სექსოლოგიის გაკვეთილი გერმანიაში თუ კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7.2k
VIEWS

30 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა სოსო სევერა გაავრცელა ფოტო, რომელზეც სკოლის ფორმაში გამოწყობილი წელს ქვემოთ შიშველი რამდენიმე ადამიანი ჩანს. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო სექსოლოგიის გაკვეთილს ასახავს გერმანიის ერთ-ერთ სკოლაში. დამატებით ფოტოზე დატანილია წარწერა: “არ მინდა ევროპასთან “ასოცირება” და ჩემი ქვეყნისთვის ასეთი ვალდებულების აღება”.

porno სექსოლოგიის გაკვეთილი გერმანიაში თუ კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან?

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს აღწერა მცდარია, ის პორნოგრაფიული ფილმიდანაა ამოჭრილი და გერმანიაში სექსოლოგიის გაკვეთილს არ ასახავს. 

გავრცელებული ფოტო გერმანიაში ჩატარებულ სექსოლოგიის გაკვეთილს არ ასახავს. ის პორნოგრაფიული ვიდეოდანაა ამოჭრილი, სახელად “The Crime in St. Thomas School”, რომელიც 2002 წელს გამოვიდა. ფილმი ჩეხურ ენაზეა და მისი სიუჟეტი ქალთა სასწავლებელში ვითარდება.

porno 1 სექსოლოგიის გაკვეთილი გერმანიაში თუ კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან?

პორნოგრაფიული ფილმებიდან ამოჭრილი კადრები დეზინფორმაციის გასავრცელებლად წარსულშიც გამოუყენებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 

ბავშვის სექსუალური განათლების პროცესში სკოლის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1977 წელს მიიღო (BVerfGE 47.46). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონულმა ოფისმა ევროპაში და “ჯანმრთელობის შესახებ განათლების ფედერალურმა ცენტრმა” (BZgA) “ევროპის სექსუალური განათლების სტანდარტებიც” შეიმუშავეს, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს უნდა მიეწოდოთ. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერული იდენტობა, გენდერული როლები, პირადი ჰიგიენა, კონტრაცეფციის საშუალებები, სექსუალური შევიწროება და სხვა.

მეორე მხრივ, გერმანიის კანონმდებლობა ბავშვთა შევიწროებისა და მათზე სექსუალური ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მკაცრია. ამ ტიპის დანაშაულებს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლი არეგულირებს. სექსუალური ძალადობის განსაზღვრება მოიცავს არა მხოლოდ ბავშვთან სექსუალური აქტის დამყარებას, არამედ მესამე პირთან სექსუალური აქტის განხორციელების იძულებასაც. კანონი ასევე ეხება პირებს, რომლებიც ახორციელებენ სექსუალურ აქტს ბავშვით თანდასწრებით, ან ჰპირდებიან მესამე პირს ბავშვის გადაცემას სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით. დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, მსგავსი ქმედებები ექვსი თვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist