ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.6k
VIEWS

10 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა Aleqsandre Mgeladze , საქართველოს პატრიოტი და ფეისბუკ გვერდებმა  კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti, სიდონია სათადარიგო გვერდი გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც აღწერის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სექსუალური ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს. პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ კადრები პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან გავრცელდა. 

Screenshot 28 ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ კადრებში ჯო ბაიდენი მონაწილეობს და ვიდეომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან გაჟონა, ყალბია. რეალურად, გავრცელებული კადრები პორნოგრაფიული ვიდეოდან არის ამოჭრილი და მას აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენთან რაიმე კავშირი არ აქვს. 

ორიგინალი ვიდეო, საიდანაც ეს კონკრეტული ნაწყვეტია ამოჭრილი, სხვადასხვა პორნოგრაფიულ საიტზე 6 წლის წინაა გამოქვეყნებული. ვიდეო წყვილის როლური თამაშს ასახავს. 

Screenshot 29 ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეო ცუდი ხარისხისაა და კაცის სახის ნაკვეთების გარჩევა რთულია, პორნოგრაფიულ საიტებზე გამოქვეყნებული ვიდეო შედარებით უკეთესი ხარისხიააა და შესაბამისად, ჩანს, რომ ვიდეოში ასახული კაცი ჯო ბაიდენი არ არის.

Screenshot 30 ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს კადრების ფოტოს საძიებო სისტემა  ТinEye-ში ჩანს, რომ ამ ვიდეოს კადრები უკვე კიდევ უფრო ადრე 2013-2014 წლებშიც ვრცელდებოდა. თუმცა ეს საიტები ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა. ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან მოპოვებული მეილების შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ 2020 წელს გავრცელდა.

Screenshot 31 ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან ამოღებული მიმოწერასთან დაკავშირებული ბრალდებები

2020 წლის 14 ოქტომბერს ამერიკულმა გამოცემამ, Тhe New York Post-მა გამოაქვეყნა მეილები, რომლებიც გამოცემის მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენის და კომპანია ბურისმას მრჩევლის, ვადიმ პოჟარსკის 2015 წლის აპრილის მიმოწერას ასახავდა. მიმოწერაში ისინი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას განიხილავდნენ. წერილებიდან ცხალი არ არის, შედგა თუ არა შეხვედრა. The New York Post-მა კიდევ ერთი მეილი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ჰანტერ ბაიდენი ჩინური კომპანისთვის CEFC China Energy Co.-სთვის ინვესტიციების მოზიდვას ცდილობდა. ამ მეილებზე დაყრდნობით, ჰანტერ ბაიდენი ოჯახური კავშირების და მამის, იმ პერიოდში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის გავლენას უკრაინასა და ჩინეთში საქმიანი შეთანხმებების გაფორმებისთვის იყენებდა.

Тhe New York Post-ის მტკიცებით, გამოცემამ მეილები დონალდ ტრამპის ადვოკატისგან, რუდი ჯულიანისგან მიიღო. გამოცემის ცნობით, მეილები 2019 წელს დელავერის შტატში, კომპიტერულ მაღაზიაში დატოვებული ლეპტოპიდან ამოიღეს. ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნეს პარტნირის ენტონი ბუბულინსკის თქმით, გავრცელებული მეილებიდან ერთ-ერთი, რომელის ადრესატიც ის არის, ნამდვილია. მეილების ნამდვილობას სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სადაზვევრო სამსახურების ყოფილმა წარმომადგენლები ხელი მოაწერეს წანცხადებას, რომლის თანახმად, ჰანტერ ბაიდენის მიმოწერასთან დაკავშირებული ცნობების გავრცელბას რუსული ინფორმაციული ოპერაციის ნიშნები აქვს. ჰანტერ ბაიდენის მეილებთან დაკავშირებულ მტკიცებებს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის კორუფციაში დადანაშაულებისთვის იყენებდა.  

The New York Post-ის შესახებ

Тhe New York Post-ი ამერიკული კონსერვატიული ტაბლოიდია, რომელიც მემარჯვენე პოზიციონირებით გამოირჩევა და საშუალო დონის სანდოობით ხასიათდება.

Screenshot 32 ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ

ჰანტერ ბაიდენის მეილებთან დაკავშირებული მტკიცებები 2022 წლის მარტშიც გავრცელდა

25 მარტს ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც სტატიის ავტორის – ჯოშ ბოსველის მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან მოპოვებული მეილები უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებ რუსეთის ფედერაციის მტკიცებას ამყარებს და შესაძლოა ნაწილობრივ სიმართლე იყოს. სტატიაში გამოქვეყნებული მეილების ავთენტურობა ღია წყაროებით არ დასტურდება. აღნიშნული მეილების გარდა ავტორი ინფორმაციის ძირითად წყაროდ იგორ კირილოვის ბრიფინგს იყენებს.

სტატიის ავტორი რამდენიმე მეილს განიხილავს, მათ შორის: 1) მეტაბიოტას ვიცე-პრეზიდენტის მარი გუტიერის მეილს ჰანტერ ბაიდენისადმი, სადაც მეილის ავტორი ბაიდენს უკრაინაში მეტაბიოტას საქმიანობის შესახებ უამბობს და “რუსეთისგან კულტურული და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაში უკრაინის დახმარებას” კომპანიის ძირითად მიზნად ასახელებს.  2) Burisma-ს წარმომადგენლის, ვადიმ პოჟარსკის მეილი ბაიდენისადმი, სადაც მეილის ავტორი კითხვებს სვამს მეტაბიოტას უკრაინულ გეგმებთან დაკავშირებით და ახსენებს “უკრაინის მეცნიერების” (Science Ukraine) პროექტს.  

მეილებიდან ცხადი არაა, რომ თანამშრომლობა მეტაბიოტასა და Burisma-ს შორის ნამდვილად შედგა. ასევე, არც ერთ მეილში არ არის მინიშნება უკრაინის ბიოლაბორატორიების მუშაობაში ჩართვის, ან ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებ. შესაბამისად, მეილების ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაშიც არ შეგვიძლია ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ჰანტერ ბაიდენის ჩართულობაზე ვისაუბროთ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist