კადრი, რომელსაც უკრაინელების სამხედრო დანაშაულს მიაწერენ, პორნო ვიდეოდან არის ამოჭრილი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

26.1k
VIEWS

10 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ გამოაქვეყნა ვიდეოს კადრი, რომელშიც ჩანს, თითქოს სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი კაცი ქალზე ძალადობს. ამასთანავე, გამოქვეყნებულ კადრზე სამხედროებს მხარზე ლურჯი სამკლაური აქვთ. პოსტის აღწერის მიხედვით, ვიდეო უკრაინელი სამხედროს ტელეფონიდანაა ამოღებული, ამავე ტელეფონში ნაპოვნ ვიდეოებში კი გამოჩნდა, რომ უკრაინელი “ნეონაციონალისტები” ბელგოროდის დატყვევებულ მოსახლეობას აწამებდნენ.

2022 წლის 1 ოქტომბერს იგივე კადრი რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა განსხვავებული აღწერით გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ინტერნეტში ხარკივის ოლქში უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი ძალადობის მტკიცებულებები გავრცელდა. იგივე აღწერით კადრი სხვადასხვა დროს რუსულენოვან ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს.

გავრცელებული კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან არის ამოჭრილი და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან რაიმე კავშირი არ აქვს, კაცების სამხედრო ფორმაზე კი ლურჯი ფერის სამკლაურები პროგრამულად არის დამატებული.  

გავრცელებული კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან სახელწოდებით Spy Chasers არის ამოჭრილი. პორნოგრაფიული ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით, სამხედრო ფორმაში 

ჩაცმული კაცები ორ ქალზე ძალადობენ.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრი კადრი პორნოგრაფიული ვიდეოდან

გავრცელებული კადრისა და პორნაგრაფიული ვიდეოს კადრების შედარებით ცხადი ხდება, რომ ლურჯი სამკლაურები კადრზე პროგრამულად არის დამატებული, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ფოტოზე უკრაინელი სამხედროები არიან ასახული. გავრცელებულ კადრზე ჩანს რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის RUS-CRIMINAl-ის ლოგო. არხის გამოწერა სპეციალური მოსაწვევი ბმულით არის შესაძლებელი. ამჟამად არხზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.

ტელეგრამის ანალიტიკური ხელსაწყოს TGStat-ის გამოყენებით, ირკვევა, რომ პოსტი ერთი და იგივე აღწერით სხვადასხვა ტელეგრამ-არხზე გავრცელდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

პოსტების აღწერაში დამატებითი ლინკია მითითებული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, პოსტების თანახმად, უკრაინელი სამხედროების ძალადობის ამსახველი ვიდეოების ნახვაა შესაძლებელი. ბმულების მომხმარებელი დახურულ ტელეგრამ-არხებზე გადაჰყავს, რომელთა გამოწერისთვის ადმინისტრატორის დასტურია საჭიროა. სავარაუდოა, რომ სენსიტიური შინაარსის პოსტები ასეთ ტელეგრამ-არხებზე გამომწერების მოსაზიდად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ქართულენოვან პოსტში კადრების ლოკაციად ბელგოროდია მითითებული. ქალაქი ბელგოროდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული. ომის პერიოდში ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლებშიც რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა ბელგოროდში აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორია არ გადაუკვეთავთ.

რუსულენოვანი პოსტის თანახმად, გავრცელებული კადრი ხარკივის ოლქში “უკრაინის შეიარაღებული ძალების მხეცობას” ასახავს, თუმცა ხარკივის ოლქის ნაწილი რუსეთის მიერ 6 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული. უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ოლქის გათავისუფლების შემდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებეზე და ოკუპაციის პირობებში ცხოვრებაზე არაერთმა უკრაინელმა ისაუბრა. ჯერ კიდევ აპრილში Humans Right Watch-მა განაცხადა, რომ 27 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ორგანიზაციამ ჩერნიჰივის, ხარკივის და კიევის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამხედრო დანაშაულების, მათ შორის გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის და ძალადობის შემთხვევები აღწერა. 18 ოქტომბერს გაერომ დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელის ფარგლებშიც კომისიამ ომის საწყის ეტაპზე, თებერვლის ბოლოსა და მარტში, უკრაინის ოთხ რეგიონში, კიევში, ჩერნიჰივში, ხარკივსა და სუმიში სამხედრო დანაშაულების და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები იკვლია. ანგარიშის თანახმად, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების აბსოლუტურ უმრავლეოსობაზე რუსეთის სამხედრო ძალებია პასუხისმგებელი. ოთხივე რეგიონში გამოვლინდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა სიკვდილით დასჯა, უკანონო დაკავება, წამება, საასტიკი მოპრყობა, გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულების მსხვერპლთა ასაკი 4-იდან 80 წლამდეა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist