ვინ უკავშირებს პოლიციელის მიერ მამაკაცის მკვლელობას უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის პროცესს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

894
VIEWS

29 აგვისტოს უკრაინის ქალაქ დნიპროში პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ორი არასრულწლოვანი ბავშვი, ზრდასრული ქალი და მამაკაცი ისხდნენ, მათ შორის ფიზიკური დაპირიპირებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მამაკაცს სამჯერ ესროლა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რაზედაც ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიში (1, 2, 3, 4), ასევე ფეისბუქ გვერდები “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” და publicist.ge წერდნენ, რომ ავტომობილის გაჩერების მიზეზი უკრაინაში მობილიზაციის პროცესი გახდა.

vithom kvleloba ვინ უკავშირებს პოლიციელის მიერ მამაკაცის მკვლელობას უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის პროცესს?

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. პოლიციას ავტომობილი სამხედრო მობილიზაციის ღონისძიების ფარგლებში არ გაუჩერებია, ავტომობილის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, რაც საგზაო კამერებმაც დააფიქსირეს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციელმა მამაკაცს ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, ხოლო პოლიციის ოფიცერი აღნიშნული ფაქტის შემდეგ დააკავეს და გამოძიება დაიწყეს.

29 აგვისტოს დნიპროს პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომელთა შორისაც 1 ქალი და 1 მამაკაცი იყო, გააჩერა იაგუარის მარკის ავტომობილი, რომელშიც ქალი, მამაკაცი და ორი არასრულწლოვანი იჯდა. როგორც დადგინდა, მამაკაცი ქართული წარმოშობის ჯუმბერ სილაგავაა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა და ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მან და მანქანაში მჯდომმა ქალმა პოლიციის მითითებების შესრულებაზე უარი განაცხადეს, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირიპირება მოყვა, შემდეგ კი პოლიციის ოფიცერმა სილაგავას ზურგში სამი ტყვია ესროლა, რომლებიც ფატალური აღმოჩნდა. 

30-31 აგვისტოს გავრცელდა მოვლენის ამსახველი ვიდეოები. რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიცრებზე დამაგრებული კამერის ჩანაწერები, სადაც ისმის ავტომობილის გაჩერების მიზეზიც. პოლიციელი ქალი უხსნის საჭესთან მჯდომ ქალს, რომ მან დაარღვია საგზაო წესები და სთხოვს მას დოკუმენტების ჩვენებას. ამის შემდეგ, მგზავრის სავარძელზე მჯდომი ჯუმბერ სილაგავა გადმოდის ავტომობილიდან და პოლიციას ახსნა-განმარტებებსა და დარღვევის ვიდეოების ჩვენებას სთხოვს. მას შემდეგ, რაც ოფიცერმა მას დარღვევის დეტალები კიდევ ერთხელ აუხსნა, სილაგავამ დაიწყო უფრო აგრესიულად მოქცევა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ჩაჯდა ავტომობილში, უთხრა საჭესთან მჯდომ ქალს რომ დაექოქა მანქანა და გაეგრძელებინა გზა, რის გამოც პოლიციელებმა მათი შეჩერება და ქალის დაკავება დაიწყეს. მამაკაცმა სცადა ფიზიკურად გასწორებოდა პოლიციელებს, ძირს დააგდო ერთი ოფიცერი და სახეში ჩაარტყა ქალ პოლიციელს, რა დროსაც მას ზურგში ესროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალ ოფიცერს ცხვირი და სახის ძვლები აქვს გატეხილი. 

30 აგვისტოს გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ იაგუარის მარკის ავტომობილი მართლაც არღვევს მოძრაობის წესებს პოლიციის ავტომობილის წინ. უკრაინის საპატრულო პოლიციამ დამატებით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს დარღვევის მომენტი და შემდგომში განვითარებული მოვლენებიც, მათ შორის სილაგავას მიერ პოლიციის ოფიცრის ცემის მომენტიც. ამ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ავტომობილის გაჩერებამდე საჭესთან მამაკაცი იჯდა.

vithom kvleloba1 ვინ უკავშირებს პოლიციელის მიერ მამაკაცის მკვლელობას უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის პროცესს?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯუმბერ სილაგავას 2018-2022 წლებში საგზაო წესების დარღვევისათვის 12 ჯარიმა ჰქონდა მიღებული.

უკრაინის გენერალური პროკურატურისა და გამოძიების ბიუროს განცხადებით, ოფიცერი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, დაკავებულია და გამოძიება მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანაგარიშები “შიინ ევროპისაკენ” და “Temuri Kuchava”  ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოსტებს ხშირად აქვეყნებენ. ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3.)

ფეისბუქ გვერდი Publicist.ge პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა 2020 წელს შექმნა. ამჟამად გვერდი ორიენტირებულია დასავლეთისა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტების, მათ შორის დეზინფორმაციის (1, 2.) გავრცელებაზე.

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 

რადიოთავისუფლება

TCH.ua


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist