორც რადიო ათინათის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, 2020 წლის 26 დეკემბერს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

თორდიამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან დაკავშირებული კიდევ ერთი პოსტი, რომელიც სატირული ხასიათისაა, 18 თებერვალსაც გამოაქვეყნა.

Screenshot 4 13 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

დავით თორდიამ პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 11 საათში კომენტარის სახით დაწერა, რომ პოსტი ხუმრობა იყო, თუმცა კომენტარების ავტორების ნაწილის მიერ ფოტო მაინც რეალურადაა აღქმული.

Screenshot 5 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

ფოტო რეალურად აღიქვეს ფეისბუქ-გვერდ “დედაქალაქის” კომენტარებშიც.

Screenshot 6 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

წყაროების შესახებ

დავით თორდია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ფეისბუქ-გვერდ “ლიდერი 41-ს”, ასევე ჯგუფ “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს” მართავს. თორდიას გარეკნის ფოტოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო აქვს განთავსებული.

Screenshot 7 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?

რამდენიმე დღის წინ დავით თორდიამ ასაკოვანი ქალების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც ხელში იარაღი ეჭირათ, თორდიამ ფოტოები სატირულად უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო წვრთნებში მონაწილე ასაკოვანი ადამიანების თემას დაუკავშირა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

ვის გაშარჟებას ცდილობს ლიდერი 41-ის ადმინისტრატორი გიორგიევსკის ლენტიანი ბებოთი?

რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდ დედაქალაქს, ის 2016 წლიდან არსებობს და ბოლო პერიოდში ძირითადად გასართობი და საინფორმაცო ტიპის პოსტებს აქვეყნებს. 2018-19 წლებში “დედაქალაქის” მიერ გავრცელებული მანიპულაციური პოსტები “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist